ნანახია: 538
"ჰიპ–ჯორჯია" თავის ხაშურის საწარმოს ყიდის და საქართველოდან მიდის
ხილის კონცენტრანტების უმსხვილესი კომპანია "ჰიპ ჯორჯია" მის საკუთრებაში არსებული ხაშურის საწარმოს გაყიდვას აპირებს. ქარხანა რვა ჰექტრამდე მიწის ფართობს მოიცავს. პროექტში რვა მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო. ქარხნის გაყიდვა მისი დიდი წარმადობის გამო გადაწყდა, რადგან მისთვის ნედლეულის მოძიება უჭირთ. ამასთან, კომპანიას საკუთრებაში აქვს აგარის ქარხანა. "ჰიპ ჯორჯია" კონცენტრანტისათვის ვაშლს მესხეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ყიდულობს, ნაწილს კი შიდა ქართლის მოსახლეობისგან იბარებს. ვაშლის მოსავალი წელს შარშანდელზე 20 პროცენტით ნაკლებია. შეგახსენებთ, აგარის საწარმო "ჰიპ ჯორჯიამ" 2009 წელს 3,5 მილიონად იყიდა. ქარხანა საქართველოდან გაქცეულ ბიზნესმენს გოჩა ძასოხოვს ეკუთვნოდა და სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების მიზეზით აუქციონის წესით გაიყიდა.
|