ქართული ბიზნესი გიორგი პერტაიას იმედადაა დარჩენილი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ქართული ბიზნესი გიორგი პერტაიას იმედადაა დარჩენილი
ნანახია: 675


გიორგი პერტაია რამდენიმე წლის წინ ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა და მისი მთავარი ფუნქცია ბიზნესის ინტერესების დაცვა იყო. გარდა ამისა, ის მუშაობდა USID-ისა და ევროკავშირის პროექტებში, რომლებიც ბიზნესკლიმატის შესწავლასთან იყო დაკავშირებული. 2009 წელს მან დაამთავრა დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი. ამის შემდეგ ის გარკვეული დროით მუშაობდა ვაშინგტონში კომპანია HAMILTON-ში დამოუკიდებელ ექსპერტად და მის კომპეტენციაში შედიოდა განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.
საქართველოში არსებული ბიზნესვითარებით შეფიქრიანებული მთავრობა ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში პრემიერის მთავარ მრჩევლად გიორგი პერტაიას ნიშნავს. მას მოკლე დროში საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუწევს გარკვევა.
მიუხედავად ამისა, ნიკა გილაური ამტკიცებს, რომ პერტაიას აქვს ამ სფეროში კარგი გამოცდილება, მას კარგად იცნობენ ქართულ ბიზნესწრეებში. "გიორგიმ წარმატებით დაამთავრა ამერიკაში ბიზნეს-სკოლა. ის ცნობილია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბიზნესწრეებში და მისი მთელი კარიერა ბიზნესის გარშემო ტრიალებს. მისი მოსვლით ჩვენს გუნდში კიდევ ერთხელ უნდა შეეწყოს ხელი ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობას. გიორგის კომპეტენციაში იქნება სწორედ ბიზნესის წინაშე მდგომი პრობლემების მთავრობამდე მოტანა", - აცხადებს ნიკა გილაური.
გიორგი პერტაიას ბიზნესგარემოს კუთხით გაუმჯობესების სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვს. მისი განცხადებით, ნებისმიერ ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემა მიტანილი იქნება პრემიერ-მინისტრამდე და ძალიან სწრაფ ვადებში იქნება განხილული და გადაწყვეტილი.
"ჩვენი მიზანია, ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაადვილდეს. ჩვენ შევქმნით კომუნიკაციის ახალ სისტემას, რომელიც მორგებული იქნება როგორც მსხვილ ბიზნესზე, ასევე საშუალო და წვრილ ბიზნესწრეებზეც. სავარაუდოდ, ეს ახალი ვებ-გვერდი იქნება, თუმცა წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ხელი ინტერნეტზე არ მიუწვდებათ, სხვა, ახალ საკომუნიკაციო გზას მოვძებნით", - განაცხადა პერტაიამ.
თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, პრემიერ-მინისტრის კაბინეტის დიდი სურვილის და იმედების მიუხედავად, მაშინ როდესაც ბოლო ერთი წელია ბიზნესს საქართველოში დიდი გასაჭირი ადგას; ხელისუფლების წნეხი ბიზნესმენებზე სულ უფრო იზრდება და ამის ფონზე უკმაყოფილო მეწარმეების რიცხვიც პირდაპირპროპორციულად იზრდება, დავების საბჭოში საჩივრები უწყვეტ ნაკადად მიედინება, მცირე მეწარმეები კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ფინანსთა სამინისტრო მეწარმეებთან დავას მაშინაც განაგრძობს, თუ მათ შემოსავლების სამსახურს დავა მოუგეს, ამ ყველაფრის ფონზე, ნაკლებ სავარაუდოა, გიორგი პერტაიამ მოუსმინოს და გადაჭრას ყველა უკმაყოფილო ბიზნესმენის პრობლემა.


ნინო თამაზაშვილი




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48