სად და რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ "ნახმარი" მანქანა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : სად და რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ "ნახმარი" მანქანა
ნანახია: 8149

სად და რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ "ნახმარი" მანქანა

საქართველოში საკმაოდ აპრობირებულია მეორადი ავტომობილების ბიზნესი, რომელსაც როგორც სხვადასხვა ფირმები, ასევე ინდმეწარმეები ახორციელებენ. საქართველოში მეორადი მანქანები ძირითადად გერმანიიდან, იაპონიიდან და ამერიკიდან ჩამოყავთ. ტრანსპორტირება საქართველომდე ძირითადად ორი გზით ხორციელდება: საზღვაო და სახმელეთო. ძირითადად ტრანსპორტირება მაინც ზღვით ხდება. ქართულ-გერმანული საკონტეინერო ფირმა უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების, ასევე სხვა სახის ტვირთების გადაზიდვას ამიერკავკასიის რეგიონში (ფრანკფურტი-ფოთი). ტვირთის ფასი მის წონასა და მოცულობაზეა დამოკიდებული. ავტომობილი (PKW) -600 EUR; მიკროავტობუსი/ჯიპი-1200 EUR-დან; ფოთის პორტის მომსახურების ფასები შეადგენს დამატებით PKW-200 GEL; მიკროავტობუსი/ჯიპი -350 GEL; ამ ფირმის მომსახურებაში აგრეთვე შედის ავტომობილების ყიდვაში დახმარება,ავტომობილების ტრანსპორტირება ფოთამდე (გასაგზავნი ავტომობილი შეიძლება იყოს დატვირთული), საბაჟო ფორმალობების მოგვარება, სასაწყობო ფართით სარგებლობა, აგრეთვე შესაძლებელია ამანათის გაგზავნა ფოთამდე(ფრანკფურტის პორტამდე ტრანსპორტირება: 50 კმ-500კმ შესაბამისად 50EUR-300EUR)საზღვაო ტრანსპორტირება ხორციელდება აგრეთვე შემდეგი კომპანიების დახმარებით:MAERSK LINE, მ/სც, Hapag-Lloyd და ZIM.ნეწ ჯერსეყ-ს პორტიდან საზღვაო ტრანსპორტირება ერთეულ ავტომობილებზე საქართველოში საპორტო ქალაქამდე(ფოთი, ბათუმი) 950$-დან 1150$-მდე. თუ ავტომობილის ღირებულება არ აღემატება 20 000%-ს საშუამავლო მომსახურების ღირებულებაა 600$(შედის ამერიკელი პარტნიორების მომსახურების ღირებულებაც); 20 000$-დან 30 000$ -მდე შეადგენს 1000$; 30 000%-დან 80 000%-მდე 1500%. ერთეული ავტომანქანის ჩამოყვანის ხარჯები შეადგენს:შიდა სახმელეთო ტრანსპორტირება(ევროპის კონტინენტზე) 1კმ 1 EUR (მინ 100 EUღ);საზღვაო ტრანსპორტირება საქართველოს საპორტო ქალაქამდე 600 EUR; საშუამავლო საკომისიო 300 EUR; სხვადასხვა ფირმას თუ ავტოდილერს ავტომანქანები სხვადსხვა ქალაქებიდან ჩამოჰყავთ. აუტოლინე-ს მანქანები ძირითადად ამერიკიდან და იაპონიიდან ჩამოყავს (ზღვით ტეხასიდან და კალიფორნიიდან).
ავტომანქანის განბაჟების თანხა დამოკიდებულია რამდენიმე კომპონენტზე: ავტომობილის წლოვანებაზე, ძრავის მოცულობაზე, კოეფიციენტზე, ფიქსირებულ გადასახადზე, საბაჟო გადასახადზე, მოსაკრებელზე, ნომრებზე.
მომხმარებელს მანქანის შეძენას ბანკები განვადების მეშვეობით უადვილებს. საქართველოში არსებული ბანკები მომხმარებელს ავტოგანვადებაზე განსხვავებულ პირობებს სთავაზობს. ავტოგანვადების მისაღებად საჭიროა სტაბილური შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი და პირადობის მოწმობა.
"საქართველოს ბანკის" "ავტო+"-ის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილების შეძენა თვეში 97%-დან. ბანკი თბილისში მოქმედ ყველა ავტოდილერთან თუ ავტომობილების ბაზრობებთან თანამშრომლობს. "ავტო+"-ი შემდეგ პირობებს გვთავაზობს: სესხის თანხა 1000 ლარიდან უნდა იწყებოდეს, სესხის პერიოდი 3-დან 120-თვემდეა, საპროცენტო განაკვეთი კი 0%-დან 26%-მდე, ყოველთვიური შემოსავალი 550 ლარიდან უნდა იწყებოდეს, თანამონაწილეობა 20%.
