თავისუფალი ზონები, როგორც გლობალური ეკონომიკური პრობლემა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : თავისუფალი ზონები, როგორც გლობალური ეკონომიკური პრობლემა
ნანახია: 1346

თავისუფალი ზონები, როგორც გლობალური ეკონომიკური პრობლემა თავისუფალი ეკონომიკური ზონები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება და მისი დაინტერესების მთავარი არსი გადასახედებისგან თავის არიდებაში ან მის შემცირებაში მდგომარეობს. თუმცა ამ ფაქტორს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მრავალი ნეგატიური მხარის მიუხედავად, თეზ-ები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში. თეზ-ებში მოთამაშე პირები, კანონის დაურღვევლად, მინიმალური დანახარჯებით ახერხებენ დიდი წარმატებების მიღწევას.
თავისუფალი ეკონომიკური ზონები გამოირჩევიან სხვა დანარჩენი ტერიტორიებისგან იმით, რომ აქ მოქმედებს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები, რაც იზიდავს სხვადასხვა ინვესტორს. ეს კი აიხსნება გადასახადის გადამხდელის გადასახადებისგან თავის არიდებითა და უცხოური კაპიტალის მოზიდვის სურვილით.
გადასახადებისგან თავის აცილების სურვილი ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისშივე შეიმჩნეოდა. IV საუკუნეში თავისუფალი ვაჭრობის ცენტრად იქცა საბერძნეთში კუნძული დელოსი, რომელიც აერთიანებდა ეგეოსის ზღვისპირა ქალაქებსა და კუნძულებს. რომის იმპერიიდანაც მრავლად გარბოდნენ რომაელები გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. XVIII საუკუნეში უკვე ევროპელებისთვის ამერიკის კონტინენტი ითვლებოდა თავისუფალ ზონად, სადაც არ მოქმედებდა ევროპული კანონმდებლობა. ამავე საუკუნეში თავისუფალი ვაჭრობის ზონები გაჩნდნენ ჰიბრალტარსა და ბანკოკში. XIX საუკუნეში თავისუფალი პორტების სახელები მიიღეს ოდესამ, ვლადივოსტოკმა და მათ შორის ბათუმმაც (1878-1885).
XX საუკუნის მეორე ნახევარში საგადასახადო განაკვეთებმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ამ პერიოდიდან იწყება თეზ-ების განვითარება. ბიზნესმენებმა იწყეს თანხების გადატანა ისეთ ცენტრებში, სადაც დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები არსებობდა. ამასთან, თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა.

არსი და მიზანი

თანამედროვე პირობებში გაიზარდა თეზ-ებით დაინტერესების მიზეზები. დღეს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები დიდ ყურადღებას უთმობენ თეზ-ებს, რაც სავალუტო კონტროლის არ არსებობითაა გამოწვეული.
თეზ-ების შექმნით სახელმწიფოები სხვა ქვეყნის რეზიდენტებისგან იღებენ დამატებით ფინანსურ შემოსავლებს, ანვითარებენ ინფრასტრუქტურას, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ა.შ. ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინვესტიციები ეყრდნობა შემდეგ სტრატეგიულ მიზნებს:
1. ეკონომიკური მიზნები (უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; ეკონომიკაში სავალუტო შენატანების ზრდა სავალუტო შენატანების ხარჯზე და ა.შ.);
2. სოციალური მიზნები (რეგიონული ერთეულების განვითარების დაჩქარება; მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების დონის ზრდა; მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდა მსოფლიო მოთხოვნებისა შესაბამისად და ა.შ.);
3. სამეცნიერო-ტექნიკური მიზნები (მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა).
თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში გაძლიერდა ინტეგრაციის პროცესები, რომლებიც მოითხოვენ ეროვნული ეკონომიკების ლიბერალიზაციას, შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ქვეყნების აქტიურ მონაწილეობას, ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას და ა.შ. სადაც მნიშვნელოვან ელემენტად მიჩნეულია თეზ-ები.
თეზ-ი ეს არის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც საქონელი ეროვნული ეკონომიკის გარეთ არსებული ობიექტია.
თანამედროვე პრაქტიკაში თეზ-ების ორი მიდგომა არსებობს: ტერიტორიული და რეჟიმული. ტერიტორიული მიდგომის დროს განსაზღვრულ ტერიტორიაზე შეღავათები ვრცელდება საქმიანობის ყველა სახეობაზე, ხოლო რეჟიმული მიდგომის დროს შეღავათები გამოიყენება მხოლოდ გარკვეული სახეობის სამეწარმეო საქმიანობის მიმართ.
თავისუფალი ზონების დიდი ნაწილი განლაგებული კუნძულებზე და დაშორებულნი არიან განვითარებული ქვეყნების მთავარი ფინანსური ცენტრებისაგან.

