DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > რა პირობებით გვთავაზობენ ბანკები საკრედიტო ბარათებს
რა პირობებით გვთავაზობენ ბანკები საკრედიტო ბარათებს21 ნოემბერი 2008. : vale |
|
საქართველოში ბოლო წლებია საბანკო სფერო მნიშვნელოვნად განვითარდა და ეკონომიკის ხერხემლად ჩამოყალიბდა. სწორედ ამან გამოიწვია ის აჟიოტაჟი, რაც ომის შემდგომ საბანკო სფეროში შექმნილ მდგომარეობას მოჰყვა, რადგან საბანკო სფეროს მდგომარეობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საბანკო სფეროს განვითარებში დიდი როლი თვით საბანკო სფეროში არსბულმა კონკურენციამ ითამაშა. კონკურენტული გარემო უბიძგებდა ბანკებს დაენერგათ ახალ ახალი პროდუქტები. თავის დროზე ერთ-ერთი ასეთი ახალი პროდუქტი იყო საკრედიტო ბარათები, რომლებიც დღეს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ საქართველოში მოქმედი ბანკების პირობებს საკრედიტო ბარათებზე.
"საქართველოს ბანკი" Orange Card-ი არის საბანკო კრედიტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მიზნისათვის. მისი დამტკიცება მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება. ბართის სარგებლობისას არ არის საჭირო უზრუნველყოფა, მისი გამოიყენება მთელ მსოფლიოშია შესაზლებელი. Orange Card-ით ყოველთვიურად ისარგებლებთ ერთთვიანი 0%-იანი კრედიტით, დაანგარიშების თარიღამდე დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ დაფარეთ დათქმულ დროს თანხა, დაგერიცხებათ პროცენტი ათვისებულ თანხაზე. Orange Card-ის ძირითადი და დამატებითი ბარათის ღირებულება დამოკიდებულია საკრედიტო ლიმიტზე - საკრედიტო ლიმიტი 500 დოლარამდე 25 ლარი; 501-დან 1000 დოლარამდე 30 ლარი და 1000 დოლარის ზემოთ 40 ლარი; ბარათის მოქმედების ვადაა 1 წელი. განაღდების საკომისიო "საქართველოს ბანკის" ბანკომატებში შეადგენს 1.0%-ს მინ. 1 დოლარი, "საქართველოს ბანკის" სერვის - ცენტრებში 1.5% მინ.1 დოლარი, ხოლო განაღდების საკომისიო სხვა ბანკის ფილიალებში და ბანკომატებში შეადგენს 2%-ს, მინიმუმ 3 დოლარს. რაც შეეხება ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთებს და პირგასამტეხლოებს, იგი სავაჭრო ობიექტებში ათვისებული თანხებისათვის შეადგენს 24.4%-ს, ხოლო განაღდებული და სხვა ოპერაციებით ათვისებული თანხებისათვის 3%-ს. რაც შეეხება საკომისიოს და ჯარიმის სახით ათვისებულ თანხებს, 0%-ს, ათვისებული თანხისათვის ოპერაციის ტიპის მიხედვით დაწესებულ წლიურ განაკვეთს +10%. Orange Card-ით სარგებლობა შეუძლიათ ყველა რეზიდენტ ფიზიკურ პირს 22-დან 60 წლამდე, ვისაც აქვს ყოველთვიური შემოსავალი არანაკლებ 200 დოლარისა. "თიბისი ბანკი" TBC CARD-ის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდე შემდეგ პირობებს: უნდა იყოთ არანაკლებ 20 წლის, უნდა გქონდეთ მინიმუმ 6 თვის სამუშაო გამოცდილება და თქვენი მინიმალური შემოსავალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 300 ლარს. TBC CARD-ი გთავაზობთ უპროცენტო ცრედიტს საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით - 55 დღით. არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თავდებობა და რაც მთავარია, არ არის შეზღუდული საკრედიტო ლიმიტი. TBC CARD-ის დავალიანების