ნანახია: 503
ბათუმში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია იყიდება. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 14 მილიონ 500 000 დოლარია. დაინტერესებულ პირთა განაცხადები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 1 სექტემბრის 13 საათამდე მიიღება. აუქციონი ამავე დღეს, 17 საათზე გაიმართება. ამასთან, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე ინტერესთა გამოხატვა 15 ივნისს გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს, შესაბამისად, ქვეყანა მთლიანად იმპორტირებულ ნავთობ პროდუქტებზეა დამოკიდებული. "მზარდი მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე, ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ქმნის საფუძველს ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის არსებობისთვის", - აცხადებენ კორპორაციაში.
|