მობილურით საუბრის გაიაფებამდე დარჩა 60 დღე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მობილურით საუბრის გაიაფებამდე დარჩა 60 დღე
ნანახია: 607

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ბრძოლამ შედეგი გამოიღო

ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის გარშემო ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟი ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები ტარიფის შემცირებას აპირებენ. მობილური ოპერატორების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთების შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები, მათივე თქმით, 1 აგვისტომდე ფასებს შეამცირებენ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოების ზეწოლის გამო მობილურ ოპერატორებს 14,8 თეთრიდან 8 თეთრამდე ურთიერთჩართვის ტარიფი შეუმცირა და განაცხადა, რომ ამ ცვლილებამ კომპანიების მხრიდან საცალო ტარიფის შემცირება უნდა გამოიწვიოს. კომპანიები თავიდან უარზე იყვნენ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირების პარალელურად საკუთარი საცალო ტარიფებიც გაეიაფებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების ზეწოლამ თავისი შედეგი გამოიღო.
აღსანიშნავია, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე კვლევა საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" (აფბა) 3 თვის წინ წარუდგინა, რომლის თანახმადაც საქართველოში მობილურით საუბარი არაადეკვატურად ძვირია და ის დსთ-ს სივრცეში პირველ ადგილს იკავებს. ასოციაციამ მიღებული დასკვნების საფუძველზე კომპანიებს ტარიფის შემცირება მოსთხოვა, აღნიშნული მოთხოვნით "აფბამ" მობილურ ოპერატორებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც უჩივლა. კომისიამ საცალო ტარიფების დადგენისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა და კომპანიებს ფასების გაიაფების ვადა სექტემბრამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგულირებელი იძულებული გახდება ბაზარზე უხეშად ჩაერიოს და მობილურ ოპერატორებს საცალო ტარიფზე ზედა ზღვარი დაუწესოს.
კომისიის გადაწყვეტილებით, ურთიერთჩართვის ახალი განაკვეთი, რასაც კავშირგაბმულობის კომპანიები ერთმანეთს მომსახურებისთვის უხდიან (მაგალითად, "ჯეოსელმა" თავისი აბონენტის მომსახურებისთვის "მაგთის" წუთში 14,8 თეთრი უნდა გადაუხადოს) 1 აგვისტოდან ამოქმედდება, თუმცა მობილური კომპანიები აგვისტოს აღარ დაელოდებიან და სასაუბრო წუთის ღირებულებას უფრო ადრე შეამცირებენ.
რამდენი თეთრით გაიაფდება მობილურზე საუბარი, კომპანიები ჯერ არ ამბობენ, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ შემცირება 5-დან 9 თეთრამდე იქნება.
ტარიფს აუცილებლად რომ შეამცირებს, ამას "ბილაინი" უკვე ამბობს. რუსული კომპანიის გათვლებით, ტარიფი 19 თეთრამდე ჩამოვა. ტარიფის შემცირებას "მაგთიც" ადასტურებს. კომპანიაში ამბობენ, რომ კონკურენტებს არ დაელოდებიან და გაიაფებისკენ ნაბიჯს პირველი გადადგამენ. "მაგთის" წინასწარი გათვლებით, ახალი ტარიფი 20 თეთრთან ახლოს იქნება.
"საცალო ტარიფის დაწევა ურთიერთჩართვის პირდაპირპროპორციულად არ მოხდება, ანუ 28,8 თეთრს ავტომატურად არ გამოაკლდება 6,8 თეთრი, მაგრამ შემცირება გარდაუვალია. ახლა გათვლებს ვაწარმოებთ, რა ფასი დავადოთ კავშირს. ხარჯებსა და მოგებას დავითვლით და საფასურს აგვისტომდე დავწევთ", - ამბობს "მაგთიკომის" მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე.
ჯერჯერობით, უცნობია, რას მოიმოქმედებს "ჯეოსელი". კომპანიაში ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ. თუმცა, თუ სხვა კომპანიები ტარიფებს გააიაფებენ, მას სხვა გზა არ დარჩება - კონკურენტების ფეხის ხმას ისიც უნდა აჰყვეს.
ამჟამად მოქმედ 28,8-თეთრიან ტარიფში ყველაზე დიდი წილი ურთიერთჩართვის ტარიფს უკავია. თუ ურთიერთჩართვის ტარიფი განახევრდა, კომპანიას მეტი თანხა დარჩება, მოგებაც გაეზრდება. რადგანაც მობილური კომპანიების მოგების მარჟა ისედაც მაღალია, ლოგიკურად მათ ტარიფის შემცირება უნდა დაიწყონ.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48