პროდუქტზე ვადის მითითება, კანონით, აუცილებელი არ არის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : პროდუქტზე ვადის მითითება, კანონით, აუცილებელი არ არის
ნანახია: 674

ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში, ვადაგასული კვერცხის მოხვედრის საშიშროება ისევ არსებობს

პროდუქტზე ვადის მითითება, კანონით, აუცილებელი არ არის

კვერცხი ორგანიზმისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან არაერთ კომპონენტს – მათ შორის მაღალი ხარისხის პროტეინს, რკინას, დ ვიტამინს შეიცავს.
ერთი კვერცხი შეიცავს 6 გრამ პროტეინს, რაც დღიური ნორმის 12%-ს შეადგენს. კვერცხის წონა, საშუალოდ, 50 გრამია, აქედან ცილა _ 58%-ია, გული _ 30%, ხოლო ნაჭუჭი _ 10-12%-ს შეადგენს. კვერცხის ცილა მდიდარია ლიზოცინით, ხოლო გულში ბიოლოგიურად აქტიური ყველა ნივთიერებაა თავმოყრილი: ლიპიდები, მიკროელემენეტბი და D ვიტამინები. იგი შეიცავს როგორც წყალში, ასევე ცხიმში ხსნად ვიტამინებს. კვერცხი აუცილებელია როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ასევე ბავშვებისათვის, რადგან ის შეიცავს D ვიტამინს, რომელიც ჩვილებს რაქიტის განვითარებისგან იცავს.
კვერცხი, როგორც მალფუჭებადი პროდუქტი, 20 გრადუსის ფარგლებში ყველაზე დიდხანს - 10 დღე ძლებს. ჩვენს მაღაზიებში კი კვერცხი გასაყიდად ხშირად მაცივარში არ დევს და დახლებზე იყიდება. გარდა ამისა, არცერთ კვერცხს გამოშვების თარიღი ზედ არ აწერია და მომხმარებელი ვერ ხვდება კვერცხის ცალობით ყიდვისას, თუ როდემდე აქვს მას მოხმარების ვადა.
კვერცხის ყიდვა განსაკუთრებით საფრთხილოა ზაფხულში, ბაზრობაზე, სადაც დახლზე, მზის გულზე სრულიად გაუგებარი ვადის და წარმოების კვერცხი იყიდება. ჩვენი დაკვირვებით, სამწუხაროდ, ბაზრობებზე კვერცხის მყიდველი ძალიან ბევრია, რადგან ფასი შედარებით იაფია, ვიდრე დიდ სუპერმარკეტებში და მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდუქტს ბაზრობებზე ყიდულობს.
საქართველოში კვერცხის მწარმოებელი სულ რამდენიმე ფირმაა: "დილა", "კუმისი", "ალგეთი", "კოდა", "საგარეჯო", "სავანეთი" და "პატარძეული". გაზეთი "ბანკები და ფინანსები" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ როგორ იცავენ ისინი მომხმარებელს ვადაგასული პროდუქტის მოხმარებისგან და რატომ არ აწერენ გამოშვების ვადებს, არამარტო თითოეულ კვერცხს, არამედ თავად კვერცხის ეგრეთწოდებულ `ლატოკებს~.
"ჩვენ ყუთზე კვერცხის შენახვის პირობები მითითებული გვაქვს და თუ მომხმარებელს ცალობით კვერცხის შეძენა უნდა, ყუთი უნდა მოითხოვოს, სადაც კვერცხის ვადა წერია", - ამბობს კომპანია "კოდას" წარმომადგენელი კახა მეგრელიშვილი.
`სავანეთის~ დირექტორი დათო შერაზადაშვილი კი გვპირდება, რომ თუ კანონი მათ თითოეულ კვერცხზე ვადის აღნიშვნას დაავალებს, მაშინ ისინიც დააწერენ.
კომპანია "ალგეთის" დირექტორმა ბესო წიკლაშვილმა კომპეტენტური პასუხის მისაღებად თავის თანამშრომელთან ქალბატონ ნაირასთან გადაგვამისამართა, რათა უფრო ამომწურავი პასუხი მიგვეღო ჩვენს კითხვებზე, როგორც ჩანს, კომპანიის დირექტორს კითხვაზე პასუხები არ გააჩნდა.
"ჩვენთან ყოველთვის ახალი კვერცხია, 2 დღეზე მეტი კვერცხი გასაყიდი არ გვრჩება და ძველი პროდუქტი არასდროს გვაქვს. ჩვენი კვერცხი მაღაზიებში გაგვაქვს გასაყიდად, მაგრამ ვადა არ აწერია". თუ რატომ ,ამის შესახებ ქალბატონმა ნაირამ, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა, დამფუძნებელთან, ზაზა ლაშხთან, გადაგვამისამართა და ნომერი არ ვიციო, ისიც დააყოლა.
როგორც ჩანს, მეწარმეები საკუთარი მომხმარებლების ბედზე სულაც არ დარდობენ და მათთვის მთავარი მხოლოდ პროდუქტის გასაღებაა. თუ ვინ არის პასუხისმგებელი პროდუქტის ხარისხზე და ვარგისობის ვადაზე, ამის გარკვევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიეს სამსახურთან ვცადეთ.
"მაღაზიის მეპატრონეა პასუხისმგებელი, რომ ვადაგასული პროდუქტი არ მიიღოს. მაღაზიის მფლობელის კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული, რომ გაფუჭებული პროდუქტი არ გაყიდოს. სახელმწიფოს კონტროლის ფუნქცია სურსათის უვნებლობის კანონის მიხედვით გადავადებულია. თუმცა, ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ცხელი ხაზი მუშაობს. თუ დარღვევებს ვიგებთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას ვახდენთ. კანონი არ ავალდებულებს მეწარმეს, რომ თითოეულ კვერცხს დააწეროს ვადა", - ამბობს სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის სამსახურის თანამშრომელი.
თბილისის ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარე ზურა ფუტკარაძე: "ყველა პროდუქტს შენახვის ვადა და დრო აქვს, ყველანაირ პროდუქტს ეტიკეტზე გამოშვების თარიღი უნდა ეწეროს. სურსათი სხვადასხვანაირია. შეიძლება კვერცხმა მოწამვლა არ გამოიწვიოს, მაგრამ კარგავს თავის კვებით ღირებულებებს და ვიტამინები იშლება, გამოიმუშავებს ტოქსინებს. იმიტომ არ აწერენ ვადას, რომ მეწარმეებს გასაღება უჭირთ. მომხმარებელი რომ მოატყუონ და თავისი პროდუქცია გაყიდონ, ამიტომ ვადას არ აწერენ".

ადა ექიზაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48