თიზ-ი ბათუმშიც იხსნება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : თიზ-ი ბათუმშიც იხსნება
ნანახია: 527

მალე ბიუჯეტის შევსება მთლიანად მცირე მეწარმეების ხარჯზე მოხდება

"დღევანდელი აჭარის პირობებში, მით უმეტეს, როცა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთში უკვე არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაზე კარგად იმუშავებს. აქ შემოვა ძალიან ბევრი ინვესტიცია", - ასეთი ოპტიმისტური განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე, მთავრობას დაავალა, რომ შესაბამის საკითხზე მუშაობა დროულად დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კომპანია "რაკ ინვესტმენტი" ფოთის პორტის 51%-ს ფლობდა და ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობები, მათზე დამაგრებული 304 637 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით "რაკ ინვესტმენტს" გადაეცა, რაშიც არაბულმა კომპანიამ 90 მილიონი დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით, არაბები ფოთის პორტის ერთადერთი მფლობელები გახდნენ. სახელმწიფომ დარჩენილი 49%-იანი წილიც გაყიდა, რომელშიც არაბებმა 65 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
ქუთაისში კი ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უკვე მოქმედებს. ინდუსტრიული ზონა ეგვიპტურმა "ფრეშმა" და მისმა ქართველმა პარტნიორმა "ჯორჯიან ინტერნეიშენელ ჰოლდინგმა" მოაწყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისი საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიულ ზონების მიხედვით `პრივილეგირებულ~ მდგომარეობაში იქნება. ეგვიპტური "ფრეშის" გარდა, საქართველოს მეორე დედაქალაქში რიგით მეორე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ჩინური კომპანია "ჰანგლი ინდასთრი" შექმნის.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში დღეს არსებული 3000-ზე მეტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან, მხოლოდ 20% თუ არის ნამდვილად ეკონომიკურად წარმატებული. ჯერჯერობით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნას დადებითი არაფერი მოუტანია. მათი ეფექტი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"ეს არის ტერიტორია, სადაც ბიზნესი გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ბუნებრივია, რომ თუ ბიზნესი გათავისუფლებულია გადასახადებისგან, ის ცდილობს კონცენტრაცია მოახდინოს სწორედ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. კარგია ეს თუ ცუდი? - ჩემი შეფასება ისეთივეა, როგორიც წლების წინ იყო: ამგვარი ზონების არსებობა ქვეყანას საკმაოდ დიდ ზარალს მოუტანს. გეტყვით რატომ - იმიტომ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არის ინვესტიციური შიმშილი, აქ ინვესტიციები ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის. როდესაც ასეთ პირობებში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება, ინვესტიციები თავს იყრის სწორედ ამ ზონაში, ხოლო სხვა რეგიონებში ინვესტიციური შიმშილი იზრდება. ჩვენში მოხდება ასეთი რამ: განვითარდება ყველა ის რეგიონი, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება, მაგრამ განვითარდება დანარჩენი საქართველოს ხარჯზე. ხოლო თუ მთელ საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოვაცხადებთ, გადასახადებს ვეღარ ამოვიღებთ და ქართული სახელმწიფო აღარ იარსებებს", _ განმარტავს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა.
წმინდა თეორიული თვალსაზრისით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნამ უნდა გამოიწვიოს წარმოების ზრდა და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირება. ამით თიზ-ები დადებით ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკაზე, მაგრამ აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხშირად რჩება ყურადღების მიღმა.
თიზ-ის შექმნა საწყის ეტაპზე მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუნდაც იმიტომ, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება შეიძლება პირდაპირ განვიხილოთ, როგორც ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. აქედან გამომდინარე, ასეთი ზონის შექმნა მოითხოვს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ამ პროცესის განვითარება ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
ეროვნული ეკონომიკისთვის სწორედ ასეთი სახის ზიანის აცილებას ცდილობს ექსპერტთა უმეტესობა, რომელიც საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის წინააღმდეგია. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი სურვილი ვერ აისრულა ქუთაისში, ფოთში, თბილისსა და რუსთავში თავისუფალი ზონების შექმნით და ჯერი ბათუმზე მიდგა. საეჭვოა, მოხდება თუ არა სააკაშვილის ინიციატივის რეალიზება იმ ფონზე, როდესაც დანარჩენ სხვა შემთხვევებში თიზ-ი რეალურად არ ფუნქციონირებს. ცხადია ისიც, რომ ასეთი რაოდენობით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ქვეყანაში არსებობა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ბიუჯეტისთვის, არც ისე სასარგებლო იქნება.


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48