DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ეკონომიკური პრობლემების და კვლევის ცენტრი მასმედიას ხვდება
ეკონომიკური პრობლემების და კვლევის ცენტრი მასმედიას ხვდება28 სექტემბერი 2009. : merabi |
|
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს - ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდე-ბულობის გაზრდა მონიტორინგის გზით’’. პროექტი ხორციელდება ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით.
ცენტრის აზრით, მასმედიის ჩართვა ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებით აქტუალურია ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი მართავს შეხვედრას მას-მედიის წარმომადგენლებთან, რომლის ძირითადი მიზნებია: პროექტის ამოცანებისა და დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია; ბიუჯეტთან დაკავშირებით პირველადი კვლევის შედეგების წარმოდგენა; მედიის წარმომადგენლთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი და ცაკლეულ საკითხებზე ცენტრის ექსპერთა მოსაზრებების გაცნობა; მას-მედიის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პირველადი კვლევის/მონიტორინგის შედეგები შემდეგ საკითხებზე: ზოგადი მაკროეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში; საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვა; ,,ქამრების შემოჭერის’’ პოლიტიკის მონიტორინგი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველობების ბიუჯეტისათვის ტრანსფერტების გადაცემის მონიტორინგი. პრეზენტაციი აზე მოხსენებას ი დავით ნარმანია და შოთა მურღულია გააკეთებენ. შეხვედრა 2009 წლის 30 სექტემბერს 16:00, სასტუმრო ,,ძველი მეტეხის’’ საკონფერენციო დარბაზში, მეტეხის აღმართი N3გაიმართება. |