| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე სასარგებლო ბანკი |
06.06.2011
ვებ-გვერდმა www.bfm.ge-მ ჩაატარა გამოკითხვა იმის დასადგენად, რომელი ბანკი მიაჩნიათ ამ ვებ-გვერდის მომხმარებლებს ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე სასარგებლო ბანკად. ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრებები გამოკითხვის შედეგებით ასე გამოიყურება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ვერა ქობალია საპრივატიზაციო გეგმას ვერ ასრულებს |
ეკონომიკის სამინისტრომ ამ დროისთვის, მხოლოდ 45,548 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა, გეგმა - 150 მილიონი ლარიაპრივატიზების იდეალური მოდელი მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ ქართულ პრივატიზაციაში არაერთი, რბილად რომ ვთქვათ, "შავი ლაქაა". საქართველოს რთული ეკონომიკური მდგომარეობა პრივატიზაციაში დაშვებული შეცდომებით კი არა, უფრო მიუღებელი სამეწარმეო გარემოთი, გამოუცდელობით, გარედან თავსმოხვეულობით, ბიზნესის დაუცველობით, არამყარი სამართლებრივი ბაზით, სახელმწიფოს მხრიდან საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულებითა და მენეჯმენტის ახალ მოთხოვნებთან შეუსაბამობითაა გამოწვეული.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა |
2011 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.9 მლნ ლარით, ანუ 0.01 პროცენტით გაიზარდა და 10682.7 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1796.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.8 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 81.0 პროცენტი შეადგინა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ |
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი მაისისათვის 4.9 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 113.2 მლნ ლარით ანუ 2.3 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის 1 აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ |
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 0.05 პროცენტით, ანუ 3.0 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 6.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 4.0 პროცენტით, ანუ 67.1 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.4 პროცენტით, ანუ 64.1 მლნ ლარით შემცირდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 649.9 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით ანუ 7.0 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 3.0 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.9 პროცენტით ანუ 27.6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ქართული რუსული ეკონომიკა |
 ბოლო დღეებში, საქართველოს ხელისუფლების მთავარი სასაუბრო თემა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო გამოსვლებში, რუსული კვალის ძებნაა. რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებზე, ხსენებულ აქციებთან მიმართებაში, დიდი თუ პატარა ნაციონალი, ყველა დაუზარებლად საუბრობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომენტარი ეკუთვნის ბატონ გიგი წერეთელს, რომელმაც 26 მაისს ძალადობის დასაგმობად პარლამენტთან მისულ სტუდენტებს განუცხადა, რომ დღეს რაც ხდება საქართველოში, მხოლოდ რუსეთს აწყობსო. ბურჯანაძის თუ მისი სხვა მომხრეების მოტივაციებზე, იქ საერთოდ არ ყოფილა საუბარი, სტუდენტები აპროტესტებდნენ ძალადობას. თუმცა, ამ ფონზე, ისიც არ იქნება გასაკვირი, თუ საქართველოში MTV-ს კონცერტის ჩაშლასაც რუსეთს მიაწერენ. ერთი სიტყვით, რუსული კვალის თემა, დღეს ყველაზე აქტუალური საკითხია ქყეყნის ცხოვრებაში, ასე იყო და ასე იქნება თვალსაწიერ მომავალშიც.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ხორცის ფასი 18-20 ლარი ხდება |
მონოპოლისტმა ფრთები გაშალა"ხორცი მისი ალტერნატივით - ლობიოთი შეგიძლიათ შეცვალოთ", თუმცა ისიც ძვირია,.. 
