PR თუ რეალური საქმის დასაწყისი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : PR თუ რეალური საქმის დასაწყისი
ნანახია: 621


უცხოეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები სპეციალური მოწვევით თბილისში იმყოფებიან. "დაბრუნება საქართველოში" _ ასე ეწოდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქართული ბიზნეს-დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტი შედგა.
საქართველოში ჩამოსული ბიზნესემენების დელეგაცია შემდეგი შემადგენლობისაა: თურქეთი - ორხან იავუზი, მოღვაწეობს ბიზნეს კონსალტინგში, მევლუთ ართვინელი – მოღვაწეობს სამშენებლო ბიზნესში, ჯატაკ გუვენისი - ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, ენერგეტიკაში მოღვაწე ბიზნესმენი. კვიპროსიდან გვესტუმრა დავით ბახტაძე, რომელიც "ბორჯომისა" და ღვინის ექსპორტს ახორციელებს.
აშშ-დან ჩამოსული არიან: გელა გელაშვილი -Gelany USA Corporation,
გია ბოკუჩავა - TULIX, გელა სული – მოღვაწეობს მედიატექნოლოგიებში . კანადიდან ჩამოვიდნენ დავით ვაგრამოვი - მარკეტინგული კვლევები და დათო სირაძე – კონსალტინგი. რუსეთიდან ბადრი კაკაბაძე და ედუარდ ჯეჯეია, რომლებიც სამშენებლო ბიზნესში მოღვაწეობენ. ტაჯიკეთიდან გვესტუმრნენ ოლეგ მახარაშვილი და ფარიდან აკბაროვი - სასმელების იმპორტში მოღვაწე ბიზნესმენები. ჩეხეთიდან ჩამოვიდა დეველოპმენტი ვაჟა კიკნაველიძე, სლოვაკეთიდან ნოდარ გიორგაძე - ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობაში ჩართული ბიზნესმენი. ისრაელიდან შალომ დავიდი და ლია დავიდი. ბელგიიდან გული მანაგაძე გვესტუმრა, ესპანეთიდან ჩამოვიდნენ ბიზნესმენები დიმიტრი მჭედლიძე და ალექსი ლევდანსკი - ფარმაცევტული ბიზნესსფეროდან. უკრაინიდან ჩამოვიდნენ: ვაჟა იაკურიძე ვაჭრობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენი, შოთა ხაჯიშვილი - ნავთობის ბიზნესში ჩართული ბიზნესმენი, იოსებ მაჭავარიანი საზოგადოება `რსტაველუის~ წარმომადგენელი და ალექსანდრე ქურთაული კომპანია "ლექს-ვიტის" წარმომადგენელი.
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 30-მდე ქართველი ბიზნესმენის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაცნობას ისახავდა მიზნად. ამიტომაც ვიზიტის პირველ დღეს ბიზნესფორუმი გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები შეხვდნენ. ფორუმზე გაიმართა პრეზენტაცია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოში არსებული მდგომარეობა გააცნო. საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიმართა: "ეს ურთიერთობები საკმაოდ ნაყოფიერ და საინტერესო შედეგამდე მიგვიყვანს, მე არ მინდა ამას მაინცდამაინც ბიზნესის კუთხით შევხედოთ. ჩვენი ეკონომიკისთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ დაგანახოთ _ საქართველო ძალიან შეიცვალა იმ პერიოდის განმავლობაში, რაც თქვენ აქ არ ბრძანდებოდით. მე მესმის, რომ თქვენ თვალყურს გვადევნებთ მასმედიიდან, მაგრამ მასმედიიდან დანახული ერთია და მეორე ადგილზე ნახვა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ქვეყანა დღითიდღე ვითარდება და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თქვენ თვალნათლივ დაინახავთ ამ სამი დღის მანძილზე. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეს ურთიერთობა რაღაც შედეგამდე მიგვიყვანს", _ ზურაბ პოლოლიკაშვილი.
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია ირაკლი მატკავამ გააკეთა. მან სტუმრებს გააცნო ის რამდენიმე მიზეზები, რის გამოც ბიზნესმენებმა საქართველოში ინვესტიცია უნდა განახორციელონ, - `რაოდენ ხმამაღლაც არ უნდა ჟღერდეს, ფაქტია და აღიარებულია, რომ დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე რეფორმატორი ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით. იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს წარმატებული, მას სჭირდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. თანამიმდევრულ ეკონომიკურ_პოლიტიკურ ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციებით მიღებული შედეგების შესაბამისად, რეალური მშპ-ს ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9,5 %-ს აღემატებოდა კრიზისამდე. 2007 წელს 12 პროცენტს გადააჭარბა. ბუნებრივია, 2009 წელი მძიმე იყო და ზრდა იყო ნეგატიური, თუმცა წელს ჩვენი და, მათ შორის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, პროგნოზებით საქართველოს ზრდა კვლავ დადებითი იქნება და დაახლოებით 2-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები, რომელიც გააჩნია ქვეყანას. საქართველოდან ძალიან ადვილია ვაჭრობა. ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა 2010 წლიდან. დაბალი გადასახადები კი არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ლიბერალური ეკონომიკური გარემოსი, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში. სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოში იყო 21 სახის გადასახადი. დღეს საქართველოში არის 6 სახის გადასახადი. ბევრი მიმართულებით გამარტივებულია ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა.
