სიკვდილი, რომელიც მილიარდები ღირს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : სიკვდილი, რომელიც მილიარდები ღირს
ნანახია: 988

"მან ვერ გაუძლო იმის ყურებას, თუ როგორ ეცლებოდა ხელიდან ძალაუფლება და მის თვალწინ ინგრეოდა ის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა", - განაცხადეს მისმა ოჯახის წევრებმა.

გერმანელმა მილიარდერმა, ადოლფ მერკელმა, რომელმაც მილიარდები დაკარგა, თავი მოიკლა. მისი კომპანიების წარუმატებლობამ, რაც, ერთის მხრივ, ფინანსურმა კრიზისმა, მეორეს მხრივ კი წარუმატებელმა ფინანსურმა გათვლებმა გამოიწვია, მილიარდერი თვითმკვლელობამდე მიიყვანა და მიმდინარე წლის 5 იანვარს, ქალაქ ბლაუბოირენში, ის მიმავალი მატარებლის რელსებზე დაწვა.
ადოლფ მერკელი 1934 წლის 18 მარტს გერმანიაში, დრეზდენში, მდიდარ ოჯახში დაიბადა. მან უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო, თუმცა თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია. 1967 წელს ის საოჯახო ბიზნესს ჩაუდგა სათავეში, რომელშიც 80 ადამიანი იყო დასაქმებული. სულ მალე, მერკელმა მოახერხა მისი უზარმაზარ კომპანიად გარდაქმნა. ის იყო გერმანიის ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიის P`hoenix Pharmahandel - ის, ასევე, Ratiopharm – ისა და საავტომობილო ფაბრიკის Kassbohrer- ის მფლობელი. მასვე ეკუთვნოდა HeidelbergCement - ის აქციების საკონტროლო პაკეტიც. ამ კომპანიებში 100.000 ადამიანი იყო დასაქმებული.
მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, მალე დანაკლისების სერია დაიწყო. ნოემბრის დასაწყისში თითქმის ყველა გამოცემის ჰედლაინში მისი სახელი ფიგურირებდა, როგორც მილიონერის, რომელმაც მილიონები დაკარგა. მის იმპერიას საბოლოო დარტყმა კრიზისმა მიაყენა.
მერკელის დანაკლისი გამოწვეული იყო მისი სახიფათო თამაშებით ბიზნესში. ის უმეტესად საფონდო ბირჟებზე ინვესტირებით იყო დაინტერესებული.
მან სპეკულაციური ინვესტიცია გააკეთა "ვოლკსვაგენის" კომპანიაში იმ იმედით, რომ მისი აქციები საგრძნობლად დაეცემოდა, თუმცა 2008 წელს "პორშემ" მხარდაჭერა გამოუცხადა "ვოლკსვაგენს". ამის შემდეგ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ფასი 210.85 ევროდან 9000 ევრომდე გაიზარდა. მერკელის ზარალი რამდენიმე ასეული მილიონი იყო.
ამას ისიც დაერთო, რომ მისი სამშენებლო კომპანია ვერ ახერხებდა გადასახადების დაფარვას. მერკელს ყველა სახსარი გამოეცალა.
მისი წარუმატებლობა ამით არ დასრულებულა. არასწორი ფინანსური გათვლები და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კი ყველაფერს ართულებდა.
2007 წლის მდგომარეობით მერკელს 12.8 მილიარდი დოლარი ჰქონდა, 2008 წლის დეკემბერში კი 9.2 მილიარდი. მისი დანაკარგი 3.6 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
გამოსავალი ერთ დროს ძლევამოსილმა მილიარდერმა ბანკებისგან სესხის აღებაში იპოვა. მერკელმა რამდენიმე მსხვილ ბანკთან, სესხის მიღების შესახებ, ხელშეკრულება გააფორმა, მათ შორის ჩომმერზბანკ AG, Group PLC, Deutsche Bank AG, შოტლანდიის სამეფო ბანკთან და Landesbank Baden-Wterttemberg - ის სახალხო ბანკთან.
ის სახიფათო თამაშს თამაშობდა. მან თავადაც იცოდა, რომ ვერ მოახერხებდა თანხების უკან დაბრუნებას და ვალებიდან თავის დაღწევას.
ბანკებს აშინებდათ ის ფაქტი, რომ მერკელი გაკოტრდებოდა და კრედიტორებს ხელცარიელებს დატოვებდა. მას კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, რომ ფინანსური დანაკარგებისათვის თავი დაეღწია, როდესაც დეკემბრის ბოლოს ბანკებმა ის კიდევ ერთხელ დააფინანსეს. მერკელს თანხა საშობაოდ უნდა დაებრუნებინა. გერმანული Fინანციალ თიმეს- ის ცნობებზე დაყრდნობით, მას ბანკები 400.000.000 დოლარით დაეხმარნენ.
მერკელმა ვერ მოახერხა მათი დაბრუნება. ბანკები ითხოვდნენ, რომ მას HeidelbergCement, Ratiopharm and Phoenix Pharmahandel - ის აქციები გაეყიდა.
სამწუხაროდ, მერკელმა გამოსავალი თვითმკვლელობაში იპოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწევა მის კრედიტორებს.


ირმა ზარნაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48