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ეროვნული ბანკი ანტიმონოპოლიურ ნაბიჯებს დგამს |
"თიბისი ბანკი": კლიენტს ყველა დამატებითი გადასახადის შესახებ წერილობით ვაცნობებთ
ბანკი "რესპუბლიკა": კლიენტისთვის საჭირო ინფორმაცია ხელშეკრულების ერთ გვერდზე განთავსდება2011 წლის პირველი ივნისიდან "საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების" წესი შედის ძალაში, რომლის თანახმადაც ოფიციალურად ამოქმედდება საბანკო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი რეგულაციები.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ევროკავშირი სირიისა და ირანის მიმართ სანქციებს აფართოებს |
ევროკავშირმა სირიის მმართველს, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს სანქციები დაუწესა ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლში ჩახშობის გამო. ამასთან, ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ირანისთვის სანქციების გამკაცრებაზე, თეირანის ბირთვული პროგრამის გამო. პრეზიდენტ ალ-ასადის გარდა, სირიის მთავრობის წევრები, მისი ცხრა ახლო მოკავშირე გახდა ამ სანქციების სამიზნე. გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღეს ბრიუსელში. ორი კვირის წინ ამ ქვეყნის მთავრობის 13 სხვა წევრს გაუყინეს ანგარიშები და შეუზღუდეს ევროკავშირში მოგზაურობა. მაშინ სირიის პრეზიდენტი დაინდეს, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი - კვიპროსი, საბერძნეთი და გერმანია - თვლიდა, რომ ასეთი ნაბიჯი ალ-ასადს უფრო გაამწარებდა და შესაძლებელი ცვლილებების განხორციელებას კიდევ უფრო გააძნელებდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : პროკრედიტ ბანკი აგრო კლიენტებისათვის კრედიტებს ამარტივებს |
პროკრედიტ ბანკი აგრო კლიენტებს – განსაკუთრებით მესაქონლეობითა და თხილის წარმოებით დაკავებულ ბიზნესმენებს - გამარტივებულ კრედიტებს სთავაზობს. ამ კლიენტებს შეეძლებათ გამარტივებული პროცედურებით ისარგებლონ და კრედიტები გაცილებით სწრაფად მიიღონ. რადგანაც სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის მეტად მნიშვნელოვანი სექტორია, პროკრედიტ ბანკი, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, ყოველთვის სათანადო ყურადღებას უთმობდა აგრობიზნესის დაფინანსებას.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ბანკების "სასაქონლო ნიშნების" ტრანსლიტერაციის პრობლემა |
 საბანკო სფეროში სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ენობრივ დარღვევებს დიდი ხანია ყურადღებას არავინ აქცევს, სახელწოდების მართლწერისას კანონის დარღვევაზეც რომ არავის უფიქრია, ეს ქართულ ბაზარზე არსებული ბანკების დასახელებების გადახედვისასაც კარგად ჩანს. კანონში `რეკლამის შესახებ", რომელიც 1998 წელს არის მიღებული, ვკითხულობთ: `საქართველოში განთავსებული სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე" (მუხლი 4, პ. 2) და იქვე: `უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით (გარდა ტელეპროდუქციისა) არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას (მუხლი 4, პ. 3)".
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ბიზნესმენთან, ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი იაშვილთან |
თუ სახელმწიფო ხარჯებს ინვესტიციად ჩათვლი, მაშინ არც ინვესტიცია გაქვს და არც ეკონომიკა
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს |
"თუ აქციის გამართვაზე ნებართვის ვადა ამოიწურა, ხელისუფლებას ეს არ აძლევს უფლებას, დაშალოს მშვიდობიანი შეკრება”სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი მკაცრად გმობს 26 მაისს, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ფაქტს და ხელისუფლებას მოუწოდებს მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გამოძიება, რათა დაისაჯონ კონკრეტული ადამიანები და დარბევის ბრძანების გამცემი თანამდებობის პირები.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : შექმენით თქვენი საპენსიო ფონდი დღესვე |
უზრუნველყოფილი სიბერე და დაცვა ყოველგვარი მოულოდნელობებისგან
მუშაობთ, გაქვთ უზრუნველყოფილი აწმყო, მაგრამ გსურთ იზრუნოთ მომავალზე, რათა ხანდაზმულობისას მყარი ფინანსური მდგომარეობა და გარანტირებული შემოსავლის წყარო გქონდეთ, საპენსიო დაზღვევა თანხის დაგროვების საუკეთესო საშუალებაა. თქვენ თავად განსაზღვრავთ გადახდის ფორმას, ვადებს, თანხებს, ასევე შეძლებთ თავად ადევნოთ თვალი საკუთარი საპენსიო დანაგროვის ფორმირების პროცესს. თითოეულ ადამიანს ესაჭიროება ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, სტაბილური შემოსავლის არსებობას.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : რა ზეგავლენას მოახდენს 21-26 მაისის მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე |
მაისში საქართველოში ხუთ დღიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რომელიც 26 მაისის ღამეს ხელისუფლებამ დაარბია. მთავრობის წარმომადგენლები და ეკონომიკის ზოგიერთი ექსპერტი ხშირად აპელირებენ აქციების მიერ ეკონომიკაში გამოწვეულ უარყოფით მოვლენებზე. "ბ&ფ"-მ ეკონომიკის ექსპერტებს შემდეგი კითხვით მიმართა - რა ზეგავლენა მოახდინა 21-26 მაისის მოვლენებმა საქართველოს ეკონომიკაზე?
