DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ოქროს ანაბარი – ყველაზე საიმედო და მომგებიანი დაბანდება

ოქროს ანაბარი – ყველაზე საიმედო და მომგებიანი დაბანდება


27 თებერვალი 2009. : tamuna
ოქრო ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციაა მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში – ასეთია მსოფლიოში წამყვანი ფინანსური ექსპერტების დასკვნა. ნავთობზე ფასების ვარდნის და ოქროს გაძვირების პასუხად, თიბისი ბანკმა დროული შეთავაზება გააკეთა ქართულ საბანკო ბაზარზე და უნიკალური ვადიანი ანაბარი - "ოქროს ანაბარი" დანერგა.

რა არის თიბისი ბანკის "ოქროს ანაბარი"?

"ოქროს ანაბარი" არის ვადიანი ანაბარი, რომელიც დაზღვეულია ოქროთი. ანაბრის დამატებითი საიმედოობისთვის, თიბისი ბანკი ანაბარს "ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე" შეძენილი ოქროთი ამყარებს. გარდა ამისა, "ოქროს ანაბრის" მფლობელი, საიმედოობის დამატებით გარანტიებთან ერთად, ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში, გაზრდილ საპროცენტო სარგებელს მიიღებს.

ოქროს ანაბარზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ოქროს ფასის ცვლილებაზე და შეადგენს: ფასის ზრდის შემთხვევაში 16%-მდე, ხოლო მისი კლების შემთხვევაში - გარანტირებულ წლიურ 9%-ს.

ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს თუ რა საპროცენტო სარგებელი დაერიცხება, მაგალითად, 10 000 აშშ დოლარის ოდენობით გახსნილ ოქროს ანაბარს ოქროს ფასის 6, 14 და 20%-იანი ზრდის შემთხვევაში და თანხობრივად როგორ გაიზრდება ეს ანაბარი:





ბოლო 2 თვეში ოქროს ფასი 20%-ით გაიზარდა

რამდენად რეალურია, რომ ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდოს და "ოქროს ანაბრის" მფლობელებმა უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი მიიღონ?

ოქროს ფასი ბოლო თვეების მანძილზე დინამიურად იზრდებოდა. 2008 წლის დეკემბერში, როდესაც თიბისი ბანკმა "ოქროს ანაბარი" დანერგა, 1 უნცია ოქროს ფასი დაახლოებით 830-840 დოლარს შეადგენდა. ორ თვეში ეს ფასი 20%-ით გაიზარდა და 1000 დოლარს გადააბიჯა:




დასავლეთის წამყვანი ექსპერტების პროგნოზების თანახმად, მომავალში ოქროს ფასი პერმანენტულად გაიზრდება. Heraeus-ის ანალიტიკოსების განცხადებით "ოქროს ბაზარზე კვლავ გრძელდება ზრდის ტენდენცია. ETF-ის ფონდის მიერ მოწოდებული მონაცემებიდან კარგად ჩანს, რომ ინვესტორები მომავალშიც სტაბილურად უზრუნველყოფენ ოქროზე მაღალ მოთხოვნას".

ექსპერტების ვარაუდით, ინვესტორებს აღელვებთ თავიანთი აქტივების ლიკვიდურობა და უსაფრთხოება და ამიტომ ოქროში ინვესტირებას ამჯობინებენ.

"ჩვენი ვარაუდით 2009 წლისთვის ოქროზე მოთხოვნა ორჯერ მეტად მოიმატებს 2007 წელთან შედარებით, რაც ოქროს ფასის მოდერნიზაციას გამოიწვევს" – აცხადებს UBS–ის ექსპერტი, ჯონ რიდი.

ამ პროგნოზებიდან გამომდინარე, ისინი, ვინც სწორედ ახლა, მსოფლიო კრიზისის საწყის ეტაპზე გახსნიან "ოქროს ანაბარს", ყველაზე მეტ სარგებელს ნახავენ. ერთი მხრივ, მათ შეუძლიათ სტანდარტულ განაკვეთებზე ბევრად მაღალი სარგებელი მიიღონ და რაც მთავარია, ჩაერთონ თიბისი ბანკის გათამაშებაში "გახდი მილიონერი". ეს კი მათ რეალურ შანსს აძლევთ, მოიგონ ახალი ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის 5-ში, ან მილიონი ახალი წლის ღამეს.