19 ლარიანი ბილეთები ბათუმის მიმართულებით ბლეფია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : 19 ლარიანი ბილეთები ბათუმის მიმართულებით ბლეფია
ნანახია: 2480


ავიაკომპანია "ეარ ბათუმი" კლიენტებს ბათუმში თვითმფრინავით მგზავრობას 19 ლარად სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქში სარეკლამო განცხადებები, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაჩნდა.
"ეარ ბათუმის" ამ განცხადებას თავიდანვე ბევრმა შეხედა ეჭვით. ექსპერტების გათვლებით, კომპანია ამ თანხით მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაშიც კი მხოლოდ საწვავის ხარჯებსაც ვერ დააფინანსებს. გარდა ამისა, ავიაკომპანიები იხდიან აერონავიგაციის მომსახურების საფასურს, არსებობს სხვა უამრავი ხარჯიც, რომლის დაფარვაც ავიაკომპანიას უწევს.
ფრენები პირველი ივნისიდან დაიწყო და რეალობაც ნათელი გახდა. 19-ლარიანი ბილეთის შეძენა მხოლოდ პირველ ათ მსურველს შეეძლება, ფასი ყოველი ათი ბილეთის შემდეგ 10 ლარით იზრდება და საბოლოოდ 119 ლარს აღწევს. ფრენების დაწყებიდან პირველივე დღეს ნათელი გახდა, რომ ავიაკომპანიას მხოლოდ დაბალფასიანი ბილეთები ეყიდება. "ეარ ბათუმმა" თბილისიდან მხოლოდ 20 კომერციული მგზავრი გადაიყვანა, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი 27 ავიაბილეთია გაყიდული.
3 თვეში "ეარ ბათუმის" ოპერირება ეჭვქვეშ დადგება. ამ განცხადებას საუბარში "სქაი ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აკეთებს. გიორგი კოდუას მტკიცებით, "ეარ ბათუმის" მგზავრებისთვის კომფორტი ნულოვანია, რადგან ავიაკომპანიამ ბილეთზე დაბალი ფასი კლიენტებს სამგზავრო ადგილების გაზრდის ხარჯზე შესთავაზა. კოდუა დარწმუნებულია, რომ საშუალო სეგმენტი, რომელსაც კომფორტული მგზავრობა სურს, "ეარ-ბათუმით" არ იმგზავრებს და ავიაკომპანიას მხოლოდ დაბალფასიანი სეგმენტი ეყოლება. ასეთ პირობებში კი მოგებაზე საუბარი ზედმეტია. თავად "სქაი ჯორჯია" კი მომხმარებელს "უიქ-ენდ ტურებს" სთავაზობს. გიორგი კოდუას განცხადებით, ავიაბილეთის ფასი ორივე მიმართულებით 120-130 დოლარია და მგზავრებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობენ.
რაც შეეხება თავად "ეარ ბათუმს", თავდაპირველად რეისები დღეში ერთხელ შესრულდება, დილის 08:30 თბილისი-ბათუმი და 16:40 ბათუმი თბილისი, მაგრამ ზაფხულისთვის დაგეგმილია რეისების რაოდენობის გაზრდა. როგორც ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამთა თუაშვილმა განაცხადა, ბილეთების ფასი 19 ლარიდან დაიწყება და ფრენის ხანგრძლივობა მხოლოდ 40 წუთს გასტანს.
რაც შეეხება ავიაკომპანია "ეარ ბათუმს", რომლის დამფუძნებელი პარტნიორი Cebi companies group-ია, 25 წელზე მეტია მოღვაწეობს სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა: ტურიზმი, საბროკერო_სამშენებლო საქმიანობა და საგარეო ვაჭრობა, განსაკუთრებით ევროპასა და თურქეთში. "ეარ ბათუმი" უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ საერთაშორისო რეისებს შესთავაზებს ანტალიის, კიევის, ბაქოს და თელავივის მიმართულებით. რეისები შესრულდება "ბოინგ 737_300"-ით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
საჰაერო მიმოსვლის პარალელურად, 3 ივნისს დაგეგმილია ახალი სარკინიგზო მატარებლის დანიშვნა, რომელიც რეისებს ყოველდღიურად მთელი ზაფხულის განმავლობაში შეასრულებს ერევანი_ბათუმი_ერევანის მიმართულებით. ბილეთის ფასი 33 დილარიდან 38 დოლარამდე იქნება, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 17 საათს გასტანს. იმედოვნებენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლის გადაწყვეტილება ორ მეზობელ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას გააქტიურებს და გაზრდის სომეხი ტურისტების რაოდენობას საქართველოში.

აგრეთვე, მომავალი წლისთვის დაგეგმილია თბილისი-ბათუმის მიმართულებით სწრაფმავალი მატარებლის დანიშვნა, რომელსაც მხოლოდ 3 საათში შეეძლება დანიშნულების ადგილამდე მისვლა.

ირინა დეისაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48