ბენდუქიძე ბორჯომში ორ ყველაზე დიდ შენობას ყიდულობს? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ბენდუქიძე ბორჯომში ორ ყველაზე დიდ შენობას ყიდულობს?
ნანახია: 649

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი სამოქმედო გეგმა "დიდი პრივატიზაციაა", იყიდება ყველაფერი... ტყეები, მდინარეები, სანაპიროები, შენობა-ნაგებობები და ა.შ. ამაში თითქოს ცუდი არაფერია, ლიბერალური ეკონომიკა თუ გვინდა, კერძო საკუთრებაში უფრო მეტი ქონება უნდა იყოს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამ ობიექტების შესყიდვა არ შეუძლია და ამ ყველაფრის მეპატრონეები მხოლოდ ერთეულები ხდებიან, ან სულაც ქართველები არ არიან. საქართველოში "დიდი პრივატიზების" შედეგად ბორჯომის რაიონში, ქალაქის ცენტრში მდებარე ყველაზე დიდი შენობა იყიდება, 3 სართულიანი #1 საშუალო სკოლა და მასთან მდებარე 9 სართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სადაც გამგეობის, საკრებულოს და სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებია განთავსებული.
ბორჯომის რაიონის მოსახლეობის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მალე ქ. ბორჯომის ცენტრში მდებარე გამგეობის შენობა, მის გვერდით მდგარი #1 საშუალო სკოლა და მუსიკალური სკოლის შენობები გაიყიდება. ქ. ბორჯომის მოსახლეობის განცხადებით, ამ შენობების შესყიდვით კახა ბენდუქიძე დაინტერესდა და აღნიშნული შენობების ტერიტორიაზე სასტუმროს გახსნას გეგმავს.
ამ ფაქტის გახმაურებას ბორჯომის რაიონის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სკოლის მასწავლებლები რაიონის გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ. #1 სკოლის მოსწავლეების მშობლები კი პროტესტს გამოთქვამდნენ. "საქართველოში ხელისუფლების მიერ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი შვილების სწავლა-განათლების ხარჯზე. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქალაქის ცენტრის მაგივრად ჩვენს შვილებს გარე უბანში, საცხოვრებელი სახლიდან შორს მოუწიოთ სკოლაში სიარული. მათ უნდათ, რომ მხოლოდ ტურისტების მომსახურება გახდეს ჩვენი შვილების მომავალი საქმიანობა?" - აცხადებენ ჩვენთან საუბარში ქალაქის მაცხოვრებლები. შედგა თუ არა შეხვედრა მასწავლებლებსა და ბორჯომის რაიონის გამგებელთან, გაიყიდება თუ არა სკოლის შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, ამის შესახებ "ბანკები და ფინანსები" ბორჯომის რაიონის #1 სკოლის დირექტორს ჯულიეტა ჯინჯოლავას დაუკავშირდა.
"ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გვქონდა. მათ გვითხრეს, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სკოლა არ გაიყიდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი საკითხი დღეს საერთოდ არ განიხილება. ამ ჭორს საფუძველი ბორჯომის რაიონში მეორე და მესამე სკოლების გაერთიანებამ მისცა. რადგან ჩვენს სკოლას რაიონის ცენტრში მომგებიანი ტერიტორია უჭირავს, ვარაუდობდნენ, რომ გაიყიდებოდა, მაგრამ ბორჯომის რაიონის სკოლები გაერთიანების შემთხვევაში მოსწავლეებს ვერ დაიტევს".
"ბანკები და ფინანსებთან" საუბარში ბორჯომის რაიონის გამგებელი, არჩილ მიქელაძე აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით არცერთი შენობა არ გაყიდულა. "სკოლა განათლების სამინისტროს ეკუთვნის, გამგეობის შენობა კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. განათლების სამინისტროს მხრიდან ოპტიმიზაცია მოხდა და ამის შედეგად მეორე და მესამე სკოლები გაერთიანდა. გათავისუფლებული სკოლის შენობა ჯერ არ ვიცი რითი დაიტვირთება, ამ დროისთვის დაკეტილია".
ჯერ არ გაყიდულა, მაგრამ მალე გაიყიდება ბორჯომის რაიონის გამგეობის შენობა, რომელშიც კომერციული ფართებიცაა განთავსებული. როგორც მაღაზიების და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ დეკემბრამდე შენობის დაცლა მოსთხოვეს, რადგან შენობა გასაყიდად უნდა გაიტანონ.
ბორჯომის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ქურდაძის განცხადებით შენობა აუქციონზე ჯერ არ არის გამოტანილი. ზუსტად როდის გაიყიდება შენობა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. "არის საუბარი ჭორის დონეზე, რომ ადმინისტრაციული შენობა გაიყიდება. სკოლის გაყიდვის საშიშროება კი არ არსებობს. ქალაქის ცენტრში არსებული 9 სართულიანი შენობა, სადაც გამგეობა და საკრებულო მხოლოდ 3 სართულზეა განთავსებული. დანარჩენი ფართი კი კომერციულ და სხვა ორგანიზაციებს უკავია, უფრო ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის სრულიად საკმარისი იქნება 2 სართულიანი შენობა თუ აშენდება. უკვე გათავისუფლებული მეორე სკოლის შენობაც, ალბათ, გაიყიდება".
"ბანკები და ფინანსები” ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ბორჯომის რაიონის გამგეობის შენობის პრივატიზება არ იგეგმება.
"ბ&ფ" თვალს მიადევნებს ბორჯომში მიმდინარე პროცესებს და მათ შესახებ მოსახლეობას აუცილებლად აცნობებს. ფაქტია, რომ ქალაქის ადმინისტრაციული შენობის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილია და მისი მყიდველი რამდენად შეეგუება 20 მეტრში სკოლის არსებობას, მომავალი აჩვენებს. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, რაიონის მოსახლეობის განცხადებით ამ შენობებით დაინტერესებას კახა ბენდუქიძე გამოთქვამს, მართალია ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება ჯერ-ჯერობით არ ხდება, თუმც, როგორც იტყვიან - "კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება".

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48