ნანახია: 2263
"ელიტ ელექტრონიკსი" ივლისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გასაყიდ რამდენიმე აუქციონს გამართავს
კომპანიის "ელიტ ელექტრონიქსი" საზაფხულო აუქციონები 4,11, 18 და 25 ივლისს თბილისში კომპანიის ქსელის 4 მაღაზიაში და ბათუმში გაიმართება. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი მაცივრის, ტელევიზორის, გაზქურის, სარეცხი მანქანის, ან სხვა ნებისმიერი ტექნიკის საწყისი ფასი 30-100 ლარიდან განისაზღვრება. აუქციონზე ცნობილი ბრენდების მაღალხარისხიან ტექნიკას გამოიტანენ. პირველი აუქციონი 27 ივნისს მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა.
|