ერთობლივი აქციები "ბილაინის" და "ჯეოსელის" ნათესაობას ადასტურებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ერთობლივი აქციები "ბილაინის" და "ჯეოსელის" ნათესაობას ადასტურებს
ნანახია: 687

საქართველოში მობილურზე საუბრის ტარიფები 14 წელია ერთ ნიშნულზეა გაყინული. მსოფლიოში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესები (კლების მიმართულებით) ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით ასახვას ვერ ჰპოვებს. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა მობილურით საუბარზე არსებული ტარიფების არაადეკვატურად მაღალი ფასები. აფბას კვლევის თანახმად, საქართველო მობილურის ტარიფების სიძვირით პოსტსაჭოთა სივრცეში პირველ, მსოფლიოში კი მესამე ადგილზეა. ასოციაციის კვლევამ მობილური ოპერატორების წინააღმდეგ უკმაყოფილების დიდი ტალღა ააგორა. რამაც, ზემოთხსენებული ფირმები აიძულა თავიანთ იმიჯზე ზრუნვა გაეორმაგებინათ.
მიუხედავად საზოგადოებაში მობილური ოპერატორების წინააღმდეგ არსებული პროტესტისა, ფიჭური კავშირგაბმულობაზე ტარიფები, ფაქტობრივად, არ შემცირებულა. კლება უმეტესწილად მხოლოდ შიდა ზარებზე ტარიფებს შეეხო, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა აქციების მეშვეობით განახორციელეს კომპანიებმა. მაგალითად, "მაგთიმ" აბონენტებისთვის შიდა ზარებზე 5 თეთრიანი აქცია დაიწყო. "ჯეოსელმა" კი 877-ის აბონენტთათვის შიდა ზარებზე ტარიფი 2 თეთრით შეამცირა და სააბონენტო გადასახადი გააუქმა.
თუ კომპანიებს ტარიფების შემცირებით თავი დიდად არ აუტკივებიათ, სამაგიეროდ, ერთიმეორის მიყოლებით იწყებენ სხვადასხვა აქციებს. პირველი მაისიდან "ჯეოსელმა" და "ბილაინმა" დროებითი აქციები ერთდროულად შესთავაზეს მომხმარებელს. საინტერესოა, რომ ერთ დღეს ორივე კომპანიამ ერთი მიმართულებით დაიწყო აქცია და ამასთან, ფაქტობრივად, ერთნაირი პირობებით.
"ჯეოსელის" აბონენტებს 1 მაისიდან საზღვარგარეთ დარეკვა 39 თეთრად შეეძლებათ, აქციის ჩართვის საფასური 2 ლარია. კომპანიაში აქციის დასრულების თარიღს არ აკონკრეტებენ.
ასევე 1 მაისიდან, ასევე საერთაშორისო ზარებზე დაიწყო ახალი აქცია "ბილაინმა", რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ევროპაში 35 თეთრად, დსთ-ში - 27 და ამერიკაში - 8 თეთრად შეეძლებათ დარეკვა. აქციის დასრულების თარიღი არც "ბილაინში" კონკრეტდება.
ზოგადად, როდესაც კომპანია ბაზარზე რაიმე სახის ახალ აქციას იწებს, ის ამ ფასდაკლებით კონკურენტებისგან მომხმარებლების გადაბირებას გეგმას, მაგრამ ეს გადაბირება არ მოხდება, თუ მისმა კონკურენტებმაც იგივე სახის აქციები შესთავაზეს აბონენტებს. ამიტომაა, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები ქართულ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე კარტერული გარიგებების არსებობისა, არა მხოლოდ "ჯეოსელსა"~ და "მაგთის" შორის, არამედ "ბილაინსა" და "ჯეოსელს" შორისაც. ბაზრის ფიგურანტების მიერ განხორციელებული ნაბიჯები მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მიზნით უფრო ხდება, ვიდრე სფეროში არსებული ჯანსაღი კონკურენციის შედეგად. ეს ეჭვები ზემოაღნიშნულმა აქციების ერთდროულად დაწყებამ კიდევ უფრო გაამძაფრა.
საინტერესოა, რომ ორი კონკურენტი კომპანიის მიერ ბაზარზე გამოტანილი აქციების დაწყების თარიღები, ვადები და ტარიფები ერთმანეთს დაემთხვა. ასევე საკითხავია, რამ განაპირობა ტარიფების ამგვარი მკვეთრი შემცირება. ამ კითხვებით ჩვენ კომპანიებს მივმართეთ.
"ჯეოსელისა" და "ბილაინის" PR სამსახურები ამ ფაქტებს უბრალო დამთხვევად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მოცემული აქციების საშუალებით კომპანიებმა აბონენტთა მიმართ ლოიალურობა და კეთილგანწყობა გამოიჩინეს.
უბრალო დამთხვევაა თუ "ჯეოსელისა" და "ბილაინის" მფლობელების მეგობრული ურთიერთობის შედეგი, ქართულ ბაზარზე, პრაქტიკულად, არაკონკურენტული ნაბიჯების გადადგმა, ეს მკითხველმა გადაწყიტოს. უბრალოდ დამთხვევა შეიძლება უბრალო შეთანხმებად წარმოჩინდეს, თუ გავიხსენებთ, რომ საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ "ჯეოსელსა" და "ბილაინს", პრაქტიკულად, ერთი მფლობელი ჰყავს. ამ ეჭვებს კი შემდეგი ფაქტები წარმოშობს: "ჯეოსელის” მფლობელი "თელიასონერა" რუსული "მეგაფონი"-ს აქციების 43%-ს ფლობს, სადაც "ბილაინის" მფლობელი "ალფა ფრუპ" 25% აქციების მესაკუთრეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს `თელიასონერა” და "ალფა გრუპი” ამ კომპანიების ერთობლივ მფლობელობაში მყოფი "თურქსელსა" და "მეგაფონში" მათი აქტივების ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ.
ზემოთმოყვანილი ფაქტებზე დაყრდნობით შესაძლებელია აიხსნას მოცემული კონკურენტი კომპანიების არაკონკურენტული ურთიერთობის მიზეზები, კერძოდ, "ჯეოსელისა" და "ბილაინის” მიერ აქციების ერთდროულად შემოღება და გარკვეულ სერვისებზე იდენტური ტარიფების არსებობა.

ლელა გოგოლაძე



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48