ნანახია: 642
ავტოპარკის მართვის სატელიტური სისტემა Go Live ექსკლუზიურად "ვისოლის" კორპორატიული კლიენტებისთვის შეიქმნა და მათ საწვავის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას აძლევს. უნიკალური პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ `ვისოლმა~ 20%-ით გაზარდა კორპორატიულ მომხმარებელთა რიცხვი. უკვე ერთი წელი გახდა, რაც "ვისოლის" კორპორატიული მომხმარებელი Go Live სისტემით სარგებლობს. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიებს Go Live სისტემით საშუალება მიეცათ 20%-50% შეემცირებინათ საწვავის ხარჯი. კომპანია "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია" Go Live სატელიტურ სისტემას 2009 წელის მაისიდან სთავაზობს მომხმარებელს და დღემდე მას საქართველოს ბაზარზე ანალოგი არა აქვს. Go Live სისტემით კორპორატიულ მომხმარებელს საშუალება აქვს სრულყოფილად აკონტროლოს საკუთარი ავტოპარკი არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს ყველა იმ წერტილში რომელიც საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების როუმინგ სერვისის დაფარვის ზონაშია. Go Live – ინოვაციური პროდუქტი "ვისოლის" კორპორატიული პლასტიკური ბარათის და GPS/GPRS მოწყობილობის სისტემის ინტეგრირების შედეგად მიღებულ პროდუქტს წარმოადგენს. "ვისოლის" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კიკვაძე აცხადებს: "ჩვენ დეტალურად მოვახდინეთ საქართველოს ნავთბპროდუქტების ბაზარზე სხვადასხვა კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტების შესწავლა და აღმოვაჩინეთ, რომ არსებობდა მომხმარებლის გარკვეული მოთხოვნები, რასაც ვერ პასუხობდა ვერც ერთი კომპანიის სერვისი, კერძოდ, ეს იყო მარშრუტის ზუსტი კონტროლი, რის აღრიცხვასაც აწარმოებს "ჯიპიარესი". ეს უნიკალური სისტემაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი საწვავის კონტროლთანაა მიბმული. კერძოდ, კორპორატიულ კლიენტს შეუძლია გარდა იმისა, რომ აკონტროლოს ონლაინ რეჟიმში ავტომობილის გადაადგილება და ასევე ნახოს ნებისმიერი დროის მონაკვეთის ჩანაწერი თარიღის მიხედვით, მას პარალელურად შეუძლია აკონტროლოს საწვავის მოძრაობა. ხდება საწვავის ავზის კონტროლი, რომელიც თქვენ გაძლევთ საშუალებას, ნახოთ რამდენი ლიტრი საწვავი ჩავიდა ავზში და ხომ არ მოხდა შემდგომ თაღლითურად საწვავის ამოსხმა. მომხმარებელი ერთდროულად აკონტროლებს ამას. ხორციელდება სრული ინფორმაციის მიღება, როგორც ავტომობილის ავზში არსებული საწვავის, ისე მარშუტისა და საწვავის ხარჯვის შესახებ. Go Live პროგრამით "ვისოლის" კლიენტურა კმაყოფილია. პროგრამას დიდი პროგრამული შესაძლებლობები აქვს და ჩვენ შეგვიძლია, კლიენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, შევიმუშაოთ მათთვის საინტერესო დამატებითი სახის ანგარიშები.
