ლიტრი ბენზინი 1.26 ლარი უნდა ღირდეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ლიტრი ბენზინი 1.26 ლარი უნდა ღირდეს
ნანახია: 1082

ნავთობკომპანიები მოსახლეობას ყოველ თვე 30 000 000 ლარს პარავენ

თავისუფალი კონკურენციისა და ვაჭრობის სააგენტო გაუქმდება. ეს სტრუქტურა ანტიმონოპოლიური სამსახურის ერთგვარი მემკვიდრეა, რომელსაც ქართულ ბაზარზე კონკურენციის მაღალი დონე უნდა უზრუნველყო. დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი სამსახურის შექმნა, თავის დროზეც ძალიან ნეგატიურად შეფასდა. თუმცა, ბენდუქიძემ და მისმა "მრევლმა" თავისი გაიტანა. ამ ცვლილების 6 წლის თავზე, თავისუფალი კონკურენციისა და ვაჭრობის სააგენტოს მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა და აუქმებენ. თავიდანვე გაურკვეველი იყო, რა შედიოდა ამ სამსახურის ფუნქციებში და მის მიერ გატარებული, რომელი სამუშაო ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად, თუმცა მთავარი ისაა, რომ ბენდუქიძის კიდევ ერთი ინიციატივა ჩავარდა. ამისთვის ბენდუქიძეს პასუხს არავინ მოსთხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ბაზრის თითქმის ყველა სეგმენტში მონოპოლისტობის უამრავი ნაირსახეობაა.
განსაკუთრებით საინტერესო ვითარებაა საწვავის საცალო ვაჭრობის ქსელებში. ამ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კომპანია საქმიანობს.
კომპანიები მრავალსახოვანია, მათი ლოგოებიც განსხვავებულია, გვხვდება მწვანე, წითელი და ყვითელი ფერები, ასევე არის აღმოსავლურ სიჭრელეში გადაწყვეტილი ლოგოც.
"ვისოლის" მწვანე, "ლუკოილის" წითელი და "რომპეტროლის" ყვითელი ძალიან გვაგონებს შუქნიშანს, არა მხოლოდ ფერებით. ისინი შინაარსითაც კარგად გვანან საგზაო მოძრაობის მომწესრიგებელ მოწყობილობას. ერთის მხრივ, ისინი განსაზღვრავენ, რა ინტენსივობით ივლის მანქანები ქუჩებში და მეორეს მხრივ, კი შუქნიშანივით შეთანხმებულად ატარებენ საფასო პოლიტიკას. სიტუაციაში ლოგიკურად ჯდება "სოკარის" ჭრელი ფერები, მრავალფეროვანი კომპანიის შესაძლებლობები აშკარად აღემატება ერთ ფერს, ის ხომ, ერთის მხრივ, საცალო ბაზარზე არის წარმოდგენილი, მეორეს მხრივ კი სხვა კომპანიების ძირითადი მიმწოდებელია.
შუქნიშანივით აწყობილი თანამშრომლობა, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს. მწყობრი და მიზანმიმართული საფასო პოლიტიკა, რომელსაც ქართული ნავთობკომპანიები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ატარებენ, ნამდვილად შედეგიანია. ეს არის კორპორატიულობისა და კოლეგიალობის ნამდვილი მაგალითი, როდესაც ბიზნესსუბიექტები წუთებში და თეთრებში ამთხვევენ ფასების ცვლას. "ცვლა~", ამ შემთხვევაში, მხოლოდ ზრდას ნიშნავს, რადგან ბოლო დროს ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის შემცირების ფაქტს ვერავინ გაიხსენებს.
ბენდუქიძის დანატოვარი რეფორმების წყალობით, ნავთობკომპანიებს საშუალება ეძლევათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების გარეშე, გააძვირონ საწვავი. საწვავის ფასები არა მარტო იმ ადამიანებს ეხება, რომლებსაც ავტომობილი ჰყავთ. ნებისმიერი პროდუქტი, რომლითაც ქართველი მომხმარებელი სარგებლობს, თვითღირებულებაში აუცილებლად გულისხმობს საწვავის ხარჯს. ერთი სიტყვით, ნავთობკომპანიები ყველა ქართველს უღებენ ჯიბიდან ფულს.
ბოლო დროს საწვავის საცალოდ მოვაჭრე ყველა ქსელურმა კომპანიამ ერთხმად გაზარდა ფასები. ბენზინი "ეტაპობრივად" ჯერ 5 თეთრით, ხოლო 20 იანვარს 10 თეთრით გაძვირდა. საბოლოო ჯამში, რეგულარის ტიპის საწვავზე, რომელზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ფასი 15 თეთრით გაიზარდა და 1.77 ლარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასების დაუსაბუთებელ ზრდას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა, "ვისოლმა" საცალო ქსელში საწვავი კიდევ გააძვირა და რეგულარის ტიპის ბენზინს 1.8 ლარად ყიდის.
