იმედი არის, შანსი - არანაირი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : იმედი არის, შანსი - არანაირი
ნანახია: 586

სოციალურ ქსელებში "საქართველოს ლატარიის კომპანიის" თაღლითობების შესახებ სულ უფრო ხშირად საუბრობენ

"ერთხელ გადაცემის დროს ჯერ ციფრი გამოჩნდა, მერე ეგრევე გაქრა, ბურთი ჩამოვარდა და ჰოი, საოცრებავ, დაემთხვა! ანუ წინასწარ იციან, რა ციფრი უნდა ჩამოვარდეს. ვფიქრობ, მილიონს გაათამაშებენ, როგორც კი რეიტინგი დავარდება, ახლა ძალიან კარგი გაყიდვები აქვთ", _ ასეთი შეფასება, რომელიც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაჟღერდა, ამ ბოლო დროს "საქართველოს ლატარიის კომპანიამ" არაერთი ადამიანისგან დაიმსახურა.
შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" ფლობს 10 წლიან ექსკლუზიურ უფლებას საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე. ათწლიანმა პროექტმა, წინასწარი გათვლებით, 4 მილიარდიანი შემოსავალი უნდა მოუტანოს კომპანიის მეპატრონეებს. აქედან დაახლოებით 900 მლნ. ქართული სპორტისა და კულტურის განვითარებას და ძეგლთადაცვას მოხმარდება. თუმცა, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხალხის ხარჯზე.
იმ ხალხის, ვისაც ბილეთში, რომელსაც ჯეკ-პოტის მოგების შანსი ერთიდან დაახლოებით 14 000 000 აქვს, 2 ლარს ახდევინებენ ანუ უნდა იყიდოთ 28 000 000 ლარის ბილეთი, რომ მოიგოთ 1 855 000 ლარი (11 მაისს სწორედ ამდენს შეადგენს ჯეკ-პოტი).
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან პირველი ივნისიდან კეზერაშვილს უფლება ექნება ლატარიებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საკუთარი სურვილის მიხედვით მიაღებინოს.
პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" ნათქვამია, რომ ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ფინანსთა სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნება. საბჭოს ფინანსთა მინისტრი შექმნის და ის მთავრობის ნაცვლად განიხილავს და შეითანხმებს თამაშის ზოგად წესს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში. ამასთან, საბჭოს მიეცემა უფლება, განიხილოს ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებული იქნება ლატარიასთან.
ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლებელი იქნება შევიდნენ სხვა პირებიც. თუ ვინ იქნება ეს "სხვა პირები" დღეისათვის უცნობია, თუმცა ექსპერტებში გაჩნდა ეჭვი, რომ საბჭოში კეზერაშვილის ოფიციალურად შეყვანა სურთ, ვინაიდან ეროვნული ლატარიის კომპანიის მფლობელად სწორედ ის მოიაზრება.
ცნობილია, რომ ყველაფერი, რაც ლატარიებს და აზარტულ თამაშობებს ეხება, კეზერაშვილის ინტერესების შესაბამისად კეთდება. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ გადაწყვეტილებების მიღება პირდაპირ მისი თვალწინ ხდებოდეს. პირდაპირ მთავრობის სხდომაზე ხომ არ დასვამდნენ და როგორც ჩანს, ეს ცვლილება სწორედ ამიტომ მოიფიქრეს.
შეიძლება პირადად კეზერაშვილი არ იყოს ამ საბჭოს წევრი და კომპანიის წარმომადგენელი დასვან, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სხვა რამ არის _ სად გადის ზღვარი ხელისუფლების ინტერესებსა და კერძო ბიზნესს შორის?

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48