| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბანკები და ფინანსები : სესხის აღების სიმარტივით საქართველო 142 ქვეყანას შორის 79–ეა |
“არცერთ ბანკს არ უჩნდება სურვილი, მრვალფეროვანი პროდუქტები გამოიტანოს”
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ნაციონალური ზღაპარი - ეკონომიკური განვითარება ინვესტიციების გარეშე |
 საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გვარწმუნებს ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც, რომ ქართული ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. თუმცა მიუხედავად სწრაფი ტემპებით „განვითარებისა“, რატომღაც ეს არ აისახება რიგითი ქართველის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მაინც ვერ ვახერხებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ვერც ამერიკასთან და ვერც ევროკავშირთან. ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ „ბლუმბერგი“-ს უკანასკნელი კვლევის შედეგებში საქართველო იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს განაცხადის გაგზავნა დაუგვიანდა. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“-ში (აბფა) ვერა ქობალიას ამ განცხადებას ცინიკურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ რეიტინგში მოსახვედრად ქვეყნის მიერ განაცხადის გაგზავნას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილეში „ბლუბერგი“ თვითონ აწარმოებს ქვეყნების ეკონომიკის კვლევას და ამ კვლევის შედეგების მხიედვით ადგენს რეიტინგებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლირებადი და დაშინებულია |
ინტერვიუ პარლამენტის ვიცე–სპიკერ ლევან ვეფხვაძესთან „კონკურენციის სააგენტო პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგ არ წავა“
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ”ახალგაზრდა ფინანსისტები” ვერა ქობალიას განცხადებას პასუხობენ |
 ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას” პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე ცინიკურსა და საზოგადოების უპატივცემულობას უწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო ”ბლუმბერგის” რეიტინგი მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ რეიტინგში მონაწილეობისთვის თხოვნა არ გაუგზავნია. ამის შესახებ ნოდარ ჭიჭინაძემ ”აფბას” ბრიფინგზე განაცხადა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოში ბიზნესისთვის სასარგებლო ცვლილებები ხორციელდება |
ინტერვიუ ბიზნეს–ომბუდსმენ გიორგი პერტაიასთან
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ცვლილებები საგადასახადო კოდექსში |
მარტის თვეში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მოკლე მიმოხილვა
|
| |
| ბანკები და ფინანსები : შემოსავლების სამსახურის ახალი უფლებამოსილება |
 ბიზნესმენის ქონების საბაზრო ღირებულებას შემოსავლების სამსახური დაადგენს. ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას, ბიზნესმენის ქონების საბაზრო ღირებულებასაც განსაზღვრავს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბა |
საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 50%, ხოლო ექსპორტის 140%-იასაქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 11.2 მილიარდი აშშ დოლარი (18.6 მლრდ ლარი) შეადგინა; აქედან, 3.7 მილიარდი აშშ დოლარი (6.1 მილიარდი ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (32.9%), 815.0 მლნ აშშ დოლარი (7.3%) (1.4 მილიარდი ლარი) – ეროვნული ბანკის, 2.1 მილიარდი აშშ დოლარი (19.0%) (3.5 მილიარდი ლარი) – საბანკო სექტორის, 2.0 მილიარდი აშშ დოლარი (17.8%) (3.3 მილიარდი ლარი) – სხვა სექტორებისა და 2.6 მილიარდი აშშ დოლარი (23.0%) (4.3 მილიარდი ლარი) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა |
ქვეყნის ვალდებულებები მის აქტივებს 13.4 მილიარდი დოლარით აჭარბებს
2000 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ქვეყნის ვალდებულებები აქტივებთან შედარებით 6-ჯერ მეტად გაიზარდა
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუარესდა |
დეფიციტმა 525.4 მილიონ დოლარს მიაღწია2011 წლის IV კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 525.4 მლნ აშშ დოლარი (872.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 14.9 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 167.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 232,6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (1,7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 6,7 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 33,5 პროცენტით მეტი 2010 წლის IV კვარტალთან შედარებით.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : კიდევ ერთი კანონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამო მიიღო პარლამენტმა |
 ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ შეიძლება შემოწმების ახალი ტალღა დაიწყოს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გიორგი ქადაგიძის უწყებას კომერციული ბანკის წილის მფლობელებისა და ადმინისტრატორებისთვის შეზღუდვების დაწესების უფლება ეძლევა. შეზღუდვის მთავარი მიზეზი კი შესაძლოა პირის წარსულში ნასამართლეობა იყოს. კანონის მოქმედი რედაქციით, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისი კრიტერიუმები კონკრეტულად არის გაწერილი. კერძოდ, პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „ტურიზმი სოფლის მეურნეობის განვითარების მასტიმულრებელია“ |
ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ გია ღაღანიძესთან
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სინგაპურიზაცია – გზა, რომელიც ბაზრის რეგულაციას მოითხოვს |
დავით ნარმანია: საქართველოს მონოპოლიები თითქმის ყველა სექტორშიასაქართველოს სინგაპურიზაციაზე ხელისუფლება 2004 წლიდან საუბრობს. ქვეყნის ეკონომიკური კურსის შეფასებისას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სინგაპურის მაგალითებს მუდმივად განიხილავს. "დღეს ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი სამუშაო ადგილი. საქართველო გახდება ცენტრი რეგიონში იმიტომ, რომ აქ არ არის კორუფცია, არის შრომისმოყვარე საზოგადოება და ეფექტური მთავრობა. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, როგორც ეს განვაცხადეთ 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმით, რომ უმუშევრობა საქართველოში დავიდეს 10 პროცენტზე ქვემოთ. მართალია, ჯერ არ ვართ სინგაპური, მაგრამ ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სიღარიბე, რომელიც არსებობს, დავივიწყოთ," - სააკაშვილმა ეს განცხადება 2012 წლის 2 აპრილს საგარეჯოში ვიზიტისას გააკეთა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საჯარო რეესტრმა და პრივატბანკმა კიდევ ერთ ახალი სერვისი დანერგეს |
ქონებისა და ბიზნესის შესახებ ამონაწერის მიღება უკვე პრივატბანკის ტერმინალებში შეიძლებასაჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და პრივატბანკმა კიდევ ერთ ახალი სერვისი დანერგეს. ამიერიდან მომხმარებლებს საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონებისა და ბიზნესის შესახებ ამონაწერის მიღება პრივატბანკის თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით, სწრაფად და მარტივად შეუძლიათ. მოქალაქეებს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად რეესტრის ოფისებში მისვლა და დროის დახარჯვა აღარ მოუწევთ. მათ საშუალება აქვთ თავიანთ სახლთან ან სამსახურთან ახლოს მდებარე პრივატბანკის ნებისმიერ სერვის–ცენტრს მიმართონ და ქონებისა და და ბიზნესის შესახებ ამონაწერის თვითმომსახურების ტერმინალის მეშვეობით სწრაფად და მარტივად მიიღონ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : BSTDB–მა ბაზისბანკს საკრედიტო ხაზი გამოუყო |
 2 აპრილს ბაზისბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს (BSTDB) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საკრედიტო ხაზის გამოყოფის თობაზე. BSTDB–მა ბაზისბანკს გამოუყო 4 მილიონი აშშ დოლარის განახლებადი საკრედიტო ხაზი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. პროექტის მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები კავკასიის განვითარების ფონდს ქმნიან |
 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი), ჰოლანდიის განვითარების ბანკი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ჩადებენ კავკასიის განვითარების ახალ ფონდში (Caucasus Growth Fund), - ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : თებერვალში ბანკების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა გაიზარდა |
 ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სპეციალური სამსახურის სტატისტიკით, 2012 წლის თებერვალში, კომერციული ბანკების მიმართ კლიენტთა 194 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო იანვარში ეს მაჩვენებელი 169-ს შეადგენდა. ეროვნულ ბანკში აღნიშნული სამსახური 2011 წლის ივნისიდან არსებობს და ამ პერიოდიდან პრეტენზიების რაოდენობამ მაქსიმუმს 2011 წლის აგვისტოში მიაღწია და 255 შეადგინა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : IFC და EBRD ”საქართველოს ბანკის” აქციონერები გახდნენ |
 საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD), აქტივებით საქართველოს უმსხვილესი ბანკის, ”საქართველოს ბანკის” აქციონერები გახდნენ. IFC-იმ და EBRD-მა ბანკის აქციები 2008 წელს გამოყოფილი სესხების ნაწილის სააქციო კაპიტალში კონვერტირების გზით მიიღეს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სავალდებულო 1 აპრილიდან გახდება |
 1 აპრილიდან საქართველოში ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო ხდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სიახლე ადმინისტრირების გამარტივების მიზნით დანერგეს. მათი განმარტებით, ელექტრონული ზედნადები სრულიად ჩაანაცვლებს ზედნადებს, რომელიც ქაღალდზე იწერებოდა, ხოლო მეწარმეები ადამიანური რესურსების და დროის დაზოგვას შეძლებენ. სამსახურში ამტკიცებენ, რომ ამ სიახლით გადამხდელს საშუალება ეძლევა, მოაწესრიგოს აღრიცხვიანობა, მინიმუმამდე შეამციროს შევსების დროს შეცდომების დაშვების რისკი და უზრუნველყოს ინფორმაციის დაცულობა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საკრედიტო ბარათებით უკმაყოფილო კლიენტები |
 კომერციული ბანკების მიმართ კლიენტთა პრეტენზიები იზრდება. 2012 წლის თებერვალში 194 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო იანვარში ეს მაჩვენებელი 169-ს შეადგენდა – ინფორმაციას Agora.ge ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სპეციალური სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ელექტრონული ზედნადებები - ახალი საფრთხე, ახალი ჯარიმები |
