DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > "საქართველოს ბანკმა" Global Financeის ჯილდო მიიღო

"საქართველოს ბანკმა" Global Financeის ჯილდო მიიღო


26 მარტი 2009. : tamuna
"საქართველოს ბანკმა" Global Financeის ჯილდო “2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში” მიიღო

სს "საქართველოს ბანკმა" საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა, რომ Global Finance-ის ჯილდო "2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" მიიღო.

Global Finance, წამყვანი საერთაშორისო გამოცემა გლობალური კაპიტალის ბაზრების შესახებ, ყოველწლიურად განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკების სიას აზიის რეგიონში, 20 ქვეყნის მასშტაბით აქვეყნებს.

ხსენებული ჯილდო გადაეცემა ბანკებს, რომელთაც აღენიშნებათ თვალსაჩინო მიღწევები აქტივების ზრდის, შემოსავლიანობისა და სტრატეგიული კავშირების თვალსაზრისით. ასევე ბანკებს, რომლებიც მომსახურების მაღალი ხარისხით, კონკურენტული ფასებითა და პროდუქტების ინოვაციით გამოირჩევიან.

საუკეთესო ბანკების დასახელებაში მონაწილეობას, როგორც Global Finance-ის რედაქტორები, ასევე საფინანსო ინდუსტრიის ანალისტები, კორპორაციული აღმასრულებლები და საბანკო სფეროს კონსულტანტები ღებულობენ.

"მოხარული ვარ, რომ Global Finance-ი უკვე მეორე წელია "საქართველოს ბანკს" წლის საუკეთესო ბანკად საქართველოში ასახელებს. მსურს მივულოცო ჩემს კოლეგებს ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება, რაც მათი პროფესიონალიზმისა და წარმატებული მუშაობის აღიარებაა", განაცხადა “საქართველოს ბანკის"” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკმა" Global Finance-ის ეს პრესტიჟული ჯილდო 2008 წელსაც მიიღო. 2008 წელს ბანკმა, ასევე Euromoney-ს ჯილდო წარჩინებისათვის, როგორც "საუკეთესო ბანკი საქართველოში და ჯილდო "წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" The Banker-ისგან მიიღო.