თბილისში არსებულ სავაჭრო ცენტრებში ფართის ნახევარი ცარიელია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : თბილისში არსებულ სავაჭრო ცენტრებში ფართის ნახევარი ცარიელია
ნანახია: 850

კომერციული ფართი დღეს ძვირად ფასობს. თუმცა მათი რაოდენობა, დღითი-დღე მაინც იზრდება. ბაზრობებისა და საკოლმეურნეო ბაზრების ადგილს უკვე თანამედროვე სავაჭრო ცენტრები იკავებენ. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მალე თბილისში ბაზრობები აღარ იქნება და მათ თანამედროვე სტილის კომპლექსური სავაჭრო ცენტრები შეცვლის. ქვეყანაში პირველი სავაჭრო ცენტრები თბილისის ყველაზე აქტიურ უბნებში _ დიდუბეში და ვაგზლის მოედანზე გაჩნდა. მოგვიანებით, ცენტრების მშენებლობა გარეუბნებშიც დაიწყეს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სავაჭრო ცენტრების აშენებამ და შემდეგ ფართობების გაყიდვამ თუ გაქირავებამ ამ საქმის ნოვატორებს დიდი მოგება მოუტანა. უდავოა, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად მოთხოვნა კომერციულ ფართებზე მომავალში კიდევ უფრო მოიმატებს, ამიტომ ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორებიც მზად არიან კაპიტალი მომგებიან ბიზნესში ჩადონ. კომერციული ცენტრების შეძენა მსხვილმა უცხოურმა კომპანიებმაც აქტიურად დაიწყეს, თუმცა მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა და დღეისათვის თბილისში არსებულ სავაჭრო ცენტრებში ფართის ნახევარი ცარიელია.
მიუხედავად ასეთი ვითარებისა, პირველ ოქტომბრიდან საცალო ბაზარს საბურთალოზე კიდევ ერთი "აქსის შოპინგ ცენტრიც" შეუერთდა, რომლის ფართობის 60% ჯერ კიდევ ასათვისებელია. კომპანიის წევრები იმედოვნებენ, რომ თვის ბოლომდე ცარიელი ფართობი მთლიანად შეივსება, „შოპინგ ცენტრში“ მაღაზიების გარდა საოფისე ფართებიც იქნება განთავსებული. კვადრატული მეტრის ქირაობა კი 20 დოლარიდან იქნება შესაძლებელი, რაც ბაზარზე ყველაზე მინიმალური ფასია. სავაჭრო ცენტრში ერთ_ერთი პირველი ბრენდი იტალიური ტანსაცმლის მაღაზია "პრენატალია", რომელსაც ბიზნესის განვითარების დიდი იმედები აქვს.
სავაჭრო ცენტრის ინვესტირებისთვის "აქსისმა" 350 ათასი დოლარი დახარჯა. გიორგი კაპანაძის განცხადებით, კრიზისის მიუხედავად, "აქსისს" მშენებლობები არ შეუჩერებია და კრიზისის შემდგომ პერიოდში კომპანიამ მოახერხა და 104 სართული ააშენა. მისივე განმარტებით, დასრულებულია ვაჟა ფშაველას გამზირზე ოფის ცენტრის, ხოლო ყაზბეგის გამზირზე შოპინგ ცენტრის მშენებლობა.
რაც შეეხება "თბილისი მაგისტრალის" სავაჭრო ცენტრს, აქ ფართობის მხოლოდ 60%-ია ათვისებული. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის ალექსანდრე რეტიშვილის თქმით - "მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ფართზე მაღალი ფასების გამო, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ 50%-ით მაინც შეგვემცირებინა ფასები და აგვერჩია ხელისშემწყობი პოლიტიკა, რამაც შედეგი გამოიღო და 6 ახალი კომპანია დაგვემატა."
"ა" კლასის სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ 120–მდე მაღაზია, სწრაფი კვების ობიექტები და დასასვენებელი კომპლექსები განთავსდება. „თბილისი ცენტრალის“ მშენებლობა 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 30 მილიონი დოლარია და მასში როგორც ქართული, ისე უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. ოქტომბერში სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" 15 ახალი ბრენდი გამოჩნდება.
რაც შეეხება "ჯი_თი_სის" სავაჭრო ცენტრს, როგორც ცენტრში აცხადებენ, ფართების გაქირავების მხრივ პრობლემა არა აქვთ, რადგან მთლიანად შევსებულია. მაგრამ მიუხედავად ამისა ფასების 25%-ით დაწევა აქაც მოუწიათ. "ჯი თი სი"-ში ტანსაცმლის, ელექტროტექნიკის, პარფიუმერული, სათვალეების და სხვადასხვა აქსესუარების მაღაზიებია. აქვეა წარმოდგინილი სხვადასხვა მოდელის ავტომობილები.
დიდუბეში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში" კი აცხადებენ, რომ კრიზისის გავლენას ისევ განიცდიან. მენეჯმენტის განმარტებით გაყიდვები 50%-ით არის შემცირებული. სავაჭრო ცენტრში არსებული პავილიონები ქირავდება, თუმცა დაქირავების მსურველი არ ჩანს. აქვე შეგახსენებთ: "მეგალაინში" საგადასახადო სამსახურის შემოწმების შედეგად დალუქული მაღაზიების ნაწილი ამ დრომდე დალუქული რჩება. გაყიდვების მაჩვენებელი არც ვაგზლის მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "პასაჟში" გამოსწორებულა და რეალიზაცია 30%-ით არის შემცირებული. "პასაჟში" საგადასახადო სამსახურის შემოწმების შედეგად დალუქული მაღაზიების ნაწილი გაიხსნა, ნაწილი კი ისევ დალუქულია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავლად არის სავაჭრო ცენტრები და მათ რაოდენობა დღითი-დღე იზრდება, ფართობის უმეტესობა ან აუთვისებელია ან დალუქული, რაც დიდ პრობლემას უქმნის არსებული სავაჭრო ცენტრების მფლობელებს. კრიზისული პერიოდის გამო კი ბიზნეს კომპანიები გაფართოებას ჯერ კიდევ ერიდებიან რადგან პოსკრიზისული გაყიდვები კვლავაც დაბალია.

ირინე დეისაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48