თანხის დაფარვა შესაძლებელია "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში მისვლით, ტელეფონ ბანკით, ინტერნეტ ბანკით და სხვა ბანკიდან თანხის გადმორიცხვით. რაც შეეხება ტარიფებს, "თიბისი ბანკის" და "ვითიბი ბანკის" ბანკომატებში თანხის განაღდება შეადგენს 1%-ს მინ. 1 ლარი, ხოლო სხვა ბანკებში და ბანკომატებში 2% მინ. 6 ლარი. საკომისიო სავაჭრო ობიექტებში შეადგენს 0.25%-ს, ყოველთვიური შემოსატანი თანხა შეადგენს ათვისებული თანხის 10%-ს, ვადაგადაცილების ჯარიმა 0.5%. ბარათის მომსახურების წლიური საკომისიო შეადგენს 35 ლარს. "ბანკი რესპუბლიკა" საკრედიტო ბარათების ბაზარზე "ბანკი რესპუბლიკა" წარმოდგენილია Dream Card-ით, რომელიც საშუალებას გაძლევთ 2 წლის განმავლობაში მრავალჯერ მიიღოთ თანხა 5000 ლარამდე და გამოიყენოთ ეს თანხა 55 დღე 0%-ად ან დაფარაოთ ნელ-ნელა საქართველოში ყველაზე დაბალი ყოველთვიური შენატანებით. თქვენ წინასწარ ირჩევთ, რა ნაწილის დაფარვა გსურთ ყოველთვიურად: 75, 50, 25, 10 ან 5%-ის. ბარათის მომსახურების წლიური საკომისიო შეადგენს 30 ლარს, საკომისიო ბარათით სარგებლობისას "ბანკ რესპუბლიკას" ბანკომატებში შეადგენს მინიმუმ 1%, მინიმუმ ერთი ლარი, სხვა ბანკის ბანკომატებში 2% მინ. 6 ლარი, "ბანკ რესპუბლიკის" ფილიალებში 1.5% მინ. 2 ლარი, სხვა ბანკის ფილიალებში 2% მინ. 6 ლარი, სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორების საკომისიო 0%-ია. საპროცენტო განაკვეთი თანხის განაღდებისას 34%, ხოლო სავაჭრო ობიექტებში ანგარისსწორებისას 28%. "ტაოპრივატბანკი" PRIVATE CARD-ი არის უნივერსალური VISA CLASICIS ტიპის მაღალი კლასის საკრედიტო ბარათი. მისი მიღება შეგიძლიათ, თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, გაქვთ შემოსავალი და თქვენი ასაკი 18-დან 65 წლამდეა. PRIVATE CARD-ი გთავაზობთ უპროცენტო კრედიტს 30 დღის განმავლობაში, უვადო საკრედიტო ლიმიტს, საკრედიტო ბარათის მიღება შესაძლებელია სახელფასო ცნობის გარეშეც. საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადაა 4 წელი და საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრება 50-დან 2500 ლარამდე, საპროცენტო განაკვეთი თვეში მხოლოდ 3%, რაც ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთია. საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა შესაძლებელია მიიღოთ მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. თანხის დაბრუნება შესაძლებელია, როგორც უპროცენტო პერიოდის ბოლო დღეს, ასევე მისი დასრულების შემდეგ: ყოველთვიური მინიმალური შენატანით, რომელიც შეადგენს თვის ბოლოს დაფიქსირებული დახარჯული თანხის 7%-ს(არაუმცირეს 15 ლარისა). ყოველთვიური მინიმალური შენტანის გადახდის მაქსიმალური ვადაა: გამოტანიდან მომდევნო თვის ბოლომდე. ასევე თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ საკრედიტო ბარათზე შეიტანოთ უფრო დიდი მოცულობის თანხა, ვიდრე ეს გრაფიკით იქნება გათვალისწინებული. თანხის განაღდების საკომისიო "ტაოპრივატბანკის" ბანკომატებში შეადგენს 3%-ს, საქართველოს სხვა ბანკის ბანკომატებში - 3%+2 ლარი, საზღვარგარეთის ბანკების ბანკომატებში - 3%+6 ლარი, საკუთარი სახსრების შემთხვევაში - 1%. ლევან კობერიძე |