აზერბაიჯანი ქართულ პროდუქციას საკუთარ ბაზარზე აღარ უშვებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : აზერბაიჯანი ქართულ პროდუქციას საკუთარ ბაზარზე აღარ უშვებს
ნანახია: 706

"ჰაიდელბერგ-ცემენტმა" შესაძლოა საქართველო დატოვოს

კომპანია "ჰაიდელბერგ-ცემენტს" სერიოზული პრობლემები აქვს. კომპანიას აზერბაიჯანში ცემენტის ექსპორტი 2010 წლის 17 მარტის შემდეგ აღარ განუხორციელებია. მიზეზი კი ისაა, რომ აზერბაიჯანული მხარე კომპანიას, ქვეყანაში ცემენტის შეტანის უფლებას არ აძლევს, თან ისე, რომ ამის კონკრეტულ მიზეზი არ სახელდება. უცნობია, რა ელის ამჟამად ცემენტით სავსე 5 ვაგონს, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართანაა გაჩერებული.
"ჰაიდელბერგის" წარმომადგენლები აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ და იმედი აქვთ, რომ ეს გაუგებრობა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
კომპანია "ჰაიდელბერგი" საქართველოში 2006 წელს შემოვიდა. "ჰაიდელბერგ-ცემენტი" საქართველოსა და აზერბაიჯანში ოპერირებს, ხოლო პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე აზერბაიჯანში გააქვს. 2006 წლიდან "ჰაიდელბერგცემენტმა" საქართველოში 350 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა საქართველოში და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება - მიმდინარე წლის აპრილში რიგით მეორე ბეტონის ქარხანა ამოქმედდა თბილისში. ამჟამად კომპანია "ჰაიდელბერგ-ცემენტში" 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
კულუარული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან ქართული ცემენტის ქვეყანაში არშეშვების მიზეზი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნაა, თუმცა როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ისე კომპანია "ჰაიდელბერგ-ცემენტში" პროდუქციის დაბლოკვასა და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნას შორის კავშირს უარყოფენ.
პრესის სხვადასხვა საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, აზერბაიჯანის საექსპორტო ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო კომპანია "ჰაიდელბერგმა" საქართველო დატოვოს.
თავად "ჰაიდელბერგ-ცემენტის" მენეჯმენტი ქართული ბაზრის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. საქართველოს ბაზრის დატოვება აქციონერებმა უნდა გადაწყვიტონ. ამჟამად, ასეთი რამ არ განიხილება, ხოლო კომპანიის ქარხნები რუსთავსა და კასპში სრული დატვირთვით მუშაობენ, აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ცემენტის დაბლოკვა აზერბაიჯანული მხარის მიერ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის გამო ხდება, ამ საფრთხის შესახებ ქართველი ექსპერტები ჯერ კიდევ საზღვრის გახსნამდე მიანიშნებდნენ. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 1 მარტიდან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სომხეთის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე და მოსალოდნელი საშიშროებების უგულებელყოფის შედეგად ოკუპანტ რუსეთთან საზღვარი გახსნა. მაშინ ამის მიზეზად სომხეთის ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების თხოვნის გათვალისწინება სახელდებოდა, რომელთაც თურმე ტვირთების ექსპორტირება ლარსის გავლით უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ფოთის პორტით და ეს მათ ეკონომიკას დიდ შვებას მისცემდა. გარდა ამისა, ოფიციალური თბილისის მიერ საზღვრის გახსნის მიზეზად, საქართველოს ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლებიც სახელდებოდა, მაგრამ იმ პირობებში, როცა უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ტრანზიტის გადასახადი გაუქმებულია, ეს არგუმენტი უსაფუძვლო აღმოჩნდა და დღეს ჩვენი ბიუჯეტი სომხური ტვირთების გატარებით ვერცერთ თეთრს იღებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ საზღვრის გახსნამდე დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან სომხეთისათვის საზღვრის გახსნის ფაქტთან დაკავშირებით და მიანიშნა, რომ შესაძლოა ამას ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა. (გამომდინარე სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობიდან) თუმცა, მაშინ ეს ქართულმა მხარემ არაფრად ჩააგდო და ის, რაც ბოლო პერიოდში "ჰაიდელბერგ-ცემენტთან" დაკავშირებით ხდება, შეიძლება სწორედ ამის შედეგად განვიხილოთ.
შესაძლოა, ვინმეს ლარსის საზღვრის გახსნა და ქართული ცემენტის დაბლოკვის კავშირი წარმოუდგენლად მიაჩნდეს, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა ქართული ცემენტი აზერბაიჯანში გაურკვეველი მიზეზებით ვეღარ შედის, რაც, ბუნებრივია, კომპანიაზე და, საბოლოო ჯამში, ქართულ ეკონომიკაზე აისახება.
გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საზღვრის გახსნით მხოლოდდამხოლოდ სომხეთმა და რუსეთმა მიიღეს სარგებელი, რომელთაც საკუთარი ტვირთების ნაკლები ხარჯებით ტრანსპორტირების შესაძლებლობა მიეცათ. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ჩანს, იგი სარგებლის მიღების ნაცვლად, ამ გადაწყვეტილების შედეგად ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობას იუარესებს, ეს კი უარყოფითად აისახება ჩვენს ბიზნესსა და ეკონომიკაზე.


შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48