კომპანიები ფოთის ინდუსტრიულ ზონაში შესვლისგან თავს იკავებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : კომპანიები ფოთის ინდუსტრიულ ზონაში შესვლისგან თავს იკავებენ
ნანახია: 819

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია, რომელიც მაისის ბოლოს უნდა გამართულიყო, კიდევ ერთი თვით გადაიდო. ინდუსტრიული ზონის ოპერატორი "რაკ ჯორჯია ჰოლდინგი" აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს არ აკონკრეტებს. არსებული ინფორმაციით კი ხელისუფლებამ კომპანია "თბილცემენტის" გარდა, ვერცერთი სხვა კომპანიის დაინტერესება ვერ შეძლო, თიზ-ში საქმიანობისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს სამხრეთ კორეული "ელ-ჯიც".
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნას უმუშევრობით დატანჯული ფოთელები უკვე დიდი ხანია ელიან და, აი, თითქოს მაისის ბოლო უნდა აღსრულებულიყო ეს ოცნება, თუმცა, ინდუსტრიული ზონის გახსნა კიდევ ერთი თვით გადაიდო.
როგორც ცნობილია, ინდუსტრიულ ზონაში საწარმოებს 22 საწარმო ააშენებს, რომლებთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. თუმცა, ფაქტია, რომ კომპანიები, ჯერ-ჯერობით ფოთში საქმიანობის დაწყებისგან თავს იკავებენ, რის მიზეზადაც, კულუარული ინფორმაციით, ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ ისინი ვერ დააინტერესა.
მართალია, ხელისუფლება ფოთის და ქალაქის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია ინდუსტრიული ზონის გახსნას და სამუშაო ადგილებს ჰპირდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არსად ჩანან ინვესტორები. არადა, ზონის ოპერატორი "რაკ ჯორჯია ჰოლდინგი" ფოთის ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე 400 ობიექტის ამუშავების და მათ ხარჯზე 25 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებდა.
რაც შეეხება ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან გაპიარებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, 6 ასეთი ზონიდან დღეს მხოლოდ ერთი - ქუთაისის ინდუსტრიული ზონა მუშაობს. თუმცა, სიტყვა მუშაობს, ალბათ, ხმამაღალია იმასთან მიმართებაში, რასაც ეგვიპტური კომპანია "ფრეში" აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტური კომპანია ნაცვლად იმისა, რომ პროდუქცია საქართველოში აწარმოოს და ამით თიზ-ის უმთავრესი ფუნქცია შესრულდეს, მხოლოდ ეგვიპტიდან ჩამოტანილი მზა პროდუქციის შეფუთვითაა დაკავებული, რისთვისაც სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ესაჭიროება, რომელთაგან ნაწილი ეგვიპტიდანაა ჩამოყვანილი.
ამ დრომდე გაურკვეველია ქუთაისის მეორე ინდუსტრიული ზონის ბედი, რომლის მართვის ლიცენზიაც ჩინურ კომპანია "ჰანგლი ინდასტრის" აქვს გადაცემული. კომპანია ინდუსტრიულ ზონაში ქვის და ხის დამამუშავებელი ორი ქარხნის აშენებას გეგმავს. თუმცა, დაიწყო თუ არა სამუშაოები ამ ზონაში და როდის მოხდება მისი პრეზენტაცია, უცნობია.
ამ დრომდე არ დაწყებულა თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა, რომელსაც ებრაული კომპანია "ტერა 1" ახორციელებს. კომპანიას მშენებლობა გასული წლის შემოდგომაზე უნდა დაეწყო, თუმცა, "ტერა 1"-ში აცხადებენ, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი მთავრობასთან ტექნიკური დეტალების შეუთანხმებლობა გახდა. მათივე თქმით, საკითხი უკვე გადაჭრილია და ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება. ანალოგიური ვითარებაა რუსთავის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებითაც. მისი მშენებლობისთვის ბიზნესჯგუფმა რუსთავის ყოფილი ქიმბოჭკოვანი ქარხნის ტერიტორია ჯერ კიდევ 2007 წელს შეიძინა. კიდევ ერთი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ხელვაჩაურის რაიონში იგეგემება, თუმცა, აჭარის მთავრობამ ინდუსტრიული ზონის მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორი ჯერაც ვერ იპოვა.
ფაქტია, რომ საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს ბედი არ სწყალობთ. ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი პოლიტიკური, ეკონომიკური და ბიზნესგარემოს შედეგად, ჩვენთან ინვესტორები ყოველგვარი ინვესტიციებისგან თავს იკავებენ. უცნობია,Aრა იქნება უახლოეს წლებში, მაგრამ ფაქტი ერთია – პოლიტიკა, რომელიც ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებით ტარდება ისეთივე ქაოსური და ბურუსით მოცულია, როგორც მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლება ატარებს.


ქეთი ასანიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48