სასაქონლო ბირჟის ამოქმედება ბაზარზე საქონელს გააიაფებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : სასაქონლო ბირჟის ამოქმედება ბაზარზე საქონელს გააიაფებს
ნანახია: 527

თბილისის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინიციატივით თბილისში საქართველოს საერთაშორისო სასაქონლო ბირჟა გაიხსნება, რომელიც სავაჭრო ცენტრ „გლდანი1“-ში განთავსდება. საერთაშორისო სასაქონლო ბირჟა ივლისიდან შეუდგება საქმიანობას. ავტორებს იმედი აქვთ, რომ ბირჟის ამოქმედება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, თანამედროვე საბითუმო ბაზრის შექმნას, საქონელბრუნვის ეფექტურობის გაზრდას, ფასწარმოქმნის მექანიზმის სრულყოფას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.
სასაქონლო ბირჟის გახსნას ექსპერტებიც მიესალმებიან, თუმცა ბიზნესმენთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქართული ბირჟა ბაზარზე ფასებს ვერ დაარეგულირებს და მონოპოლიას ხელს ვერ შეუშლის. თუმცა, ბირჟის ხელმძღვანელი ალექსანდრე გორგიჯანიძე უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი.
- რამდენად რეალურია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟის შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თანამედროვე საბითუმო ბაზრის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას?
- ამ ფუნქციას ბირჟები დიდი ხანია ასრულებენ სხვა ქვეყნებში და სადაც კი მუშაობენ, წარმატებით ახორციელებენ საქმიანობას. რატომ უნდა იყოს საქართველო გამონაკლისი? თუ თქვენ იკითხავთ, რომ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება თუ არა სასაქონლო ბირჟა, ამაზე გიპასუხებთ, რომ ჩვენი ბირჟა არ არის განკუთვნილი მარტო საქართველოსთვის, ამას აქვს რეგიონული ხასიათი - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი.
- ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კომპანიები, რომლებსაც იაფფასიანი პროდუქტი დსთ-ს ქვეყნებიდან შემოაქვთ, ფასებს ევროპული ბირჟების მიხედვით განსაზღვრავენ და ნაკლებსავარაუდოა, ბირჟამ ბაზარზე ფასების დარეგულირება მოახერხოს. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?
- ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ და დასკვნა თვითონ გააკეთეთ. აგარის შაქარი არის აზერბაიჯანული კომპანიის ხელში და იმის მერე, რაც აგარის შაქარი აზერბაიჯანული კომპანიის ხელში მოხვდა და რაც ის გახდა მონოპოლისტი ჩვენს ბაზარზე, შაქრის ღირებულება გაიზარდა კოშმარულად. თუ ერთი ტომარა შაქარი ერთი წლის წინ ღირდა 42 ლარი, ახლა მისი ღირებულება 93 ლარია. ჩვენ კი უკვე გვაქვს შაქარი, რომლის ერთი კილოგრამის ღირებულება იქნება ერთი ლარი. მოვახერხებთ თუ არა ამ ფასის დაწევას, ამას მალე ნახავთ.
ჩვენ ბუდაპეშტის ფარმაცევტულ ბირჟის ფასები ვნახეთ. ზოგიერთი წამალი ღირს, მაგალითად, 3 დოლარი, ანალოგიური წამალი ჩვენს "ავერსში" და "პსპ"-ში კი 15 დოლარი. რატომ უნდა ღირდეს ასე? – იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ კონკურენტი და თვითონ აწესებენ ფასებს.
- რა სახის საქონელი გაიყიდება თბილისის სასაქონლო ბირჟაზე?
- სასაქონლო ბირჟაზე, ფაქტიურად, გაიყიდება ყველა საქონელი, რასაც საქონელი ჰქვია. საშენი მასალები, ქიმიური ნაწარმი, ბენზინი, მაზუთი, ფარმაცეფტიკა. შემოთავაზება ძალიან ბევრი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პრაქტიკულად არ დაგვიწყია მუშაობა და ვაჭრობები არ ჩატარებულა. ფასები არის ბევრად დაბალი, ვიდრე იმ პროდუქციაზე, რომლის იმპორტირებაც საქართველოში ხდება და მათ ბაზარზე მონოპოლია უკავიათ.
- როგორც ცნობილია, საქართველო პროფესიონალი ბროკერების დეფიციტს განიცდის და უნივერსიტეტებშიც ამ მიმართულებით განათლების მიღება არ ხდება, როგორ აპირებთ ბროკერების მოძიებას?
- გეთანხმებით ასეა. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს საკითხია, ჩვენ ამ საკითხს ვწყვეტთ იმ გზით, რომ თვითონ ვამზადებთ ამ ბროკერებს. მათი მომზადება ხდება ორი გზით - ბირჟაზე არის გახსნილი სასწავლო ცენტრი და ასევე, ცენტრი არის თბილისის სამრეწველო პალატაში. ეს ორი ცენტრი გვიმზადებს ბროკერებს. სწავლა უფასოა, შემდგომ მოხდება მათი ტესტირება, რომლის გავლის საფასურიც არის 70 ლარი, ბოლოს ხდება სერთიფიკატის გაცემა.


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48