კლასიფიკაცია

თეზების კლასიფიკაცია სპეციალიზაციის ნიშნით ზონების შემდეგ სახეობებს განსაზღვრავს: თავისუფალი, სამრეწველო საწარმოო, სამეცნიერო-ტექნიკური და ოფშორული.
თავისუფალ ზონებში საქონლის შეტანა, შენახვა, დახარისხება, დაფასოება და დატვირთვა დამატებითი დამუშავების გარეშე ხდება. თავისუფალი ზონების ტერიტორია სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო თავისუფლებებით.
სამრეწველო-საწარმოო ზონები იქმნება იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების სტიმულირების მიზნით. ასეთ ზონებში რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. ამასთან, მოქმედებს გამარტივებული ადმინისტრაციული წესი საწარმოების რეგისტრაციის, ინვესტირების, მოგების რეპატრიაციის და ა.შ.
სამეცნიერო-ტექნიკური ზონების გავრცელებულ ფორმას ტექნოპარკები წარმოადგენენ. ასეთი ზონები საჭიროებენ განსაკუთრებულ სახელმწიფო მხარდაჭერას და იქმნებიან მსხვილი სამეცნიერო ცენტრების ირგვლივ კვლევითი, საპროექტო და სამეცნიერო საქმიანობების სტიმულირების მიზნით. ტექნოპარკები ძირითადად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არსებობენ.
თეზ-ებში განსაკუთრებული ადგილი ოფშორულ ზონებს უკავიათ. ძირითადად ასეთ ზონებში კონცენტრირებულია საბანკო და სადაზღვევო ბიზნესი, მათი მეშვეობით ხორციელდება საინვესტიციო საქმიანობა, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები და ა.შ. ოფშორული ზონები ძირითადად კუნძულებზე, ან ზღვისპირა ტერიტორიებზე იქმნება. ასეთი ზონები ხშირად ფულის გათეთრების და საფინანსო თაღლითობის ცენტრებად იქცევიან ხოლმე.
საკუთრების ფორმის მიხედვით თეზ-ები შეიძლება იყოს სახელმწიფო, კერძო და შერეული. ამათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა შერეული ტიპის თეზები.

თეზ-ების შექმნის მიზეზი

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი ზონები ძირითადად იქმნება კუნძულებსა და ნახევარკუნძულებზე, თუმცა მრავლად არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ასეთი ზონები ზღვისგან მოშორებით იქმნება. თეზ-ები, მათი შექმნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რაც გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან, თუ რა მიზანი აქვს მას მისი განვითარებიდან გამომდინარე. მაგალითად, განვითარებული და დიდი ტერიტორიების მქონე ქვეყნები ასეთ ზონებს ქმნიან რეგიონული ეკონომიკის განვითარების მიზნით ანუ იმ რეგიონებში, სადაც ინვესტიციების ნაკლებობაა, რათა განვითარების თვალსაზრისით ჩამორჩენილი რეგიონების წინ წამოწევა მოხდეს.
ხოლო განვითარებადი და ყოფილი (ან ამჟამად) სოციალისტური ქვეყნები ასეთ ზონებს ქმნიან ღია ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიზნით. ასეთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩინეთი, სადაც მიუხედავად ამ ქვეყანაში არსებული სოციალიზმისა, მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ზონებია განთავსებული.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტორიც, რომ ინვესტიციების მოზიდვისათვის მხოლოდ საგადასახადო შეღავათები როდია საკმარისი, ინვესტორისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობა და გასაღების ბაზრებია, რადგან ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს პოსტკრიზისულ სიტუაციაში.
თავისუფალი ეკონომიკური ზონები, როგორც მსოფლიო პრობლემა
სახელმწიფოები თეზ-ების შექმნით ხელს უწყობენ ინვესტორების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდებას და ხშირ შემთხვევაში "შავი ფულის" გათეთრებას, რითაც ზარალდება მრავალი სახელმწიფო და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკა. მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით მსგავსი ზონების გამო განვითარებადი ქვეყნები ვერ იღებენ დაახლოებით 50 მლრდ $ გადასახადებს. "შავი ფული" ეს არის არალეგალურად მოპოვებული ფულის მასა, რომელიც ნაღდი სახით არსებობს ეკონომიკის ლეგალურ სექტორში, მისი წარმოშობის წყაროს გაუხსნელად. შავი ფული დოკუმენტებით არ აღირიცხება, ამიტომ იგი თითქოს საერთოდ არ არსებობს, თუმცა იგი რეალურად არსებობს და თავის ფუნქციებსაც ასრულებს. შავი ფული სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, შავი ფული მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში 2-5%-ს შორის მერყეობს.
ფულის გათეთრების სქემაში ძირითადად მონაწილეობენ ინვესტორი, შემსრულებელი და საკრედიტო ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებები. ფულის გათეთრების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფიქციური ხელშეკრულებები, რომლებიც ფორმდება სამუშაოთა განხორციელებასა და მომსახურების გაწევისას. ამ დროს ფულის გათეთრების სქემაში მონაწილე შემკვეთი თავის ანგარიშზე არსებულ უნაღდო ფულად სახსრებს აქცევს ნაღდ ფულად და მის ჩამოწერას ახერხებს, რაც ხორციელდება სხვადასხვა აქტივების შეძენითა და მომსახურებების გაწევით. ეს კი შეიძლება შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ:


