რატომ გავიდა EBRD "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" აქციონერთა შემადგენლობიდან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რატომ გავიდა EBRD "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" აქციონერთა შემადგენლობიდან
ნანახია: 483

რატომ გავიდა EBRD "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" აქციონერთა შემადგენლობიდან "ვითიბიმ" "ვითიბი ჯორჯიას" 5491266 ლარის აქციები ფიქსინგით შეიძინა, 1 აქცია 1 ლარად. სადღეისოდ "ვითიბი ჯორჯიას" აქციების 96,16%-ს რუსული "ვნეშტორგბანკი", ანუ "ვითიბი" ფლობს. მანამდე იგი აქციების 87,38%-ის მფლობელი იყო. "ვითიბის" მონათესავე "ლაკარპა ენტერპრაის ლიმიტედი" აქციების 2,16%-ის მფლობელია. ბოლო დრომდე ევრობანკი, ანუ EBRD აქციების 7,58%-ის მფლობელი იყო.
"ბ&ფ" შეეცადა გაეგო, რამ განაპირობა "ვითიბი ჯორჯიადან" EBRD-ის გასვლა. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად პერსპექტიულ საბანკო ინსტიტუტებთან EBRD და მისი ქართული წარმომადგენლობა ყოველთვის თანამშრომლობს. "ბ&ფ"-ს ექსპერტების დაკვირვებით, თანამშრომლობა არ არის დაკავშირებული ამა თუ იმ ბანკის წარმატებებთან ან პრობლემებთან. როგორც წესი, EBRD-ის დამოკიდებულება ამა თუ იმ ბანკისადმი იცვლება, როცა ბანკის რეპუტაცია ეჭვქვეშ დგება. ასეთი რამ "ვითბი ბანკ ჯორჯიასთან" მიმართებაში არ დაფიქსირებულა. ბანკი სუფთა გამოვიდა "ენერჯი ინვესტთან" დაკავშირებული სკანდალიდანაც. "ვითიბი ჯორჯიას" ჯერჯერობით არანაირი რეპუტაციული პრობლემა საფინანსო-საბანკო სივრცეში არ შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ იგი წამყვანი რუსული ბანკის "ვნეშტორგბანკის" მფლობელობაშია. კულუარულ საუბრებს ბანკის პრობლემები არასდროს გასცდენია.
გაზეთისთვის და, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საინტერესოა EBRD-ის "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" აქციონერთა შემადგენლობიდან გასვლის მიზეზები. ჩვენ შეკითხვით მივმართეთ ორივე ინსტიტუტს, თუმცა დასმულ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
"ვითიბი ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვაცნობა, რომ "ევრობანკი" და სს. "ვითიბი ბანკი ჯორჯია" მზად არიან გააგრძელონ თანამშრომლობა სხვადასხვა შეთანხმებების ფარგლებში." საინტერესო პასაჟს გაესვა ხაზი იმავე პასუხში: "აღნიშნული გარიგება (საუბარია ევრობანკისგან "ვითიბის" მიერ 7730000 აქციის შეძენაზე, _ ავტ.) გათვალისწინებული იყო 2006 წელს "ვითიბისა" და EBRD-ს შორის დადებული შეთანხმებით". თუმცა არ არის დაზუსტებული ასეთი გარიგების მოტივები და 4 წლის შემდეგ, თუ რა შედეგები მოიტანა ამ გარიგებამ ორივე მხარისთვის. ჩვენ გვაინტერესებდა "ვითიბი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის კომენტარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი მიღება.
თავისი პოზიცია არც EBRD-ის ქართულმა წამომადგენლობამ დააფიქსირა, თუმცა შეგვპირდნენ, რომ განმარტებას გააკეთებდნენ. თუ თავიანთ მოსაზრებას EBRD-ის მესვეურები მოგვაწვდიან, მას შემდეგ ნომერში უეჭველად გაგაცნობთ.
ფაქტი ერთია _ EBRD ურთიერთობას წყვეტს ერთ-ერთ ტრადიციულ საბანკო ინსტიტუტთან, რაც შეუძლებელია ქართული საბანკო სისტემისადმი მისი დამოკიდებულების კონტექსტის გარეშე შეფასდეს.

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48