სექტემბერში მობილურით საუბარი შემცირდება? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : სექტემბერში მობილურით საუბარი შემცირდება?
ნანახია: 489


კომისია ერთს აცხადებს, მობილური ოპერატორები მეორეს

რამდენიმეთვიანი ხმაურის შემდეგ საზოგადოებას იმედი გაუჩნდა, რომ მობილური ოპერატორები ტარიფს შეამცირებდნენ, რადგან ურთიერთჩართვის ტარიფი კიდევ ერთხელ, მესამედ შემცირდა. კომუნიკაციების კომისიაში 14 მაისს ზეპირ მოსმენაზე გაირკვა, რომ მობილურ ოპერატორებს ორჯერ შემცირებული ურთიერთჩართვის ტარიფი დაუწესდებათ. მარეგულირებელი საბოლოო გადაწყვეტილებას ერთ კვირაში მიიღებს, თუმცა დაზუსტებულია, რომ ტარიფი 8 თეთრს არ გადააჭარბებს. მარეგულირებლის განცხადებით, ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება მობილურის ტარიფებზეც უნდა აისახოს.
კომისიას ურთიერთჩართვის ახალი ტარიფის საკუთარი ვარიანტები მობილურმა ოპერატორებმაც წარუდგინეს. "ჯეოსელმა" "მაგთიზე" მეტი 7,96 თეთრიანი ტარიფი მოითხოვა. "მაგთიმ" კი კომისიას 7,74 თეთრი შესთავაზა. ამჟამად ურთიერთჩართვის ტარიფი 14,8 თეთრია. აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" (აფბა) საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის კვლევის შედეგები წარუდგინა საზოგადოებას, რომლის თანახმადაც, ჩვენი ქვეყანა მობილური ტარიფების სიძვირით მსოფლიოში მესამეა.
ერთი თვის წინ აფბამ ადვოკატ დავით ებრალიძესთან ერთად თავის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მობილური ოპერატორების წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. მარეგულირებელმა სარჩელის ცალკე განხილვაზე უარი განაცხადა და 14 მაისს ზეპირი მოსმენის ფარგლებში მოხდა აფბას მოთხოვნების მოსმენაც. მოსმენაზე აფბას წარმომადგენლებმა კომისიას მოსთხოვეს პასუხი, თუ რატომ არ მოხდა მათი მხრიდან მობილურ ოპერატორებისთვის საცალო ტარიფზე ზედა ზღვრის დაწესება, მითუმეტეს, როცა კომისიის კვლევამაც აჩვენა, რომ ფიჭური ოპერატორები "მაგთი" და "ჯეოსელი" ბაზრის მონოპოლისტები არიან და მაღალი მოგების მარჟაზე მუშაობენ. ამასთან, მარეგულირებელმა უკვე ორჯერ 2003 წელს 22,8 თეთრიდან 18,8-მდე და 2007 წელს 18,8 თეთრიდან 14,8-მდე შეამცირა ურთიერთჩართვის ტარიფი და ამან ბაზარზე ზეგავლენა არ მოახდინა. მაშინ, რა გარანტიაა, რომ აღნიშნული შემცირება საცალო ტარიფის შემცირებას გამოიწვევს, როგორც ამას კომისიაში აცხადებენ. მარეგულირებლის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მოერიდონ ბაზარზე ტარიფის დაწესებაში პირდაპირ ჩარევას, ამიტომ შეამცირეს ურთიერთჩართვის ტარიფი და თუ ეს ცვლილება დაახლოებით სექტემბრისთვის შედეგს არ გამოიღებს, მაშინ მარეგულირებელი აუცილებლად ჩაერევა ბაზარზე ტარიფის დაწესებაში.
კომისიის იმედებს, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებით ბაზარზე მობილურით საუბრის ფასი შემცირდებოდა, კომპანიებმა ცივი წყალი გადაასხეს. მათი განცხადებით, ისინი ურთიერთჩართვის ტარიფის 6,8 თეთრიანი შემცირების მიუხედავად, საცალო ტარიფის გაიაფებას არ აპირებენ და ამ მექანიზმის შემცირება სულაც არ ნიშნავს მობილურით საუბრის გაიაფებას.
საინტერესოა, რომ კომპანიების განცხადების მერე კომისიამაც მაშინვე შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ მობილურ ოპერატორებს სამომხმარებლო ტარიფის გაიაფებას ვერავინ აიძულებს. კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის გელა ბუთბაიას თქმით, - "ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფი გააიაფოს, თუმცა ეს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების გადასაწყვეტია და მარეგულირებელი კომისია ამაში ვერ ჩაერევა".
