მილიარდერი ბიზნესმენი საქართველოში ბიზნესს იწყებს?! » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მილიარდერი ბიზნესმენი საქართველოში ბიზნესს იწყებს?!
ნანახია: 790

"გამდიდრების ერთადერთი წესი - რეალიზმი და უკიდურესი პატიოსნებაა. უნდა დაშორდეთ ილუზიების სამყაროს, რომელიც მხოლოდ ჟურნალების გვერდებზე და ტელევიზორების ეკრანებზე არსებობს. ყველაფერი არც თუ იმდენად იოლია, როგორც თქვენ გარწმუნებენ. ცხოვრება - ხისტი რამ არის და ადამიანები სერიოზულ ტრავმებსაც ღებულობენ. ამიტომ, თუ გსურთ მოიგოთ, უნდა იყოთ კაჟივით მაგარი და მუდმივად მზად იმისათვის, რომ იდაყვითა და მუშტით გაიკვლიოთ გზა." - ასეთი ხედვა აქვს ამერიკელ მილიარდერ ბიზნესმენს, უძრავი ქონებისა და მშენებლობის დეველოპერ დონალდ ტრამპს.

დონალდ ტრამპის იმპერია

დონალდ ტრამპი - არაორდინარული კაცი, მილიარდერი, რისკიანი და ამის გამო მრავალჯერ გაკოტრებული, წიგნების ავტორი და ტელევიზიაში საავტორო პროგრამის წამყვანი, მშრომელი, ნაპოლეონის მსგავსად დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი საათი სძინავს, დანარჩენი ოცი - მუშაობს, გეგმებიც ნაპოლეონისეული აქვს.
მისი ისტორია არასტანდარტულია. ის არ იყო ღარიბი ბიჭი, რომელიც ოცნებობდა სიღარიბისგან თავის დაღწევას. ტრამპი დაბადებიდანვე მილიონერი იყო. მამა - ფრედ ტრამპი, მშენებლობის მაგნატი იყო, რომელიც ნიუ-იორკში საცხოვრებელ სახლებს აგებდა. ფრედი წარმატებული მშენებარე იყო, თუმცა ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტდა. მკაცრმა, წესიერმა და ამავდროულად აკურატულმა ფრედიმ თავისი ქონება 20 მილიონ დოლარამდე გაზადრა, ხოლო მისმა ვაჟმა, ოჯახი მილიარდების მფლობელი გახადა. განთქმულ ჟურნალ Forbes-ის რეიტინგში 63 წლის დონალდ ტრამპი 1,6 მილიარდით 450-ე ადგილზე იმყოფება.
ტრამპმა საკუთარი სახელი უწოდა თავის ორგანიზაციას, სასახლეს და მის მიერ შექმნილ ინსტიტუტს. ის ფლობს აშშ-ში უმსხვილეს კომპანიას Trump Organization და სამშენებლო კომპანიას Trump Entertainment Resorts, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმსხვილეს სამორინეებსა და სასტუმროების ქსელებს მართავს. დონალდი დღეს ატლანტიკ-სითიში ყველაზე მსხვილი კაზინოთა ქსელის მეპატრონეა. კაზინოს აშენებას ადგილობრივმა თვითმმართველობამაც შეუწყო ხელი, ვინაიდან დონალდმა პირველმა შეიტყო, რომ იმ ადგილებში მეორე ლას-ვეგასის აშენება იგეგმებოდა, მიწის ფასები კი გაცილებით დაწეული იყო. შემდეგ ტრამპმა მდინარის გასწვრივ „ტრამპ კომლექსის“ მშენებლობა დაიწყო. მას ასევე ეკუთვნის ფართები 44 სართულიან მრავალფუნქციონალურ ცათამბჯენში „ნიუ-იორკის საერთაშორისო ჰოტელი და ტრამპის კოშკი“. მისი საკუთრებაა მანჰეტენზე, რამდენიმე მილიონი კვადრატული მეტრის ფართიც და აშშ-ს უძრავი ქონების ბაზრის მთავარი ფიგურაა. ტრამპის უსაყვარლესი სპორტის სახეობა - გოლფია, ამიტომ იგი გოლფის მინდვრის მფლობელია.
ბიზნესის გარდა დონალდ ტრამპს საავტორო რეალითი შოუც აქვს - სახელწოდებით „ახალბედა," სადაც უმუშევარ ადამიანებს ტრამპის კომპანიაში დასაქმების შანსი ეძლევათ. შოუ „ენ ბი სი" - ს ეთერში 2004 წლიდან გადის. მილიარდელი ბიზნესმენი რამდენიმე წიგნის ავტორიც არის, მათ შორისაა: „როგორ გავხდეთ მდიდარი".
„ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი წარმატებაა, ჩემი წარმატებისა და პოპულარობის მიზეზი კი, ის არის, რომ ვიჭერ დროს", –აცხადებს ტრამპი.

