“აფბა” მთავრობას ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : “აფბა” მთავრობას ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს
ნანახია: 508

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" მთავრობას ევროკავშირის მოთხოვნების დაუყონებლივ შესრულებასა და სახელისუფლებო კლანების მონოპოლისტური საქმიანობის შეზღუდვისაკენ, ანტიმონოპოლიური რეგულირების კანონმდებლობის რეანიმაციასა და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი უარს ამბობს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ვიდრე მისი პრინციპული მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია "აფბა" მთავრობას ევროკავშირის მოთხოვნების დაუყონებლივ შესრულებას და ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენისაკენ მოუწოდებს. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად მთავრობამ საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა გადაწყვიტა, რომლის ფუნქციების განსაზღვრაც ივნის-ივლისის თვეში უნდა მომხდარიყო. უკვე 3 თვე გავიდა, მთავრობის დაპირებიდან და აღდგენილ ანტიმონოპოლიურ სამსახურს ჯერ კიდევ არ აქვს განსაზღვრული ფუნქციები.
“აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ საქართველოს რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. ესენია: სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმა (ახლანდელი "საქსტატი" რეფორმა ევროკავშირმა უარყოფითად შეაფასა); ხარისხის კონტროლის სამსახურის აღდგენა; შრომის კოდექსის შეცვლა და ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ამ პირობთაგან არცერთის შესრულებისთვის თავს არ იწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1058 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ბრუნვის 26% შეადგინა. ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტმა 177 მლნ. აშშ. დოლარი, რაც მთლიან ექსპორტის 18%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების უმოქმედობა, რადგან ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ბევრად გაუადვილებს ქართულ კომპანიებს ექსპორტს, ხოლო იმპორტიორებს დანახარჯებს შეუმცირებს, რაც შესაბამისად, მათ მიერ იმპორტირებული პროდუქციის ფასების დაკლებაში გამოიხატება.
და საერთოდ, თუ საქართველო ევროპისკენ, დასავლური ინსტიტუტებისა და ღირებულებებისკენ მიილტვის, მაშინ ჩვენი პირველი ნაბიჯი სწორედ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება უნდა იყოს.
ერთია ევროკავშირის მოთხოვნა და მეორე ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა სფეროში არსებული მონოპოლიზებული ან ოლიგოპოლიზებული მდგომარეობა. თუნდაც ოფიციალური სტატისტიკა რად ღირს, რომლის თანახმადაც 2009 წელს საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში მსხვილ ბიზნესს 85%-იანი წილი უკავია. აღნიშნული მაჩვენებელი 2000 წელს 67%-ს შეადგენდა. მოხლოდ ეს სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ბოლო წელებში საქართველოს ბაზრებზე კონკურენციის დონე საგრძნობლად, თითქმის 2,5-ჯერ შემცირდა, რაც პირველ რიგში მომხმარებლისთვის პროდუქტებზე მაღალ ფასებსა და პროდუქციის დაბალ ხარისხში გამოიხატება. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს გერმანიაში მსხვილი ბიზნესის ბრუნვა მთლიან ბიზესის 60%-ს აღემატება, ხოლო დიდ ბრიტანეთში 40%-ს შეადგენს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არსებობა, ხელს არ უშლის ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების დონეს, რის ნათელ მაგალითსაც აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და ა.შ. (მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) წარმოადგენენ, სადაც ანტიმონოპოლიური რეგულირება არსებობს, მაგრამ ეს ქვეყნები ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ჩვენზე ბევრად წინ არიან (აშშ - მე-6, დიდი ბრიტანეთი - მე-10, ესტონეთი - მე-12). აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ვითომდა ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს ამოფარებული, ჯიუტად არ აპირებს საქართველოში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღდგენას. ფაქტია, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებამ, მონოპოლიების კიდევ უფრო გამსხვილებას და ბაზრებზე კონკურენციის დონის შემცირებას უფრო შეუწყო ხელი, ვიდრე მისი გაუქმების ინიციატორის კახა ბენდუქიძის მოლოდინს, რომ ამით საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია გაიზრდებოდა. ამას მხოლოდ ფარმაცევტული ბაზრის მაგალითის მოყვანაც კი ცხადყოფს, სადაც 2005 წელს ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებამდე 3 მსხვილ კომპანიას ბაზრის 65% ეკავათ, დღეს კი ეს მაჩვენებელი 85-90%-ის ფარგლებში მერყეობს.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მხოლოდ პერიოდულად აცნობიერებს, რომ ქვეყანაში მონოპოლიები არსებობს, ამას უმეტესწილად პრეზიდენტი აკეთებს, რასთან ბრძოლასაც ის არაპროფილურ უწყებებს ავალებს. მათ შორის მონოპოლისტებთან ბრძოლას ხან შინაგან საქმეთა სამინისტრო (მარილის და შაქრის ბაზრებზე), ხან თბილისი მერი ("გაერთიანებულ ტელეკომს" სააბონენტო გადასახადი შეამცირებინა) და ხანაც ჯანდაცვის მინისტრი ახორციელებდა (პრეზიდენტმა მას დაავალა ფარმაცევტულ ბიზნესში არსებულ მონოპოლისტებთან ბრძოლა).
მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში ბაზრების მნიშვნელოვანი ნაწილი მონოპოლიზებულია, (ამ ფაქტს ჩვენი ორგანიზაციის, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბა-ს” მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს) მაგრამ მათ წინააღმდეგ დღემდე რეალური ღონისძიებები არ გატარებულა. ამის მიზეზად კი ხელისუფლება ლიბერალური ეკონომიკის მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე მიმდინარე პროცესებში ჩარევის დაუშვებლობას ასახელებს.
მთავრობის განცხადებით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები გვქონდეს, გვჭირდება ყველაზე თავისუფალი ბაზარი, თანაც საქართველოს ბაზარი მისი სიმცირის გამო რეგულირებას არ საჭიროებს. ამ დროს კი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოზე პატარა ქვეყნებშიც არსებობს ანტიმონოპოლიური რეგულირება. მაგრამ ცხადია, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი სამსახური, ეკონომიკური ზრდის ტემპებს კი არ შეაფერხებს, როგორც ამას ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ნეოლიბერტარიანული მრჩევლები ამტკიცებენ, არამედ წარმოაჩენს, რომ საქართველოში მთელი შემოსავლიანი ბიზნესები მონოპოლიზებულია ხელისუფლებასთან დაახლოებული ან მასთან შეზრდილი კლანების მიერ. ეს კი, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს ხელს არ აძლევს. თუ ასე არ არის, სხვა მოტივი ამის წინააღმდეგ არ არსებობს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2005 წელს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაუქმების შემდეგ, არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც საზოგადოებას თვალსაჩინოდ დაანახებდა იმ შედეგებს, რაც ამ გადაწყვეტილებამ მოიტანა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, აუცილებელია შედეგების გაანალიზება რაც ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებამ გამოიწვია, ხოლო შემდგომ მისი იმ ფორმით ამუშავება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და ქვეყანაში რეალურად კონკურენტული ბაზრების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
აფბა მიმართავს ხელისუფლებას დროულად შეასრულოს მის მიერ ევროკავშირისათვის და საქართევლოს საზოგადოებისადმი მიცემული დაპირება, აღადგინოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და სამსახური, იმ ფორმით, როგორც ეს ევროკავშირის და არა მარტო მის რიგებში მყოფ განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული. მთავრობის უმოქმედობა აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შეუქმელობით, ხელისუფლება ქვეყანაში არსებული მონოპოლიების ლობირებას ეწევა”, - განაცხადა “აფბას” პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილი.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48