DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ინტერვიუ "მწვანეთა პარტიის" ლიდერთან გიორგი გაჩეჩილაძესთან
ინტერვიუ "მწვანეთა პარტიის" ლიდერთან გიორგი გაჩეჩილაძესთან20 აგვისტო 2010. : merabi |
|
"საქართველოს მთელს სასურსათო პროდუქციაში იმპორტის წილი 76%-ია"
2004 წლიდან დღემდე ზოგიერთმა სახელისუფლებო ჩინოვნიკმა იმპორტით 3,5 მილიარდი იშოვა - ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით სადღეისოდ მსოფლიოში და საქართველოში არსებულ სიტუაციას სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში? - ერთის მხრივ, გვალვების და, მეორის მხრივ, წყალდიდობების გამო ხდება ნიადაგების დეგრადაცია, რის გამოც მოსალოდნელია მსოფლიო შიმშილი. მთელი მსოფლიო ფიქრობს, როგორ მოახერხოს ადაპტაცია ამ პირობებზე, რათა დაიცვას მოსახლეობა შიმშილისგან. ამისთვის ხდება ადაპტაციური პროგრამების შემუშავება. ყველა ქვეყანა ცდილობს წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და საგანგებო სიტუაციებს მომზადებული შეხვდეს, ანუ კრიზისულ სიტუაციებში მინიმალურ დონეზე მაინც შეინარჩუნონ სასურსათო უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ხორბალი, ბოსტნეული და ა.შ. ამ მხრივ საინტერესოა საქართველოში მიმდინარე პროცესები. მე ყოველთვის ვადარებ ერთმანეთს ვარდების რევოლუციისდროინდელ ვითარებას მიმდინარე პერიოდთან. 2003 წელთან შედარებით ნათესი ფართობები, მიუხედავად იმისა, რაც გველის წინ, შემცირდა ორჯერ, ხორბლის წარმოება შემცირდა ოთხჯერ, იყო წელიწადში 225 ათასი ტონა და გახდა 54 ათასი, კარტოფილის წარმოება შემცირდა ორჯერ, ხილის წარმოება 50%-ით შემცირდა, ყურძნის 30%-ით, ჩაის 5-ჯერ, ბოსტნეულის 2,5-ჯერ, სამაგიეროდ, კარტოფილის იმპორტი გაიზარდა იმავე სიდიდით, ბოსტნეულის იმპორტი კი 10-ჯერ, ხორცის იმპორტი გაიზარდა 2-ჯერ, დღეისათვის ბაზარზე ხორცის 60% იმპორტირებულია. მცენარეული ცხიმების მთლიან მოცულობაში 85% არის იმპორტი, რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანს - ხორბალს, მის იმპორტზე 92%-ით ვართ დამოკიდებული. ზოგადად, მთელს სასურსათო პროდუქციაში იმპორტის წილი კი 76%-ია. არადა, საქართველოს აგრარული პოტენციალი თავისუფლად დააკმაყოფილებს 15 მილიონ ადამიანს. - თქვენი შეფასებით, რატომ არ აქცევს მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებას ყურადღებას? - ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ამით ვიღაცეები დიდ ფულს შოულობენ. ციფრებში თუ გადავიყვანთ, იმპორტი წელიწადში, თანხებში გამოხატული, 650 მილიონია, ხოლო მოხმარება მილიარდ 90 ათასი, ე.ი. დაახლოებით 60% იმ ფულისა, რასაც ვიხდით მთლიან მოხმარებაში, გადის საზღვარგარეთ. 2004 წლიდან დღემდე ზოგიერთმა სახელისუფლებო ჩინოვნიკმა იმპორტით 3,5 მილიარდი იშოვა. მოამზადა ნოდარ ჭიჭინაძემ |