როგორ დავარეგისტრიროთ საწარმო » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : როგორ დავარეგისტრიროთ საწარმო
ნანახია: 1342

ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისა და სოციალური მდგრადობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა. უკანასკნელ ხანებში ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის ლამის ერთადერთ მიზნად სწორედ მეწარმეთა ხელშეწყობა გამოაცხადა. იმის გასაგებად, თუ რამდენად ასრულებენ "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" თავიანთ პირობას, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას გავეცანით.
როგორც ცნობილია, საქართველოში დიდი დროის მანძილზე არ არსებობდა კერძო საკუთრება, რაც სამეწარმეო საქმიანობის განვითარებასაც გამორიცხავდა. თუმცა საბჭოეთის ნგრევასა და კერძო საკუთრების გაჩენასთან ერთად აუცილებელი გახდა მეწარმე სუბიექტთა აქტივობის სამართლებრივი რეგულირება. ამიტომაც შეიქმნა კანონი "მეწარმეთა შესახებ", ხოლო 2007-2008 წლებში მასში შეტანილი ფუნდამენტური ცვლილებები, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, განპირობებულია ბიზნესის წარმოების გამარტივების სურვილით.
სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ აღნიშნულ კანონში გათვალისწინებული შეღავათები ვერ გააიოლებს - აუცილებელია გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაც.
მართალია, ახლა ბიზნესის დაწყება ისე მარტივია, როგორც არასდროს (სამეწარმეო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეკლამირება რომ შეიძლებოდეს, "პიარშიკები" სწორედ ამ ფრაზას გამოიყენებდნენ სლოგანად), მაგრამ მაღალი გადასახადების გამო მეწარმეებს სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი შეაქვთ, ვიდრე საკუთარ ოჯახებში.
მოდით, ერთად შევამოწმოთ, რამდენად გაიოლდა საქართველოში ბიზნესის წარმოება. ამისთვის ერთმანეთს შევადაროთ მსოფლიო ბანკის მიერ მოწოდებულ დასკვნაში (DOING BUშINEშშ 2008 და 2009 წლები) განხილული საკითხებიდან ორი: სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და გადასახადების გადახდის სიმარტივე ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ, "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები მართლაც საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმოების გამარტივებას ემსახურება, თუ "უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიას" პრინციპით მიზნად ისახავს მოსახლეობის მეტი სეგმენტის ჩართვას სამეწარმეო საქმიანობაში, რათა კაბალური გადასახადებით, რომლებიც მეწარმეთა შემოსავლის 38%-ს შეადგენს, დატვირთოს საზოგადოების დიდი ნაწილი.
მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული ბიზნესის დაწყების სიმარტივის ტესტი რამდენიმე პარამეტრს მოიცავს, მათ შორისაა: დარეგისტრირებისთვის საჭირო განსახორციელებელ პროცედურათა რაოდენობა, ხანგრძლივობა (დღეების რაოდენობა), საფასური (% მშპ ერთ სულ მოსახლეზე), საჭირო მინიმალური საწესდებო კაპიტალი. ამ მონაცემთა მიხედვით, მსოფლიო ბანკის მიერ შესწავლილ 178 ქვეყანას შორის, 2008 წლისთვის საქართველო მე-10 ადგილზე გახლდათ, ხოლო დამდეგ 2009 წელს საპატიო მე-4 ადგილსაც დავიკავებთ და თუ ასე გაგრძელდა, მალე ახალ ზელანდიას წავართმევთ "გარდამავალ ოქროს მედალს".
იმ რეფორმების შედეგად, რომელმაც საქართველოს ერთ წელიწადში, 39-დან საპატიო მე-10 და მერე კი მე-4 ადგილზე გადასვლის შესაძლებლობა მისცა, ჩვენთან სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის დარეგისტრირება ძალიან მარტივია.
აღნიშნული რეფორმები მართლაც მისასალმებელია, რადგან მანამდე არსებული ლიცენზიებისა და ნებართვების 60%-ის გაუქმების, დასარეგისტრირებლად საჭირო წარსადგენი დოკუმენტაციის რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირების შედეგად მოიხსნა ის მრავალფეროვანი ბიუროკრატიული ბარიერები, რომელთა გადალახვა მეწარმე სუბიექტს მანამდე ესაჭიროებოდა.