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მეწარმეთა კონტროლი და შემოწმება რიგით მოქალაქეებს დაევალებათ |
"მნიშვნელოვანია ამ საქმეში კერძო პირების ჩართვა, რომლებიც სისხლხორცეულად სწორედ ასეთი შემთხვევების გამოვლენით იქნებიან დაინტერესებულნი" - ჯაბა ებანოიძეფინანსური სამსახურის ახალი ინიციატივა ამჯერად მეწარმეების შემოწმებისა და კონტროლის ახალ ფორმებს შეეხება. ამის მიხედვით, ცოტა ხანში, საქართველოში კერძო საგადასახადო ინსპექტორის საპილოტე პროგრამა შევა ძალაში. რომლის თანახმად, მეწარმეთა კონტროლი და შემოწმება, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაცვლად, რიგით მოქალაქეებს დაევალებათ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : კონტროლის პალატის დაგვიანებული შენიშვნები ხელისუფლებას |
საქართველოს კონტროლის პალატამ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში მოამზადა, რომელშიც ბიუჯეტში ხარჯების არათანაბარ გადანაწილებაზე და მასში ახალი გადაწყვეტილებების საჭიროებაზე საუბრობს. პალატა საქართველოში ინფლაციის კონტროლის და თანმიმდევრული შემცირების ერთ-ერთ საშუალებად ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას და მართვას ასახელებს. მთავარი მაკონტროლებლის მიერ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესების ანალიზს. იქვე მითითებულია, რომ ინფლაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზები მსოფლიოში ფასების ზრდის ტენდენცია, აგრეთვე ქვეყანაში არსებულ ფულის მასას და სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ პროდუქციას შორის თანაფარდობის დარღვევაა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საგადასახადო კოდექსში ისევ ცვლილებებია |
”ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სტაბილურობაა”ამა წლის 1 იანვარს ამოქმედებულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის. ამჯერად ცვლილებები პროდუქციის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაციას, სათამაშო ბიზნესის რეგულირების ნორმების შეცვლას და ზოგიერთ სფეროში ბიზნესებისთვის ბუნებრივი დანაკარგების დადგენას შეეხება. საგადასახადო კოდექსის სტაბილურობის აუცილებლობაზე ჩვენი გაზეთის მეშვეობითაც არაერთხელ აღუნიშნავთ ექსპერტებს, სამწუხაროდ, ხელისუფლება როგორც არ ისმენს აღნიშნულ რეკომენდაციებს და ძველებურად, საშუალოდ თვეში, ერთხელ კოდექსში ცვლილებები შეაქვს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "საქართველოს ბანკმა” მეწარმეებს ახალი პროდუქტი შესთავაზა |
"საქართველოს ბანკმა” მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალი სასესხო პროდუქტი -ავტომატური ოვერდრაფტი შესთავაზა. ბანკის ცნობით, ოვერდრაფტის ვადა 2 თვემდე, თანხა 5 000-დან 40 000 ლარამდე განისაზღვრება. 5 000-20 000 ლარის ფარგლებში წლიური განაკვეთი 20%-ია
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა შემოსავალმა 178.6 ლარი შეადგინა |
როგორც საინფორმაციო სააგენტო "პირველი” საქსტატზე დაყრდნობით იუწყება, ნიშნული მაჩვენებელი 2009 წლის მონაცემთან შედარებით, 15.6%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ერთ შინამეურნეობაზე საშუალო თვიური შემოსავლები 2009 წელთან მიმართებაში 14.4%-ით, 651.2 ლარამდე გაიზარდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ჯი.მარტში ფასდაკლების ახალი, ერთთვიანი აქცია დაიწყო |
ჯი.მარტში ფასდაკლების ახალი, ერთთვიანი აქცია დაიწყო  სუპერმარკეტების ქსელმა "ჯი.მარტი” ფასდაკლების ახალი აქცია დაიწყო. კომპანიის ცნობით, აქციის ფარგლებში 70-მდე დასახელების პროდუქტზე ყველაზე დაბალი ფასი გამოცხადდა. აქციის განმავლობაში, რომელიც 31 აპრილიდან ამოქმედდა ივნისის ბოლომდე გასტანს, მომხმარებელი გაყინული ქათმის, თევზის, ბარდის, მაიონეზის, კონსერვირებული პროდუქტის და ჰიგიენური ნაწარმის შეძენას 10-15% ფასდაკლებით შეძლებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საშემოსავლო დეკლარაცის დაგვიანება აღარ დაჯარიმდება |
 საშემოსავლო დეკლარაცის დაგვიანება აღარ დაჯარიმდება. სააგენტო "ჯი ეიჩ ენის” ცნობით, ამას ითვალისწინებს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სარფში საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა |
