"გაყიდე მანქანა და იყიდე "ოპელი" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "გაყიდე მანქანა და იყიდე "ოპელი"
ნანახია: 3711

უკანასკნელ წლებში ავტომობილის შეძენის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. გაიოლდა მისი შეძენის გზებიც. ამას ხელს უწყობს ქართული თუ უცხოური სპეციალიზებული ინტერნეტგვერდები, სადაც შესაძლებელია სასურველი მოდელის შერჩევა და შემდეგ მისი შეძენა. გარდა ამისა მრავალფეროვანი არჩევანია მანქანების ბაზრობაზეც, სადაც მეორადი ავტომობილები იყიდება. რაც შეეხება სპეციალურ სავაჭრო ცენტრებს, ავტოსალონებსა და კონკრეტული მარკის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მათი რაოდენობა საქართველოში არც ისე დიდია. საქართველოში ავტომობილები ძირითადად სამი ქვეყნიდან - გერმანიიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან შემოდის. განსაკუთრებული პოპულარობით მაინც გერმანული მანქანები სარგებლობს, რადგან გერმანია ავტომობილების წარმოების ლიდერად ითვლება მსოფლიოში. ავტობაზარზეც მათი სიმრავლე შეინიშნება.
ქართველების სწრაფვა ავტომობილებისადმი არ ახალია, თუმცა მანქანა უკვე ნამდვილად აღარ არის მხოლოდ ფუფუნების საგანი, ის თანამედროვე ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, შეჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ავტომობილის შესაძენად ცნობილი ბრენდების ავტოსალონებს ვერ სტუმრობს. ისინი უმთავრესად მანქანების ბაზრობის მომხმარებლები არიან, სადაც მეორადი მანქანები იყიდება. ეს კი თავის მხრივ მანქანების ბაზრობის წარმატებას განაპირობებს. აქ ხელმისაწვდომ ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ საოცნებო BMW, "მერსედესი" თუ ნებისმიერი სხვა მარკის მანქანა. საქართველოში მცხოვრებ მანქანის შეძენის მსურველ ადამიანებს, ეკონომიკური პრობლემების გამო, შესაძენი ავტომობილისადმი ბევრი მოთხოვნა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად იაფი შესანახია ავტომანქანა და როგორ მოერგება ის ქართულ რეალობას. იგულისხმება ქვეყანაში არსებული ცუდი გზები და საწვავის მაღალი ფასი. მეორადი მანქანების ბაზარზე ყვალაზე გაყიდვადი `ოპელის~ ფირმის მანქანაა. "ოპელი" საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანზეა გათვლილი. ის ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და პოპულარობა ჯერაც არ დაუკარგავს.
Adam Opel GmbH (ცნობილი როგორც ოპელ – ოპელი) არის გერმანული ავტომარკა, რომელიც "ჯენერალ მოტორს" - ის ერთ-ერთი ნაწილია. "ოპელი"–ს მარკის ავტომობილების წარმოება 1899 წლით თარიღდება. ამ წელს მხოლოდ 11 ავტომობილი იქნა გამოშვებული. 1929 წელს ის "ჯენერალ მოტორს"–მა შეიძინა. `ოპელი არის "ჯენერალ მოტორს" - ის უდიდესი კომპანია ევროპაში. დღეს მსოფლიო ბაზარზე "ოპელ"–ს მყარი მდგომარეობა აქვს და მისი პროდუქციის გაყიდვა ხუთივე კონტინენტის დაახლოებით 170 ქვეყანაში ხორციელდება. შ.პ.ს "აუტოჰაუსი" "ჯენერალ მოტორს"–ის ოფიციალური დილერია, რომელიც "ოპელის" ცენტრსაც მოიცავს. ასე რომ, საქართველოში ავტომობილები იმ ქარხნიდან ჩამოდის, რომელიც "ოპელს" ამზადებს. ამბობენ გერმანიაში ასეთი გამოთქმა არსებობს: "გაყიდე `ოპელი~ და იყიდე მანქანა". თუმცა ჩვენში ამ ფრაზას ცოტა თუ იზიარებს და ის ყველაზე მოთხოვნადი მარკაა. მეორადი "ოპელიც" კი საკმაოდ წარმატებულად იყიდება.

"ოპელს" სხვა მარკებისგან შემდეგი კრიტერიუმები გამოარჩევს:

- სალონის მრავალფუნქციურობა და მოქნილი კონფიგურაცია.

- სიმძლავრე და დინამიზმი.

- თანამედროვე და განსხვავებული დიზაინი.

- უახლესი საინფორმაციო გასართობი სისტემები.