 ელექტრონული ზედნადებების ამოქმედებამდე 2 დღე რჩება, ამდენიმე დრო აქვთ დარჩენილი მთელი საქართველოს სავაჭრო ობიექტებს, რომ სასწრაფოდ შეიძინონ კომპიუტერები (ვისაც არ აქვს), ჩართონ ინტერნეტში, დაიქირაონ ადამიანი, ვინც ზედნადებების ელექტრონულად გამოწერას უზრუნველყოფს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი ასე მოკლე ვადაში მოესწროს. ელექტრონული ზედნადებების წარმოების შესახებ ინიციატივა 1-ელი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს. ახალი ინიციატივის მიხედვით, პროდუქციის მიწოდებისას ქაღალდზე შევსებულ ზედნადებს ელექტრონული ჩაანაცვლებს. მეწარმეს ზედნადების ფორმის შევსება ინტერნეტით მოუწევს და სავალდებულო იქნება მისი შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „ხალიკ ბანკმა" ბაზარზე ახალი იპოთეკური სესხი გამოიტანა |
 "ხალიკ ბანკმა" იპოთეკური სესხის პირობები გაამარტივა და მომხმარებელს ახალი პროდუქტი „მარტივი იპოთეკა" შესთავაზა. არსებული „ჩემი ოცნების სახლისგან" განსხვავებით, „მარტივი იპოთეკაზე" შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია" არ მოითხოვება. მსესხებელთა ამ კატეგორიაშია რეპეტიტორი, ძიძა, ან სხვა საქმიანობით დაკავებული.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს PayPal-ში ჩართვის საკითხი აპრილის შუა რიცხვებში გაირკვევა |
საქართველოს ელექტრონული საგადახდო სისტემაში PayPal-ი ჩართვის საკითხი აპრილის შუა რიცხვებისთვის გაირკვევა. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, საქართველოში PayPal-ი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის I კვარტალში უნდა შემოსულიყო, თუმცა კომპანიაში შიდა საკადრო გადაადგილებების გამო, პროცესი შეფერხდა. საკადრო გადაადგილებები PayPal-ის ევროპის ოფისის ხელმძღვანელის ცვლილებით იყო გამოწვეული.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ნავთობპროდუქტები ისევ იმპორტის ლიდერია |
 საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი 2012 წლის იანვარ-თებერვალში, 2011 წლის იანვართან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 1,038 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, უმსხვილეს საიმპორტო ათეულში პირველ ადგილზე ტრადიციულად ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი იმპორტში 11,2%-ია და 116,615 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 21%-ით მეტია, ვიდრე 2011 წლის იანვარ-თებერვალში.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მთავრობამ და სსფ-მ 387-მილიონიან ახალ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწია |
 საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ), საქართველოსთვის 24-თვიანი, 250 მლნ SDR-ის (ამჟამინდელი კურსით 387 მლნ აშშ დოლარი) ფინანსური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ედვარდ გარდნერმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ საბოლოოდ პროგრამის დამტკიცების საკითხი ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს, რომელიც სხდომას 11 აპრილს გამართავს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა |
 „თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანია „თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა. „თელასის" ინფორმაციით, აშოტ მანუკიანი 2011 წლის ოქტომბრიდან ღია სააქციო საზოგადოების „რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის" (რაზდანის თბოელექტროსადგური) დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2011 წლის მაისიდან დახურული სააქციო საზოგადოების „სომხეთის ელექტროქსელების" გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „პროგრეს ბანკი" საცალო ბაზარზე აქტიურდება |
"პროგრეს ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი „მარტივი იპოთეკური სესხი" გამოიტანა.ბანკის ცნობით, ის საცალო ბაზარზე აქტიურ კამპანიას აგრძელებს. ახალი სასესხო პროდუქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. სესხი დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლების გარეშე, დროის უმოკლეს პერიოდში, მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „საქართველოს ბანკი" ხვალ ახალ აქციონერებთან ერთად ბრიფინგს გამართავს |
 „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში (გაგარინის 29 ა) 29 მარტს, 12:00 სთ-ზე რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკთან (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ბანკის 10%-მდე აქციების შეძენის თაობაზე განაცხადებენ. EBRD-ი და IFC-ი "საქართველოს ბანკის" დედა-კომპანიის Bank of Georgia Holdings-ის აქცინერები, 3 635 006 აქციაში 26,4 მლნ აშშ დოლარის სესხის კონვერტირებით გახდნენ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მიკროსაფინანსო სექტორში ბანკებთან შედარებით კრედიტები 2-2,5–ჯერ ძვირია |
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე ყველაზე დაბალი განაკვეთები სამომხმარებლო და ბიზნეს-სესხებზეა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი (13,2 %-დან) სამომომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე ფიქსირდება, ყველაზე მაღალი კი ავტოსესხზეა და 96 პროცენტსაც კი აღწევს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : $ 6,4 მილიარდის საიდუმლო (ნაწილი მე–2) |
"ქველმოქმედაზე გაცილებით სწორი გზაა ბიზნესის წარმოება და სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ადამიანების დახმარება გინდა”
“მარტო რუსეთში ათასამდე ქართველი მოვთვალე, ვისაც 1 მილიონ დოლარზე მეტი აქვს”
“ლიბერალური ეკონომიკის და სოციალური სოლიდარობის თავსებადი მოდელის მოძებნა დღეს ბევრი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევაა”
|
| |
|
|
|
|