საწვავის ბოლოდროინდელი გაძვირების არალოგიკურობა "ბანკები და ფინანსების" ფურცლებზე არაერთხელ დასაბუთებულა. ამჯერად, მკითხველს გავაცნობთ, თუ როგორ დგება საწვავის ფასი და რეალურად რამდენი უნდა იყოს საწვავის საცალო ფასი.
დღეისათვის საქართველოში იმპორტირებული 1 ტონა საწვავის (ვითვლით რეგულარის ტიპის ბენზინის ფასს) ფასი არის 690 აშშ დოლარი. არსებობს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ საწვავზე ქართულ კომპანიებს აქვთ დაახლოებით 25 აშშ დოლარიანი ფასდაკლება 1 ტონაზე, მაგრამ რადგან ინფორმაცია დადასტურებული არ არის, ეს ფაქტორი არ გავითვალისწინოთ. ერთი სიტყვით, საქართველოში იმპორტირებული 1 ტონა საწვავი ღირს 1180 ლარი. ამ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ 250 ლარი, რომელიც არის აქციზის გადასახადი. მიღებულ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება 12 აშშ დოლარი, ანუ 21 ლარი. ასე რომ, ერთი ტონა ბენზინის ფასი არის 1451 ლარი. ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ ერთი ლიტრი ბენზინის ფასის გამოთვლაზე. ერთი ტონა ბენზინი არის 1297 ლიტრი, ანუ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი არის, 1.12 ლარი. ამ თანხას უნდა დავუმატოთ მომსახურების ხარჯი (ქსელების თანამშრომლების ანაზღაურება 1 თეთრი ლიტრზე და ცვეთის ხარჯი 1 თეთრი ლიტრზე) - 2 თეთრი. ასე რომ, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი არის 1.14 ლარი. მსოფლიო მასშტაბით მიღებული დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საწვავით მოვაჭრე კომპანიების მოგება 3-5%-ს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, ერთი ლიტრი საწვავის თვითღირებულებას უნდა დავამატოთ 4-6 თეთრი. ერთი სიტყვით, საცალო ქსელში გასაყიდად გამზადებული საწვავის ფასი უნდა იყოს 1.2 ლარი. თუმცა, სანამ პროდუქტი გაიყიდება, მას ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, პროდუქტის სარეალიზაციო ფასის 18%. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღგ დაბრუნებადი გადასახადია, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო ამ გადასახადს გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიას უბრუნებს. დღგ-ს გადასახადი შემდეგს გულისხმობს: როდესაც კომპანია ყიდულობს პროდუქტს, ის იხდის ამ თანხას და ეს გადახდილი თანხა მას უბრუნდება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ საცალო ქსელში გამოტანილი პროდუქტი 1.2 ლარი ღირს. ამ თანხიდან 0.9 ლარზე კომპანიას უკვე გადახდილი აქვს დღგ და მას ეს გადასახადი უბრუნდება. იმ თანხის ნაწილი, რაც კომპანიამ პროდუქტის თავდაპირველ ფასს დაამატა, ანუ 0.3 ლარიდან უნდა დავითვალოთ 18% (როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ეს არის აქციზის გადასახადი, ტრანსპორტირების და მომსახურების ხარჯი და კომპანიის მოგება). ანუ სარეალიზაციოდ გამოტანილ საქონელს დაემატება დღგ-ს გადასახადი. სხვაობა, დაბრუნებულ და დაუბრუნებელ თანხას შორის არის 0.054 ლარი. ეს თანხაც რომ დავამატოთ სარეალიზაციო ფასს, გამოდის 1.2 + 0.054 = 1.254. ასე რომ, საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინი (რეგულარის ტიპის) უნდა ღირდეს 1.26 ლარი.
დღეს საქართველოში ამ ტიპის ბენზინის მინიმალური გასაყიდი ფასი, მსხვილ კომპანიებში, 1.75-იდან 1.8 ლარამდე მერყეობს. ანუ ყოველი ქართველი, ვინც ბენზინს ყიდულობს, არასწორად იხდის, მინიმუმ, 50 თეთრს.
საქართველოს მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში მოიხმარს 60 000 000 ლიტრ ბენზინს. 60 000 000 X 0.50 = 30 000 000. ამ მარტივი დათვლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ნავთობკომპანიები ყოველ თვე ჯიბიდან 30 000 000 ლარს უღებს.
ზუსტად ამ 30 000 000 ლარიდან ფინანსდება ვანო მთვრალაშვილის ხელფასი. ეს ის ბატონი ვანოა, რომელიც ბენზინის ფასების ცვლილებას საწვავის საერთაშორისო ფასების მატებას ნედლ ნავთობზე ფასის ზრდას უკავშირებს ხოლმე. სწორედ ამიტომ არ დაგვდო პატივი მან და კომენტარი საქართველოში საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, ვერ გააკეთა. ნედლი ნავთობის ფასი დღეს, 2010 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალია.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48