"ოპელის" რამდენიმე სახეობა არსებობს: "ოპელ-ანტარა", "ოპელ – ასტრა", "ოპელ- astra twintop", "ოპელ - კომბო ტოურ", "ოპელ – კორსა", "ოპელ – გტ", "ოპელ – მერივა", "ოპელ – სიგნუმ", "ოპელ - ტიგრა", ოპელ – ვექტრა, "ოპელ – ზაფირა". საქართველოში კი განსაკუთრებით ოპელ – ვექტრა – ს სიმრავლე შეინიშნება. ოპელ – ვექტრა ოთხი სახეობის არსებობს: ოთხკარიანი სედანი, ხუთკარიანი ჰეჩბეკი, ხუთკარიანი ქარავანი და სიგნუმი. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია და რაც ერთმანეთთან აკავშირებთ ეს ექსკლუზიური ინტერიერი და მძღოლზე მორგებული სავარძელია. თუმცა ამგვარ მოდელს მანქანების ბაზრობაზე ფაქტიურად ვერ შეხვდებით, რადგან ეს ავტობაზრის ბიზნესჩარჩოებს სცილდება. ყველაზე ახალგაზრდა ოპელ – ვექტრა-ს მარკის ავტომობილი, რომელიც ქართულ ავტობაზრობაზე შეიძლება შეიძინოთ, 1995 წელსაა გამოშვებული. "ოპელის" მარკის მანქანთა ძირითადი რაოდენობა, რომელიც ავტობაზრობებზეა თავმოყრილი, 1993-1994-1995 წლებს მოიცავს. ფასიც შესაბამისად 2500 დოლარიდან – 5000 დოლარამდე მერყეობს. როგორც მანქანების ბაზრობაზე მომუშავე ერთ-ერთმა გამყიდველმა განაცხადა, ამ მარკის პოპულარობა იმით არის განპირობებული, რომ მისი ფასი სტაბილურია _ არც იმატებს და არც იკლებს. თანაც მუშა მანქანაა და პატრონის ნამდვილი ერთგული.
ავტოგაყიდვების ბიზნესით დაკავებულ ადამიანთა და ავტოსპეციალისტთა რჩევას თუ გავითვალისწინებთ, როდესაც მანქანის საყიდლად მივდივართ, ბუნებრივია, გათვალისწინებული უნდა გვქონდეს რა მონაცემების მქონე ავტომობილის ყიდვას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფასი, მწარმოებელი და გამოშვების თარიღი. შემდეგ მოდის საწვავის ტიპი, გადაცემათა კოლოფი და აირბეგი, რომელმაც ავარიის დროს უნდა დაგვიცვას.
ყველაზე კარგი მონაცემის ოპელ – ვექტრა, რომელიც ავტობაზრობის დათვალიერებისას ვნახე, 1995 წელს იყო გამოშვებული. "სამი თვეა რაც ვიყიდე ეს მანქანა. არ უტაქსავია, ძრავა აქვს 1.6, რაც ძალიან ეკონომიურია, გავლილი აქვს 146 000 კილომეტრი. აქვს ორი ელექტრო შუშა, ცენტრალური საკეტი, ორი აირბეგი, კონდინციონერი და ძრავის გარანტიასაც მოგცემ,"_ განაცხადა მისმა მფოლობელმა. ამ მონაცემების გათვალისწინებით ფასი აშკარად ხელმისაწვდომია და ვისაც მოსწონს ამ მარკის მანქანა, ავტობაზრობაზე მისი შეძენა შესაძლებელია. ამას "ოპელის" სტაბილურობა განაპირობებს. თან ეს მარკა საქართველოს გზებზე კარგად არის გამოცდილი და მისი მფლობელებიც კმაყოფილნი არიან. "ოპელი" საქართველოს გზებზე იდეალურია. ძალიან ძლიერია და ცუდ პირობებსაც კარგად იტანს. "აუდიც" მაქვს გასაყიდი, მაგრამ არ გთავაზობ. იმიტომ რომ "აუდი" ლამაზი მანქანაა, ხოლო "ოპელი" მასზე ბევრად ძლიერი,"_ასეთია ავტომოვაჭრეთა რჩევა "ოპელის" მარკით დაინტერესებულ ადამიანთა მიმართ. ეტყობა ამ რჩევებს ჩვენი თანამემამულეები ნამდვილად ითვალისწინებენ, რადგან სტატისტიკის მიხედვით "ოპელი" საქართველოში ყველაზე მეტად სტაბილურად გაყიდვადი მარკაა. ალბათ, ამითაც არის განპირობებული ავტობაზარზე მისი სიმრავლე.


თინათინ ჟღენტი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48