DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ლიბერალიზაცია არალიბერალური ნაბიჯებით
ლიბერალიზაცია არალიბერალური ნაბიჯებით30 სექტემბერი 2009. : merabi |
|
ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ლიბერალიზაციის ახალი ტალღის "განხორციელებას" მთავრობა უკვე შეუდგა. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით წელს დაგეგმილი 160 მლნ. სახაზინო ვალდებულებების ნაცვლად 280 მლნ. ღირებულების ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ოფიციალურად სახელმწიფო ვალდებულებებზე დიდი მოთხოვნა და აუქციონებზე დაფიქსირებული დაბალი საპროცენტო განაკვეთები სახელდება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ან ლიბერალიზაციის აზრი არ ესმით, ან სახაზინო ვალდებულებების არსი და მისი გამოყენების მეთოდები არ იციან. ფაქტი ერთია, რომ მთავრობა სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით კერძო ბიზნესიდან და კონკრეტულად საბანკო სფეროდან ფულად რესურსებს ამოქაჩვას. კერძო ბიზნსესიდან ფულის ამოღება კი ლიბერალიზმის გამოხატულება რომ არ არის, ეს ეკონომიკაში ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანიმა იცის. მკითხველს შევახსენებ, რომ წელს სახაზინო ვალდებულებების აუქციონი უკვე 9-ჯერ გაიმართა და წლის ბოლომდე 15-ის ჩატარება იგეგმებოდა. გასული ვაჭრობების დროს გაყიდულ ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 5-დან 7%-მერყეობდა. ასეა თუ ისე, ფინანსთა სამინისტრო წელს დაგეგმილზე 120 მლნ.-ით მეტი ღირებულების სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს. ექსპერტთა სრული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დამატებითი სახაზინო ვალდებულებების აღებით საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვას აპირებს. რაც რეალობას უფრო შეესაბამება, ვიდე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ სახაზინო ვალდებულებების გაზრდა ფასიან ქაღალდებზე არსებულმა მზარდმა მოთხოვნამ გამოიწვია. სახაზინო ვალდებულებები თავისი არსით ფინანსური პირამიდაა. მისი პირველადი გაყიდვის შემდეგ, მთავრობა იძულებულია წლის მანძილზე რამდენჯერაც მოუწევს გაყიდული ვალდებულებების დაბრუნება, ფასიანი ქაღალდების გამოშვება იმდეჯერ განახორციელოს. ანუ, თუ გაიყიდა 10 მლნ.-ს სახაზინო ვალდებულება 7%-ად, მისი დაბრუნების დრო როცა მოვა, ხელისუფლება ახალ აუქციონს ჩაატარებს, სადაც 10 მლნ.-ს დამატებული მისი 7%-ის ვალდებულებებს გამოიტანს გასაყიდად, რადგან მიღებული ფულით ძველი ვალები გაისტუმროს და ასე გრძელდება წლის ბოლომდე. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით სახაზინო ვალდებულებები ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება და არა ბიუჯეტის გასაზრდელად, ან მისი დეფიციტის დასაფარავად, როგორც საქართველოს ხელისუფლება იყენებს. ექსპერტთა მოსაზრებას, რომ მთავრობა ახალი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით ბიუჯეტში გარღვევის დაფინანსებას ცდილობს, კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს. 2007 წელს გაუქმებული ფინანსური პოლიცია ისევ აღდგება. საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომელიც ფინანსური პოლიციის აღდგენას ითვალისწინებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სერიოზული პრობლემებია, რომელთა გადასაწყვეტადაც მთავრობა ყველაფერზე მიდის. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო საფინანსო ფონდიდან მიღებული მორიგი ტრანშის ნაწილი მთავრობამ საბიუჯეტო დეფიციტის დასაფინანსებლად მიმართა, რაც აქამდე ჯერ არასდროს გაუკეთებია. ასე რომ, წელს საქართველოს ვალი მინიმუმ კიდევ 120 მლნ. ლარით გაიზრდება. როდემდე აპირებს ხელისუფლება ვალებით ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას, ხოლო ამ ფულით არამწარმოებლური სფეოროების (გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა) დაფიანსებას, უცნობია. ეკონომიკის ექსპერტები, უკვე დიდი ხანია, რაც მთავრობას ურჩევენ, რომ ბიუჯეტის ხარჯები შეკვეცოს და უაზროდ გაბერილი ბიუჯეტის კრედიტებით დაფინანსებას თავი ანებოს. როდის შეისმენს ხელისუფლება და ამ რჩვენას ამას დრო გვიჩვენებს. მერაბ ჯანიაშვილი |