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა იზრდება

2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ ქვეყანაში შავი ზღვის საკურორტო ზოლის ინფრასტრუქტურის განვითარებამ უძრავი ქონების ბაზარი მიმზიდველი გახადა. საქართველოს მთავრობამ ბათუმისა და აჭარის სხვა კურორტების განვითარება მთავარ პრიორიტეტად აირჩია. სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციების ზრდას უცხოელ ინვესტორთა გააქტიურება მოჰყვა და ამან დადებითად იმოქმედა ფასებზე.
შავი ზღვის საკურორტო ზოლში მიმდინარე წელს მშენებარე სახლებში 1 კვადრატული მეტრის ფასი 500 დოლარიდან 1500 დოლარამდე გაიზარდა. არსებობენ კომპანიები, რომლებიც პრესტიჟულ ადგილას მშენებარე საცხოვრებელ სახლებში 1 კვადრატულ მეტრს 3 000 დოლარადაც ყიდიან. ბათუმის ცენტრში სახლების მშენებლობა-რეკონსტრუქცია გასული საუკუნის დასაწყისში ინგლისელების მიერ დაპროექტებული შენობების იდენტურად მიმდინარეობს.
თუმცა, ამჟამად რეგიონში არსებული დაბალი ხარისხის მომსახურების გაუმჯობესებას კონკურენციის გაზრდა სჭირდება. ამისათვის, რასაკვირველია, საქართველოში ის კომპანიები უნდა შემოვიდნენ, რომლებსაც სასტუმროების ქსელის ცნობილი ბრენდები აქვთ.

საქართველო ტრამპის ინდუსტრიის ნაწილი ხდება

საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად შეუდგა ინვესტიციების მოზიდვას და მსოფლიოს დედაქალაქების შემდეგ მილიარდელი დონალდ ტრამპი სასტუმროების ქსელს თბილისშიც ააშენებს. ტრამპის კორპორაციის ინტერესის სფეროში თბილისის ცენტრი, საქანელას ქუჩა და ვარდების მოედანი მოხვდა. აქ ამერიკელი მილიარდელი თანამედროვე ბიზნეს–ცენტრებს და საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. ტრამპის პარტნიორი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია".
"სილქ როუდ ჯგუფის" მფლობელობაშია შპს "აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V". აჭარის მთავრობასა და ყაზახ ინვესტორებს შორის 2006 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება 2010 წლამდე რეგიონში 21 ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებდა. დღეისათვის კი აჭარაში მხოლოდ ერთი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს და 2011 წლის ბოლომდე ბათუმში, სასტუმრო "მედეას" ყოფილ ტერიტორიაზე სასტუმრო "რედისონი" გაიხსნება. ხელშეკრულების თანახმად, "აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V"-ს ბათუმში, ქობულეთსა და მწვანე კონცხზე არსებული ობიექტები პირდაპირი მიყიდვის წესით 17 მლნ დოლარად გადაეცა. აქედან, ნასყიდობის ღირებულებამ 4 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო შენობებიდან გამოსახლებული დევნილების კომპენსაციას 13 მილიონი დოლარი მოხმარდა. რადგან "აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V" აღებულ ვალდებულებას 2010 წლამდე ვერ შეასრულებდა, ქართულმა მხარემ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და ვადა უკვე 2015 წლამდე გაუხანგრძლივა.
3-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ქართველ პარტნიორ "სილქ როუდ ჯგუფთან" ნიუ-იორკში მემორანდუმი გააფორმა. ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენელი მაიკლ კოენი ამბობს: "საქართველოში ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე მდებარე "ტრამპ-თაუერის" ანალოგი აშენდება. მემორანდუმის თანახმად, პროექტები განხორციელდება თბილისში, ბათუმსა და ბობოყვათში. დედაქალაქში დაგეგმილია საქანელას ქუჩის და ვარდების მოედნის რეკონსტრუქცია, ხოლო ბათუმში - სასტუმროს მშენებლობა. სასტუმროს სახელად "ტრამპი" დაერქმევა და ქართველი ხალხი მალე დაინახავს, რომ ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის სასტუმრო აშენდება."
თბილისის შემდეგ იქნება ბათუმიც. ტრამპმა ჯერ არ იცის, რა პროექტებს განახორციელებს აჭარაში, თუმცა ამბობს, რომ მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ტრამპის კორპორაცია საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციას ჩადებს. პროექტები, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს დონალდ ტრამპმა „ტრამპ თაუერში" მიხეილ სააკაშვილთან განიხილა.
საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომლითაც მილიარდელი დაინტერესდა და სადაც უახლოეს მომავალში „ტრამპ თაუერი" აშენდება.
საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ ტრამპის ინვესტიცია სხვა ცნობილი ბიზნესმენებისთვის სიგნალი იქნება, რათა კაპიტალდაბანდება საქართველოში განახორციელონ. დონალდ ტრამპი ინვესტიციას თბილისსა და ბათუმში ჩადებს. ორივე ქალაქის მერი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებას ქალაქის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას გარდა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48