წარმოდგენილი სქემა ნათლად გვიჩვენებს იმ პრობლემას, თუ რა მარტივი სქემით ხორციელდება საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენა. ასეთი შემთხვევები კი ძირითადად ისეთ ქვეყნებში ჭარბობს, სადაც არის არასრულყოფილი კანონმდებლობა.
თანამედროვე პირობებში შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამ მოტივით შექმნილია სპეციალური ორგანიზაციები.
შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მიზნით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს სახელმწიფოების "შავ სიას". ამ სიაში მოხვედრილ ქვეყნებს უყენებენ ისეთ სანქციებს, რომლებიც შემდგომ, პრაქტიკულად, იწვევენ ამ ქვეყნების გაკოტრებას. "შავ სიაში" მოხვედრილ სახელმწიფოებში რეგისტრირებულ ნებისმიერ ორგანიზაციასთან იკრძალება ფინანსური ოპერაციების წარმოება.
ქართული რეალობა
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად გაჩნდა სურვილი რეგიონებში შექმნილიყო თეზ-ები. იმ პერიოდისთვის ეს ინიციატივა საკმაოდ მყარად იყო გამართლებული, რადგან იმ დროისთვის საქართველოში არსებობდა მძიმე საგადასახადო კოდექსი, რომელიც რიგ გადასახადებზე ორმაგ დაბეგვრას ითვალისწინებდა, რაც ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მაშინ ეს იდეა, მხოლოდ – იდეად დარჩა. შემდგომ ამისა მსგავსი ზონის აჭარის ტერიტორიაზე მოწყობის სურვილით უკვე ასლან აბაშიძე გამოვიდა, რასაც მაშინდელი ოპოზიცია (დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები) მკაცრად აკრიტიკებდნენ. თუმცაღა "ვარდები რევოლუციის" შემდეგ ამ იდეამ კვლავ წამოყო თავი, ახლა უკვე დღევანდელი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, რასაც მრავლად გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ასევე ოპონენტებიც, რაც ლოგიკურია.
აქვე უნდა უნდა აღინიშნოს ის ფაქტორიც, რომ გაუგებარია საქართველოს რეალობაში თავისუფალი ზონების შექმნა ქვეყნის განვითარების მოტივით, რადგან არსებობს საგადასახადო სიმძიმე, რომლებიც აწევს რიგ ქვეყნებში ინვესტორებს და რომლებიც შემდგომ უბიძგებს ინვესტიციების გადატანას თეზ-ში. მსგავსი პრობლემა საგადასახადო ტარიფების კუთხით საქართველოში ისედაც ნაკლებად არსებობს, განსხვავებით სხვა მეზობელ თუ მრავალ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ხოლო, რაც შეეხება საგადასახადო ადმინისტრირებას ეს არის ტერორიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გამოიყენება ინვესტორებისა და ზოგადად, კერძო საკუთრების მიმართ. ეს არის იარაღი, რომელიც უჭირავს სახელმწიფოს მეწარმეთა დასაშინებლად.
2007 წლიდან მოყოლებული იწერება სხვადასხვა კანონპროექტები ამ მიმართულებებით, თუმცა წერისა და დამტკიცებების მიუხედავად, ჯერ არც ერთი თიზ-ი არ არის სრულ მოქმედებაში. ფოთის თიზ-ის შემთხვევაში კი უკვე რამდენიმეჯერ მოხდა ზონის გახსნის გადადება გაურკვეველი მიზეზებით. ალბათ, იმ რისკფაქტორიდან გამომდინარე, რომელიც ზემოთ უკვე აღვნიშნე.
და ბოლოს
მისასალმებელია მთავრობის გეზი ლიბერალური ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ, ბატონებო, ხომ არ აჯობებს საგადასახადო ადმინისტრირება გავხადოთ უფრო ლიბერალი, გადავდგათ ქმედითი და სწორი ნაბიჯები კონფლიქტების მოგვარების კუთხით, შევქმნათ რეგიონების განვითარების პროგრამები და იქნებ, აღარც კი დაგვჭირდეს ამდენი თიზ-ის ერთდროულად შექმნა, რადგან მსგავსი ზონები ჩვენს მეზობელ თურქეთშიც მრავლად არის და საკმაოდ წარმატებითაც ფუნქციონირებენ და, მერწმუნეთ, უცხოელი ინვესტორები იქ უფრო მივლენ, ვიდრე ჩვენთან.

დემოკრატიისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუტის პრეზიდენტი
ოთარ ანგურიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48