ჯეკ-პოტის მოგების შანსი "ლოტოში" თითქმის ნულის ტოლია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ჯეკ-პოტის მოგების შანსი "ლოტოში" თითქმის ნულის ტოლია
ნანახია: 2174

ლატარიის კომპანიის მოგება 10 წელიწადში 4 მილიარდი იქნება

თამაშის მუხტს სულ უფრო აღვივებენ და აღვივებენ ჩვენში. ჯერ იყო და ე.წ. "სლოტ კლუბებმა" წალეკა ქალაქი, მერე იყო "ჯეოსელის", "მაგთის" და ბანკების გათამაშებებმა "ახალისა" ხალხი, მერე კაზინოების რეკლამების დიდი ბილბორდებით გაივსო ქალაქი. ამას დაემატა ეს ახალი "საქართველოს ლატარიის კომპანია". ლატარიის კომპანია სერიოზული ფენომენია. უამრავ ფულს ხარჯავენ, ბაზრის მონოპოლიზებაც მოახერხეს და ჯიუტად არწმუნებენ ხალხს, რომ მიეჩვიონ მოგებას, რომელსაც ვერასდროს ეღირსებიან.
29 დეკემბერს "საქართველოს ლატარიის კომპანიამ" "ლოტოს" პირველი გათამაშება გამართა. ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ ლოტოს ბილეთები შეეძინათ, 49 ციფრიდან 6 იღბლიანი შეერჩიათ და ჯეკ-პოტი _ 300 000 ლარი მოეგოთ, თუმცა ჯეკ-პოტი არ გათამაშდა, ამჯერად ეს თანხა გაიზარდა და 12 იანვრისთვის 400 000 ლარი შეადგინა. გათამაშება კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გაიმართება.
"თამაშის წესები საკმაოდ მარტივია და გასართობი. მომხმარებელმა 1-დან 49 ციფრის ჩათვლით 6 ციფრი უნდა შეარჩიოს და ბილეთი შეიძინოს. მონიშნეთ ლოტოს შერჩევის ბარათზე სასურველი რიცხვები, თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაცია ნიშნავს ლოტოს გათამაშებისთვის შეძენილ 1 სტანდარტულ ბილეთს. თქვენს მიერ შერჩეული 6-რიცხვიანი კომბინაციით შეგიძლიათ ითამაშოთ ერთზე მეტ გათამაშებაში", _ აცხადებს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" აღმასრულებელი დირექტორი ელენ ჩენგი. 6-რიცხვიანი კომბინაციიდან 5, 4 ან 3 რიცხვის დამთხვევის შემთხვევაშიც თამაშდება მიზერული თანხები. ცნობისთვის, ლოტოს ერთი ბილეთის ფასი 2 ლარია.
ყველაფერი თითქოს ძალიან მარტივი და გასაგებია, მაგრამ რატომღაც არავინ ფიქრობს, რამდენია ჯეკ-პოტის მოგების რეალური შანსი. "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ორგანიზებულ ლოტოში გამარჯვების შანსი, ალბათობის თეორიის მიხედვით, არის 13,983,816-დან ერთი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ალბათობის თეორიის თანახმად საერთო რაოდენობა ტოლია (49*48*47*46*45*44)/(6*5*4*3*2*1)=13,983,816. ანუ ჩვენ დაახლოებით 14 000 000 გათამაშება უნდა ველოდოთ გამარჯვებას. როგორც ვხედავთ, მოგების შანსი თითქმის ნულის ტოლია, ხოლო კეზერაშვილის გამდიდრების შანსი იზრდება და იზრდება (კულუარული ინფორმაციით "საქართველოს ლატარიის კომპანია" დავით კეზერაშვილის საკუთრებაა და ის ამ სფეროში მონოპოლისტია).
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლატარიის ბილეთის ფასი იმ მოგების შანსის სამართლიან ფასთან მიმართებაში, რომელსაც ეს ლატარიის ბილეთი გვაძლევს. თუ ლოტოში ერთი ბილეთით მოგების შანსი 14 000 000 – ია და ეს მოგება, ვთქვათ, 300 000 ლარია, როგორც 29 დეკემბრის გათამაშებაში იყო, მაშინ ერთი ლატარიის ბილეთის სამართლიანი ფასი არის 300 000/14 000 000=2 თეთრი.
შესაბამისად, თუ ლატარიის ბილეთს 2 ლარად (ანუ 100-ჯერ ძვირად) გვთავაზობენ, რთული მისახვედრი არ არის, რომ ასეთი ბილეთის შეძენა ნამდვილად წამგებიანია.
აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ლოტოში მოგება ჩვეულებრივ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და შეადგენს 20%-ს პლუს, ალბათ, იმ ბანკის საკომისიო, რომელიც თანხას გასცემს და პლუს GLC-ს საკომისიო 0,25%. მოკლედ, მოგებული თანხის, ასე 75%, შეხვდება გამარჯვებულს.
საბჭოთა კავშირში კი ეს ლატარეა 70-იან წლებში შემოვიდა პირველად და მალევე შეცვალეს,როგორც გავარკვიე, ჯერ 1-დან 45 რიცხვის ჩათვლით 6-რიცხვიანი კომბინაცია უნდა შეგერჩია, მერე კი 36 რიცხვიდან 5-რიცხვიანი კომბინაცია, ეს მოხდა მცირე ალბათობების და შესაბამისად მოღებული ხალხის სიმცირის გამო და ეს საბჭოთა კავშირის მოსახლეობის რაოდენობის და 30 კაპიკიანი ბილეთების პირობებში. ყოფილ საბჭოთა კავშირში ამონაგებიდან 50% იტოვებდა მთავრობა და ახმარდა სპორტს, 50% მიდიოდა პრიზებზე, აქედან 10% ჯეკპოტებზე ანუ 6 ციფრის დამთხვევაზე (შეზღუდვა ზემოდან 10 000 მანეთი, ბევრიც რომ არ მოეგოთ), 20%- 5 ციფრზე, 30%- 4 ციფრზე და 40%- 3 ციფრზე (მინიმუმ 3 მანეთი, შეზღუდვა ქვემოდან, ხალხმა ინტერესი რომ არ დაკარგოს).
როგორც "საქართველოს ლატარიის კომპანიაში" აცხადებენ არც ისინი ივიწყებენ სპორტს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც იხდის ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე სპეციალურად განსაზღვრულ გადასახადს. აღნიშნული გადასახადი შეადგენს კომპანიის შემოსავლების 21,5%-ს და მიემართება კულტურის, სპორტისა და ძეგლთადაცვის მიზნებისთვის, შესაბამისად, კომპანია კანონით მინიჭებული ყველა უფლებით დაიცავს კომპანიის ინტერესებსა და საერთაშორისო, ღია ტენდერის შედეგად მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებას.
შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" ფლობს 10 წლიან ექსკლუზიურ უფლებას საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე. ათწლიანმა პროექტმა, წინასწარი გათვლებით, 4 მილიარდიანი შემოსავალი უნდა მოუტანოს კომპანიის მეპატრონეებს. აქედან დაახლოებით 900 მლნ. ქართული სპორტისა და კულტურის განვითარებას და ძეგლთადაცვას მოხმარდება. თუმცა ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხალხის ხარჯზე.
ვიღაც ძალიან დიდი მონდომებით ცდილობს ყველა ერთ დიდი თამაშში ჩაგვაბას. თუ მაინც გადაწყვეტთ ლოტოში მონაწილეობის მიღებას, წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ ვშიშობ, მხოლოდ იღბალი და შემთხვევითობა თუ იქნება თქვენი ოცნებების ერთადერთი წყარო.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48