"ჯიპიარეს" სისტემა, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებშიც არის. არიან კომპანიები, რომლებიც მხოლოდ მარშრუტს აკონტროლებენ, მაგრამ ის რომ ეს სისტემა არის ინტეგრირებული საწვავის კონტროლთან და მომხმარებელს ეძლევა საშუალება, გაიგოს რამდენი ლიტრი საწვავი ჩავიდა, ხომ არ ჩავიდა საწვავის უფრო ნაკლები რაოდენობა, ვიდრე ბარათიდან მოხდა ამის ჩამოაჭრა, ან შემდგომ ხომ არ მოხდა გაუხარჯავი საწვავის ავზიდან ამოსხმა, ასეთ დეტალიზაციას ნამდვილად ანალოგი არ აქვს. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ის შემოთავაზებები, რაც საერთაშორისო კომპანიებს ჰქონდათ ჩვენდამი, მაგრამ ჩვენ ექსკლუზიურად შევქმენით ეს პროგრამა. სატელიტურ რუკაზე, რომელიც კონკრეტულად "ვისოლისთვის" არის შექმნილი, დეტალურად თითოეული ქუჩის დანახვაა შესაძლებელი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და საქართველოს სხვა ძირითად რეგიონებში. თქვენ შეგიძლიათ ათ წამიანი სიხშირით ნახოთ, როგორ გადაადგილდება თქვენი ავტომობილი. ნახოთ მისი გადაადგილების სიჩქარე, სპიდომეტრის სიჩქარე და მისი მდებარეობა", - აცადებს თამარ კიკვაძე. იმისთვის, რომ ადამიანმა ისარგებლოს Go Live მომსახურებით, იგი აუცილებლად უნდა იყოს "ვისოლის" კორპორატიული კლიენტი, ვინაიდან ეს არის ექსკლუზიურად "ვისოლის" კორპორატიული კლიენტებისთვის შექმნილი პროდუქტი. შემდეგ ხდება ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასა და მომხმარებელს შორის. თუ "ვისოლის" კორპორატიული კლიენტი ბრძანდებით და გააფორმებთ Gო Lივე ხელშეკრულებას, საჭირო მოწყობილობა გადმოგეცემათ უფასოდ დროებით სარგებლობაში. მოწყობილობის მონტაჟსაც "ვისოლი" საკუთარ თავზე იღებს. კლიენტი იხდის მხოლოდ სააბონენტო გადასახადს ერთ ცალ მოწყობილობაზე 50 ლარის ოდენობით. მონტაჟი ძალიან მარტივია. როცა ჩვენ პროდუქტს ვსწავლობდით, გვქონდა მოსამზადებელი პერიოდი. შევეცადეთ ისეთი მოწყობილობა შეგვერჩია, რომელიც ყველაზე ნაკლებ ჩარევას მოითხოვდა ავტომობილში და ადვილი იქნებოდა მისი დამონტაჟება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადვილად მანიპულირებადია. მონტაჟი ძალიან მარტივად ხდება, დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. ჩვენ გვყავს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე, ავტოფარეხში, სამუშაო ეზოში, სადაც კლიენტისთვის მოსახერხებელია, იქ ამონტაჟებენ Gო Lივე სისტემას, რის შემდგომაც მომხმარებელს მისი საიდენტიფიკაციო სახელი და პაროლი გადაეცემა. აღნიშნული პროდუქტით და პროგრამით სარგებლობა არ მოითხოვს პროგრამის ინსტალაციას თქვენს კომპიუტერში. მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი ინტერნეტის წვდომაა, შეგიძლიათ შეხვიდეთ `ვისოლის~ ვებგვერდზე და თქვენი საიდენტიფიკაციო სახელითა და პაროლით მოხვდეთ თქვენს ონლაინ პროგრამაში. ჩვენი მომხმარებლები არიან: "გუდვილი" "დიეჩელი", "თიბისი ბანკი", ასევე ტვირთგადამზიდავი კომპანიები. ამ მომსახურებამ ძალიან გაუადვილა მუშაობა ტრანსპორტის მენეჯერებს. ტრანსპორტის მენეჯერებისთვის ეს ძალიან დიდი კომფორტია. გარდა იმისა, რომ იზოგება საწვავი, იზოგება ავტომობილის ცვეთა, რაც ხშირად უფრო ხარჯტევადია, ვიდრე საწვავში გახარჯული თანხა. ასევე გაქვს სრული ინფორმაცია, თუ როგორიარჩევნებში ჩაერთო თანამშრომლები გყავს, ვინ არის ლოიალური თქვენი კომპანიის მიმართ, ვის შეიძლება კომპანია დაეყრდნოს სამომავლოდ და ვისი იმედი ჰქონდეს. ეს არის სრული კონტროლი ავტოპარკზე. ეს ინფორმაცია არ არის ერთჯერადი, ის ინახება სერვერზე და ერთი წლის განმავლობაში ჩანაწერი ხელმისაწვდომია კლიენტისთვის. მას შეუძლია განვლილი წლის ნებისმიერი დრო, დღე ამოირჩიოს და ნახოს მისი ავტოპარკი. შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ნახოთ, სად მოძრაობს თქვენი ავტომობილი", - ამბობს "ბ&ფ" სთან საუბარში ეკა გორდაძე Go Live პროგრამის კოორდინატორი.
|