ახალი საკანონმდებლო ინიციატივა “მცირე ბიზნესის შესახებ” » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ახალი საკანონმდებლო ინიციატივა “მცირე ბიზნესის შესახებ”
ნანახია: 559

დღეს, "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის” ოფისში “მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა კოხრეიძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე უძღვებოდნენ.
ასოციაციის წევრების განცხადებით, საქართველოში დღემდე არსებული ყველა პროექტი იყო არასწორი, რადგან კომერციული საფინანსო ინსტიტუტების გვერდის ავლით შეუძლებელი და ამავე დროს დაუშვებელია სახელმწიფომ გამოავლინოს კარგი ბიზნესპროექტი, აწონოს რისკები და დაითვალოს პოტენციური ამონაგები.
საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო პოლიტიკის შემუშავებით და გატარებით თუ ხერხდება მცირე ბიზნესის პოტენციალის ამოქმედება.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ სახელმწიფოს როლის გაზრდას ითველისწინებს. იგი მიზნად ისახავს ნაციონალურ და რეგიონულ დონეზე ეკონომიკური პროგრამების მიზნობრივად წარმართვას და მონაცემთა ზუსტი ბაზის უზრუნველყოფას. "მცირე ბიზნესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს:
1. მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
2. ყოველწლიური საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი მოცულობის 2%-ის გამოყოფას აღნიშული გეგმის განხორციელებისთვის.
3. საჯარო სამართლის დამოუკიდებელი იურიდიული პირის "მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის“ შექმნას.
4. ბიზნესის განვითარების ცენტრების დაფუძნებას რეგიონებში.
5. კომერციული საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით კერძო სექტორისთვის კრედიტ-გარანტიების მექანიზმების დანერგვას.
6. სწავლების, ტრენინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზებას.
7. სახელმწიფოსთან ეფექტური დიალოგის საფუძვლების შექმნას და ა.შ.
მცირე ბიზნესი შესაძლებელია ჩაითვალოს პრიორიტეტულ მიმართულებად, მაგრამ ეს პრიორიტეტულობა არ უნდა გადაიზარდოს ისეთ მანკიერ ტენდენციებში, რამაც შესაძლოა დანერგოს დამატებითი შეღავათების მიღების მოტივაციით მსხვილ საწარმოთა დაშლის პრაქტიკა.
მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაადასტურა, რომ მცირე ბიზნესი ეკონომიკური აქტივობის ყველაზე მობილური სეგმენტია და იგი მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც სიღარიბის დაძლევის, ისე განსაკუთრებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ასეთი მარეგულირებელი აქტივების კრებული, რომლის ძირითადი ხაზი, სწორედ მცირე ბიზნესის შესახებ კანონი უნდა გახდეს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48