"ბაზისბანკი" და HYUNDAI-ს წარმომადგენლობა საქართველოში ავტომანქანის განვადებით შეძენის შემდეგ პირობებს გვთავაზობს: თანამონაწილეობის მოცულობა %-ით განისაზღვრება, საპროცენტო განაკვეთი 6%-დან 26%-მდეა, განვადების ვადა 12-72 თვეს მოიცავს, მანქანის შეძენის მსურველის შემოსავალი მინიმუმ 400 ლარი უნდა იყოს. 30 %-იანი და მეტი მოცულობის თანამონაწილეობის შემთხვევაში, შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი არ მოითხოვება. "ბაზისბანკისა" და HYUNDAI-ს წარმომადგენლობის პარტნიორია სადაზღვევო კომპანია "ირაო", რომელიც "ბაზისბანკის დახმარებით" ავტომანქანის განვავდებით შეძენისას მომხმარებელს შემდეგ მომსახურების პაკეტს სთავაზობს: 4 %-იანი სასკო, მესამე პირისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება 6 თვის განმავლობაში 3000%-ის ოდენობით.
"თიბისი ბანკი" ავტოგანვადებას როგორც ახალ, ასევე მეორად ავოტომობილებზე ახორციელებს, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც აქვთ სტაბილური ფიქსირებული შემოსავალი მინინმუმ 450 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი 20%, სესხის ვადა 1-დან 60 თვემდე, თავდაპირველი შენატანი თანხის 40%, თანამსესხებელი, თანამონაწილეობა არ მოითხოვება. თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგთან. ავტომნქანის განვადებისას, თუ უზრუნველყოფის ობიექტი მანქანაა, იგი აუცილებელი წესით უნდა დაიზღვეს სესხის მოქმედების განმავლობაში. დაზღვევის თანხის მოცულობა ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შესაბამისი უნდა იყოს. საპროცენტო განაკვეთი 4,5%, სტანდარტული პაკეტი.
ბანკ "რესპუბლიკაში" ავტოგანვადება შემდეგი პირობებით ხორციელდება: მინიმუმ 12 თვე სამუშაო გამოცდილება, (უწყვეტად). ერთი მსესხებლის შემთხვევაში 500 ლარი, თანამსესხებლის შემთხვევაში 1000 ლარი. თანხის მაქსიმალური მოცულობაა 100 000 ლარი ან 60 000 USD/EUR; განვადების მაქსიმალური ვადა ლარის შემთხვევაში 3 წელია, USD/EUR -ს შემთხვევაში 6 წელი; თანამონაწილეობა 40 %; თუ თნხა 40 000$-ზე ან ეკვივალენტზე ნაკლებია, გირაოში იდება შეძენილი ავტომობილი, 40 000%-ზე მეტის შემთხვევაში იდება შეძენილი ავტომობილი და უძრავი ქონება. 20%-იანი თანამონაწილეობა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ გირაოს შეძენილი ავტომობილი და უძრავი ქონება წარმოადგენს.; წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0%-დან 18%-მდე. პირველადი შენატანის მოცულობა პიროვნების შემოსავალზეა დამოკიდებული. დაზღვევას ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია "იმედი" ახორციელებს. ავტოდაზღვევა 3%-დან. ბანკი "რესპუბლიკა" სარგებლობს ფასდაკლებით შემდეგ ავტომობილებზე: Volkswagen, Mitsubishi 3%-იანი ფასდაკლებით. Kia, Peugeot, Shkoda, Audi, SG, Renault, Hyundai (გარდა getz და i-30) 4%-იანი ფასდაკლებით.
საქართველოში მოქმედი ავტოდილერების და ფირმების უმეტესობის განცხადებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ, არსებული მსოფლიო კრიზისის ფონზე, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა 30%-35%-ით შემცირდა. "autolaine"-ს განცხადებით მეორად მანქანებზე ფასებმა დაიწია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ზოგიერთი დილერის აზრით, შემცირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ავტომობილის განვადებით შეძენა გართულდა, მოიმატა პროცენტებმა და არ გაიცემა ავტომობილზე სესხები იმ მასშტაბით, როგორც ადრე. თუმცა უმეტესი ბანკების წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ამის მიზეზი არა არის.


დოდო შენგელია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48