ამ პერიოდისთვის შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე პერსპექტიული სექტორი _ საბანკო საფინანსო სექტორი, თავისუფალი ეკონომიკური ზონები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტელეკომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, განსაკუთრებით, ჰიდროელექტროტექნიკა, ჯანდაცვა და ფარმაცევტიკა, უძრავი ქონება. ვთვლით, რომ ამ მიმართულებით საქართველოში განსაკუთრებული შესაძლებლობები არის".
რაც შეეხება დედაქალაქის პოტენციალს და მის ბიზნესგარემოს, ამ საკითხებზე სტუმრებს ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე ესაუბრა: "რამდენიმე წლის უკან აქ იყო უგაზობა, უშუქობა, დაბინძურებული ქალაქები, ლტოლვილთა პრობლემები, კორუფციისა და კრიმინალის მაღალი დონე. ეს იყო ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის და გაზის 24 საათიანი მომარაგება გვაქვს, მიმდინარეობს გამწვანება, ესტაკადების მშენებლობა, იცვლება საკომუნიკაციო ქსელი. ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, ეს არის დადასტურებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ,,ფაინეშელ თაიმსის~ რეიტინგში ბიზნესის კეთების ეკონომიურობის მხრივ საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ხუთეულშია მოხვედრილი. ასევე ინვესტიციების ატრაქციის მიხედვით ვართ ისეთი ქალაქების ხუთეულში, როგორებიცაა _ მადრიდი, ვალენსია, იზმირი... მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ ვდგავართ ბევრი გამოწვევის, ბევრი ცვლილების წინაშე, რომელიც ასახულია იმ გრძელვადიანი განვითარების გეგმაში, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, ვმუშაობთ ქალაქის განვითარების გეგმაზე".
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა მმართველმა გია მღებრიშვილმა თბილისში სტუმრად მყოფ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს ინვესტიციების განსახორციელებლად ყველა პირობა გააცნო და თანამშრომლობა შესთავაზა.
კარგი იქნებოდა, ჩვენს ხელისუფლებას საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებისთვისაც შეექმნა ისეთი პირობები, რომ ისინიც სტუმრად მყოფი ბიზნესმენებივით საზღვარგარეთ არ გაიქცნენ თავიანთი საქმის გასაკეთებლად. დაინტერესდნენ თუ არა სტუმრად მყოფი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით, ამის გარკვევა უცხოეთიდან ჩამოსულ რამდენიმე ბიზნესმენთან ვცადეთ. "მე ვარ უკრაინის წარმომადგენელი დონეცკიდან, ჩვენი საწარმო "ლექს სვიტი" უკრაინა-საქართველოს ერთობლივი საწარმოა. ჩვენ ვაწარმოებთ მშენებლობებს; შემოგვაქვს სამშენებლო ტექნიკა; გზებისთვის ტექნიკას ვაწარმოებთ; საკონსერვო საწარმოებს, ქარხნებს დანადგარებს ვაწვდით და ა.შ. ჩვენი დახმარებით საქართველოდანაც შემოაქვთ ჩვენთან აქაური სოფლის მეურნეობის პროდუქცია. გვინდა მინერალური წყლის "წაღვერის" გატანაში დავეხმაროთ აქაურ ბიზნესმენებს. უკვე მიღებული გვაქვს სპეციალური ლიცენზიები და ყველაფერი მზად გვაქვს. უკვე ერთ თვეში დაახლოებით 200 ათას ბოთლს გავიტანთ, ფასი ჯერ არ ვიცით" _ განაცხადა ბიზნესმენმა ალექსანდრე ქურთაულმა.
"მე გია ბოკუჩავა ვარ. ჩამოვედი ატლანტის შტატიდან, ვფლობ კომპიუტერულ კომპანიას. უკვე 15 წელია, რაც ატლანტაში ვარ. უკვე ვმუშაობთ ქართულ კომპანიებთან. ჩვენი ბიზნესის 80% მთელს მსოფლიოშია გაბნეული, 20%-ია მხოლოდ შტატებში. ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ აქ შევქმნა კომპიუტერული ცენტრი, ვთქვათ, ფოთში, თბილისში ან ბათუმში", _ ასეთი გეგმები აქვს ატლანტაში მოღვაწე გია ბოკუჩავას.
ბიზნესფორუმის იდეალური იდილია ერთმა პატარა ინციდენტმა დაარღვია - საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ბიზნესმენი (რომელმაც ჩვენთან ვინაობის გამხელა არ ისურვა) შეეცადა ყურადღება მიექცია და საზოგადოებისთვის თავის ბიზნესში არსებული პრობლემები გაეცნო. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ უხერხულობის თავიდან აცილება შეძლეს და საუბრის თემა შეცვალეს, რადგან სიტყვა ფადი ასლის გადასცეს და ამით მაგალითი აჩვენეს სტუმრებს, თუ როგორ შეიძლება უცხოეთიდან ჩამოსულმა ადამიანმა საქართველოში კარგი ბიზნესი აწარმოოს. ჩვენ შევეცადეთ იმ ადამიანის კომენტარი ჩაგვეწერა, რომელმაც თავისი სათქმელი შეხვედრაზე ვერ დაასრულა, ვცადეთ მისი ვინაობა გაგვეგო, თუმცა, სამწუხაროდ, მან კომენტარზე უარი გამოგვიცხადა. თუმცა, გაბრაზებით მოგვაძახა რომ დღეს საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები არავის აინტერესებს და რომ მთელი ყურადღება მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებზეა გადატანილი.

დაკო შონია





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48