თავისუფალი ვაჭრობის შედეგად დაჩაგრული ქართული ექსპორტი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : თავისუფალი ვაჭრობის შედეგად დაჩაგრული ქართული ექსპორტი
ნანახია: 755

ქართულმა "უხარისხო" პროდუქციამ "ხარისხიანი" თურქული საქონლის კონკურენციას ვერ გაუძლო

2006 წლის 19 დეკემბერს, ქ. ანკარაში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ, რომელიც მხარეების ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში უნდა გადაზრდილიყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში.
2007 წლის მაისში, ქ. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვინაიდან ექსპერტთა დონეზე მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული, თურქულ მხარეს სთხოვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მაღალ დონეზე. საქართველოს პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესი კვლავ განახლდა და 2007 წლის 21 ნოემბერს საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და თურქეთს შორის პროდუქტის იმპორტირების, ან ექსპორტირებისას საბაჟო გადასახადები უქმდება. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები, გარდა რიგი პროდუქციისა - ცოცხალი ცხოველები, ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, თევზი, რძის პროდუქცია, კვერცხი, თაფლი, ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები და სხვა. ამ ხელშეკრულების შესახებ, საქართველოში აზრი ორად იყოფა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თურქეთთან თავისუფალი ვაჭობა ჩვენი ქვეყნის ისედაც მწირ ადგილობრივ წარმოებას, კიდევ უფრო შეზღუდავს და მას განვითარების საშუალებას არ მისცემს. ზოგიერთი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას უცხოურ ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს, კონკურენციის პირობებში განადგურების შიშით, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას აიძულებს, რაც ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
თუმცა, როგორც ჩანს, ქართულმა "უხარისხო" პროდუქციამ ვერ გაუძლო "ხარისხიანი" თურქული საქონლის კონკურენციას და საექსპორტო შესაძლებლობები ვერ გაზარდა. 2003 წელთან შედარებით, ნათესი ფართობები შემცირდა ორჯერ, ხორბლის წარმოება შემცირდა ოთხჯერ, იყო წელიწადში 225 ათასი ტონა და გახდა 54 ათასი, კარტოფილის წარმოება შემცირდა ორჯერ, ხილის წარმოება 50%-ით შემცირდა, ყურძნის 30%-ით, ჩაის 5-ჯერ, ბოსტნეულის 2,5-ჯერ და ა.შ. ამ ფონზე გამოდის, რომ თავისუფალი ვაჭრობა არა ჩვენთვის, არამედ თურქეთისთვისაა სასარგებლო და ეს სტატისტიკური მონაცემებითაც მტკიცდება.
იდეაში, თავისუფალ ვაჭრობა ნებისმიერ პროტექციონიზმს ჯობია. თუმცა ეს ყველა შემთხვევაში არ ამართლებს. სანამ ხელისუფლება თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებდა, საჭირო იყო, რომ მომხდარიყო ამ დოკუმენტის საჯარო განხილვა, შეფასება იმისა თუ პროდუქციის რომელ სახეობებზე მოხდებოდა ბაჟების გაუქმება, რადგან ამ ფაქტორის გაანალიზების შედეგად გახდებოდა ცხადი, დოკუმენტი საქართველოსთვის ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნება ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოში თურქეთიდან გაუკონტროლებლად შემოვა როგორც გენმოდიფიცირებული, ისე სხვა უხარისხო პროდუქცია და ქართული ბაზარი სრულიად დაუცველი იქნება. გლეხებს კი საკუთარი პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობა მოესპობათ. საფრთხე შეექმნება აგრარულ სექტორს და მრეწველობის მრავალ დარგს.
არანაირ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას არ ექნება აზრი, სანამ ქვეყანაში არ იქნება პროდუქციის მონიტორინგის კარგი სისტემა. ჩვენი ბაზარი ყველასთვის თუ ასე გავხსენით, ამით პრაქტიკულად სოფლის მეურნეობა მოკვდება, რადგან ქვეყანაში შემოდის უკონტროლოდ უხარისხო, ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქცია იაფად. ამ პრობლემის გადაჭრის კუთხით თავად რუსეთიც კი მაგალითად გამოდგება. ეს ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას ცდილობს, მაგრამ წინასწარ მწყობრი მონიტორინგის სისტემა ჩამოაყალიბა და გამოავლინა, რომ იმპორტული პროდუქციის 80% გენმოდიფიცირებული შედიოდა და მკაცრი რეგულირებით, მრავალი სახის პროდუქტის შეტანა აკრძალა. მხოლოდ ბაჟების გაუქმება არ არის საკმარისი, საჭიროა გაკონტროლდეს შემოსული პროდუქციის ხარისხი, რადგან იაფფასიანი და უხარისხო საქონლის წინაშე ადგილობრივ წარმოებას კონკურენციის გაწევა უჭირს.
საინტერესოა, თუ გადავხედავთ თურქეთთან საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას. რადიკალურად განსხვავებული სურათებია პრეფერენციული ვაჭრობის და შემდგომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღებამდე და მათი მიღების შემდეგ.
2000 წელს ექსპორტი შეადგენდა 72 836.5, ხოლო იმპორტი კი 111 458.7 ათას დოლარს. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი კი – შესაბამისად - 38 622.3 ათას დოლარს. ამის შემდგომ, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა და 2003 წლისთვის იგი - 29 472.5 ათასი დოლარი იყო.
მას შემდეგ, რაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2007 წელს - 556 142.1 ათას დოლარამდე, 2008 წელს - 677 569.3 ათას დოლარამდე გაიზარდა, 2009 წელს უმნიშვნელოდ შემცირდა, მიმდინარე წელს კი დღევანდელი მდგომარეობით დეფიციტი - 375 669.5 ათასი დოლარის ტოლია.
მაშინ როდესაც 2000-2005 წლებში ექსპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იყო საშუალოდ 40%, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-მდე ჩამოვიდა. ექსპორტი მთლიანად 2000 წელთან შედარებით 2009 წლისთვის დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი 7-ჯერ.
ვფიქრობ, ეს მონაცემები ნათელს ფენს იმ გარემოებას, რომელიც თავისუფალი ვაჭრობით არის გამოწვეული. რომელი მხარისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდა ამ ხელშეკრულების დადება თავად განსაჯეთ. თურქეთის რესპუბლიკას იმპორტირებული პროდუქციის მიმართ ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემები აქვს, ჩვენთან კი ეს სისტემა სრულიად მოშლილია და უკონტროლოდ შემოდის დაბალხარისხიანი პროდუქცია დაბალი ფასებით. დაბალ ფასებთან გამკლავება კი ადგილობრივი კომპანიებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ანუ საბოლოოდ გამოდის ის, რომ თურქეთი საქართველოს უწესებს პროდუქციაზე ხარისხის მაღალ სტანდარტს, თავად კი ყოველგვარი კონტროლის გარეშე შემოაქვს სხვადასხვა საქონელი.

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48