 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 31 მაისს, სარფში, განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბათუმში მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე საბაჟო ბუნქტი გაიხსნა. მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის პრემიერის დამსახურებას ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სავაჭრო ბრუნვის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფლაციაა |
"ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი საქონელი შემოდის, ვიდრე გადის და საქართველო ხდება მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს"
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სათამაშო ბიზნესის რეგულირების ნორმები იცვლება |
 სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო ცვლილებები მზადდება.მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, საგადასახადო კოდექსსა და სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სათამაშო ბიზნესი მოგებისა და სხვა გადასახადებისგან გათავისუფლდება, თუმცა მათთვის სანებართო პირობები და სანებართვო მოსაკრებლის მოცულობა შეიცვლება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ახალი სალარო აპარატები - სახელმწიფოს კონტროლს აძლიერებს ბიზნესზე |
მთავრობამ პირობა დაარღვია - მეწარმეთა უმეტესი ნაწილი სალარო აპარატს საკუთარი სახსრებით შეიძენს  მცირე და საშუალო მეწარმეები დიდ გაურკვევლობაში არიან - არ იციან, როდის ჩაანაცვლებენ ძველ სალარო აპარატებს ახლით. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალ სალარო აპარატებს მეწარმეებისთვის სახელმწიფო შეიძენს. ახალი სალარო აპარატი იქნებa GPRS სისტემაზე მიერთებული და აპარატის საშუალებით, ობიექტის მფლობელს თავისუფლად შეეძლება, საკუთარი მაღაზია ან ობიექტი გააკონტროლოს. მაგალითად, გაიგოს რამდენად იყენებენ ობიექტზე სალარო აპარატს ან რა ბრუნვას აწარმოებენ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „საქართველოს ბანკმა“ American Express-ის ჯილდო მიიღო |
„საქართველოს ბანკმა“American Express გლობალური ქსელის მომსახურების მარკეტინგის დაჯილდოების ფარგლებში გაიმარჯვა - ნომინაციაში „ლოიალურობისა და ჩართულობის საუკეთესო პროგრამები“. ბანკმა ეს აღიარება დაჯილდოების პროგრამისთვის მიიღო. ხსენებულ კატეგორიაში გამარჯვება, ნიშნავს მომხმარებლისთვის სასარგებლო ურთიერთობების არსებობას, ბარათის გამოყენების თვალსაზრისით, მომხმარებლის სწორი ქცევის ჩამოყალიბებას, ასევე ბარათის განახლების კარგი მაჩვენებლის არსებობას.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ხვალ ივნისს რუსთავში კავკასიის ავტო ცენტრი გაიხსნება |
2 ივნისიდან რუსთავის შესასვლელში კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ აშენებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობაზრობა – „კავკასიის ავტო ცენტრი“ ამუშავდება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მთავრობა და მორალი |
გივი გიგაური ეკონომისტისაყოველთაო კეთილდღეობა. ბერძნული თქმულებით მეფე მიდასმა შეიპყრო ბრძენი სილენი (სილენიუსი - დიონისეს აღმზრდელი და მუდმივი თანამგზავრი). მეფის კითხვაზე, თუ რა არის ადამიანისთვის ყველაზე უკეთესი და სასურველი, სილენი პასუხობს: "შენთვის სრულიად მიუწვდომელია ის, რაც ყველაზე უკეთესია: ეს ისაა, რომ არ დაიბადო, არ არსებობდე, იყო არარა. ხოლო უმჯობესი რაც არის, შემდგომ გრჩება ხელთ, ესაა ჩქარი სიკვდილი". კეთილდღეობა ერთმნიშვნელოვნად მატერიალისტური არ არის და არ ექვემდებარება ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობის შეფასების მხოლოდ მაკროეკონომიკური, ფინანსური, მოსახლეობის შემოსავლების ან სხვა პარამეტრებს, როგორიც არის თუნდაც ადამიანური განვითარების ინდექსი.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ეკონომიკის სამინისტრო ჩვეულ ამპლუაშია |
სამედიცინო კლინიკების პრივატიზება დაჩქარებული ტემპით გრძელდებაეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ფუნქცია, რომ ობიექტების პრივატიზება გახდა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ისიც ყველასთვის ნათელია, რომ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს სამედიცინო კლინიკები წარმოადგენს. სამინისტრო არც ამჯერად ღალატობს თავის ფუნქციას და მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკას 1 680 000 ლარად ყიდის.
|
| |
|
|
|
|