რაც შეეხება გადასახადების გადახდის სიმარტივის ტესტს. მის დასადგენად მსოფლიო ბანკის თანამშრომლებმა არ დაინანეს ენერგია, რათა განესაზღვრათ: დრო, რომელიც საჭიროა გადასახადის გადახდისთვის, მათ შორის, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, გაზომილი საათებში; გადასახადის ოდენობა (% შემოსავლიდან), გადახდების რაოდენობა. ამ მონაცემის მიხედვით საქართველომ, 2007 წლის რეიტინგთან შედარებით, 2008 წელს ჯერ ერთი პუნქტით მაღლა აიწია და 106-ე ადგილი დაიკავა 178 ქვეყანას შორის, ხოლო 2009 წლისთვის არსებული პროგნოზებით 110-ე პოზიციაზე "ჩამოცოცდა".
აღნიშნული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია – ის ხაზს უსვამს საგადასახადო სისტემაში გასატარებელი რეფორმების აუცილებლობას. რეიტინგის ბოლოში ჩვენი ქვეყნის აღმოჩენა აიხსნება იმით, რომ აქ გადახდათა რაოდენობა 30-ა (შედარებისთვის, შვედეთში – 2-ია); მეწარმეთ საშუალოდ ეხარჯებათ 387 საათი სახელმწიფოს წინაშე ამ ვალდებულების შესრულებაზე (არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში – 12 საათი), ხოლო გადასახადები შემოსავლების მესამედზე მეტს – 38.6%-ს (ვანუატუს სახელმწიფოში - 8.4%) შეადგენს.
ერთი მხრივ, გადასახადები უმნიშვნელოვანესია – ისინი სახელმწიფოს ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სოციალური პროგრამების გატარება (ე.ი. მოხუცთა თავშესაფრებში ერთჯერადი კვების უზრუნველყოფა, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერი პროექტების პრეზენტირება და სხვა მრავალი კეთილი საქმის განხორციელება), სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა გამართულად მომუშავე ეკონომიკური სისტემის უზრუნველსაყოფად. თუმცა საჭიროა ბალანსის დაცვა, რათა გადასახადები მცირე და საშუალო ბიზნესს მძიმე ტვირთად არ დააწვეს.
როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, საქართველოში ეს "ოქროს შუალედი" არ გახლავთ დაცული. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, თუმცა მისი შენარჩუნება საკმაოდ რთულია იმის გამო, რომ შემოსავლების ერთ მესამედზე მეტი სახელმწიფოს მიაქვს. აღნიშნული თითქმის გამორიცხავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობას – შესაბამისად, დასაბეგრი ობიექტების სიმცირის გამო, გადასახადების სახით სახელმწიფოს ბიუჯეტში იმაზე გაცილებით ნაკლები თანხა შედის, ვიდრე უფრო დაბალი მოსაკრებლების და შესაბამისად, უფრო მეტი მეწარმე სუბიექტის არსებობის შემთხვევაში შევიდოდა. სამწუხაროდ, ამ მარტივ ჭეშმარიტებას არ აღიარებენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
მართალია, გადასახადების სიმძიმით ჩვენ ბევრად ჩამოვუვარდებით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს (134-ე ადგილი, შემოსავლების 48.7% გადასახადებს მიაქვს), თუმცა მგონია, რომ ჩვენს სახელმწიფოში გამორიცხული უნდა იყოს ხელისუფლების მიერ რუსეთში ფართოდ გავრცელებული რეკეტული მეთოდების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის დასარეგულირებლად. ბოლო-ბოლო, საქართველოში ხომ, რუსეთისგან განსხვავებით, ესოდენ აქტუალურია დემოკრატიის პრინციპები.
ჩვენი აზრით, მცირე ან საშუალო ბიზნესის დაწყების გზაზე იმ ბარიერების მოსახსნელად, რასაც მაღალი (ძალიან მაღალი) გადასახადები ჰქვია, შესაძლებელია გარკვეული სახელმწიფო პროგრამის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დამწყები მეწარმეები გადასახადების 25%-ისგან მაინც გათავისუფლდებიან. მიზანშეწონილია, ასევე, მოსაკრებლების შემცირება შემოსავლების 30%-მდე. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ისე ინვესტირების საშუალებით შექმნილი საწარმოების რიცხვის ზრდას.


მარიამ მხეიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48