აბა, რის იმედად აცხადებდა მარეგულირებელი ტარიფების შემცირების შესახებ, სრულიად გაუგებარია, როგორც გაუგებარია ამ ორგანოს არსებობა, თუ ის საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს, რაც მოსახლეობის, კომპანიებისგან დაცვაში უნდა გამოიხატოს. საქართველოს ფიჭური კომუნიკაციების ბაზარი რომ მონოპოლიზირებულია და კომპანიები რომ ძალიან მაღალ მოგებაზე მუშაობენ, ეს კომისიის 2010 წლის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმც, მობილური ოპერატორების წინააღმდეგ მარეგულირებლის მიერ დაწესებული გარკვეული სანქციები, 2007 წლის მსგავსად ფორმალური ხასიათისაა.
"ახალგარზდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ კომისია უკვე წლებია კომპანიების ლობისტია, მათ იმედი ჰქონდათ, რომ მარეგულირებელი 15 წლიანი უსამართლობის შემდგომ ამჯერად მაინც მიიღებდა ობიექტურ და ბაზარზე არსებული სიტუაციისადმი ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმც კომისიამ არ გადაუხვია ხალხის მძარცველი პოლიტიკის გზას და ისევ მობილური ოპერატორების მხარე დაიჭირა. აფბა ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას მიესალმება. მაგრამ, მათი აზრით, მთავარია ტარიფები საცალო ბაზარზე შემცირდეს. მათივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არსებულ ვითარებაში კომისიის მკაცრი რეაგირება და კომპანიებზე საზოგადოების ზეწოლაა. არასამთავრობო ორგანიზაცია მარეგულირებლისგან უფრო რეალური ნაბიჯების გადადგმასა და მობილური ოპერატორებისთვის ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესებას მოითხოვს.
"ჩვენ კომისიისგან ვითხოვდით, რომ იგი ბაზარზე საცალო ფასის დადგენაში ჩარეულიყო და ტარიფებზე ზედა ზღვარი დაეწესებინა, სამწუხაროდ, მარეგულირებელმა ჩვენი რჩევა და მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ის ძველებურად აგრძელებს კომპანიების ფაქტობრივი ლობისტის როლის შესრულებას. როდესაც აფბა აცხადებდა, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას არაფერი ჰქონდა საერთო ბაზარზე საცალო ტარიფის გაიაფებასთან, კომისია გვპასუხობდა, რომ ეს ტყუილია და ამ მექანიზმით იგი ფასებს გააიაფებს, ძალიან საინტერესოა, რომ კომპანიების განცხადების შესაბამისად კომისიამაც შეცვალა თავისი პოზიცია. ჩვენ კომისიის მიერ ოფიციალურად მოწერილი წერილი შეგვიძლია საზოგადოებას ვაჩვენოთ, სადაც კომისია გვატყობინებს, რომ მაისის ბოლოს აპირებს ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას, რაც პირდაპირ გამოიწვევს საცალო ტარიფების შემცირებას. იქნებ, გაგვაგებინონ კომისიის თანამშრომლებმა საბოლოოდ როგორი პოზიცია აქვთ და შემდეგ გველაპარაკა ამა თუ იმ მექანიზმის ეფექტურობაზე. კომისიამ ძალიან კარგად იცის, ბაზარზე რა სიტუაციაა და ამიტომ აღარ იცის, რა ტყუილი მოიფიქროს კომპანიების გასამართლებლად. საერთოდ, რისთვის იღებენ ხელფასებს", - აცხადებს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
ასეა თუ ისე, მობილურმა ოპერატორებმა კიდევ ერთხელ დაანახეს საზოგადოებას, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე წესებსაც ისინი ადგენენ და მოთამაშეებიც თვითონ არიან. კომისია კი უფრო ფიქციური ორგანოა, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ თავის თანამშრომლებს მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფს. ხალხი კი იძულებულია, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ დაწესებული არაადეკვატურად მაღალი ფასები იხადოს, რადგან კომისია საკუთარი მოვალეობების შესრულებას არ აპირებს.


ლელა გოგოლაძე





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48