ბანკები და ფინანსები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : „სახელმწიფომ მოსახლეობა კომერციულ ბანკებს საძარცვავად მიუგდო“

„სახელმწიფომ მოსახლეობა კომერციულ ბანკებს საძარცვავად მიუგდო“საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი კრედიტებია - ასეთ განცხადებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) წარმომადგენლები აკეთებენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 19 ბანკი ოპერირებს, რაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია, მაინც, ამ სფეროში კონკურენცია ძალიან დაბალია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : Caucasus online ინტერნეტის სიჩქარეს ზრდის

Caucasus online ინტერნეტის სიჩქარეს ზრდისაისახება თუ არა გაზრდილი სიჩქარე მომსახურების ფასში, ჯერჯერობით უცნობია


მენეჯმენტის ცნობით, მომხმარებელი ადგილობრივ ბაზარზე ინტერნეტს ყველაზე მაღალი სიჩქარით უპირობოდ მიიღებს.

ახალი პაკეტები 22 მაისს, 12:30-ზე „თბილისი მერიოტში" დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : EBRD-ის შეფასებით, რეგიონში ყველაზე წარმატებული ეკონომიკა საქართველოს აქვს

EBRD-ის შეფასებით, რეგიონში ყველაზე წარმატებული ეკონომიკა საქართველოს აქვსსაქართველოში 2013 წლამდე ეკონომიკის ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს. კერძოდ, მომავალ წლამდე ეს ნიშნული 5,5% იქნება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ამის შესახებ EBRD-ის მოხსენებაშია ნათქვამი.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : „ქართუ“ სოფლის მეურნეობის დაკრედიტებას გეგმავს

„ქართუ“ სოფლის მეურნეობის დაკრედიტებას გეგმავს „ქართუ" ბანკი სასესხო პორტფელის გაჯანსაღებას მისი დივერსიფიცირებით და ახალი სტრატეგიით ვარაუდობს. შეგახსენებთ: წლების განმავლობაში მომგებიანი ბანკი ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ უკვე თვეებია ზარალზე გადის. ბანკში ამას ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა მეთოდებით ზეწოლას უკავშირებენ.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ფულადი გზავნილები აპრილში

ფულადი გზავნილები აპრილში2012 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 184.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.8 მლნ აშშ დოლარით (8.1 მლნ ლარით), ანუ 6.4 პროცენტით მეტია 2011 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ბანკი „ქართუ" საკრედიტო პოლიტიკას ცვლის

ბანკი „ქართუ" საკრედიტო პოლიტიკას ცვლისბანკი „ქართუ" სასესხო პორტფელის გაჯანსაღებას მისი დეივერსიფიცირებით ვარაუდობს

ბანკის მმართველის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ბანკმა მომხარებელს უკვე შესთავაზა იპოთეკური სესხი. ასევე აპირებს სოფლის მეურნეობის სფეროს, ენერგეტიკული სექტორის დაკრედიტებას, სამომხმარებლოს სესხების გაცემას.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საფონდო ბაზარზე აქტივობა კვლავ საფონდო ბირჟის გარეთ ფიქსირდება

საფონდო ბაზარზე აქტივობა კვლავ საფონდო ბირჟის გარეთ ფიქსირდება30-აპრილი - 4 მაისის განმავლობაში, საფონდო ბაზრის ბრუნვამ 662 076 ლარი შეადგინა. თუმცა სავაჭრო სესიებზე დადებულ გარიგებეზე, მთლიანი ბრუნვის მხოლოდ 0,1% მოდის.

საქართველოს საფონდო ბირჟს სავაჭრო სესიებზე დადებულმა გარიგებების ღირებულება 1132 ლარია, ამ ფასად 64 601 ცალი აქცია გაიყიდა. მოთხოვნა ამჯერადაც „ლიბერთი ბანკის" (BANK) და „"კავკაზუს ენერჯი ენდ ინფრასტრაქჩას"(NRGY) ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : EBRD-ი საქართველოს 140 მილიონ ევროს საკრედიტო ხაზს გაუხსნის

EBRD-ი საქართველოს 140 მილიონ ევროს საკრედიტო ხაზს გაუხსნისრეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) საქართველოს 140 მლნ ევროს საკრედიტო ხაზს გაუხსნის.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომელიც EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, ამ თანხიდან 40 მლნ ევრო სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ იქნება მიმართული, ხოლო 100 მლნ ენერგეტიკულ პროექტებს და ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას მოხმარდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : სამედიცინო დაზღვევის სექტორის ტენდენციები

სამედიცინო დაზღვევის სექტორის ტენდენციები სამედიცინო დაზღვევის სექტორში მოზიდული პრემიის მიხედვით კომპანია ,,ალდაგი ბისიაი’’ ლიდერობს, კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 23,811 მლნ. ლარი შეადგინა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობა კი 6,6 მლნ. ლარს უტოლდება

სამედიცინო დაზღვევის სექტორში მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 91.6 მლნ ლარი შეადგინა და სხვა დაზღვევის სახეობებს შორის ყველაზე მაღალი წილი, 70% უჭირავს. კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალის მოცულობა კი 45, 204 მლნ. ლარია.

სამედიცინო დაზღვევის სექტორში მოზიდული პრემიის მიხედვით კომპანია ,,ალდაგი ბისიაი’’ ლიდერობს, კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 23,811 მლნ. ლარი შეადგინა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობა კი 6,6 მლნ. ლარს უტოლდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ბანკების რეიტინგი უხარისხო სესხების მიხედვით

ბანკების რეიტინგი უხარისხო სესხების მიხედვითსაქართველოში მოქმედი ბანკებიდან ყველაზე უხარისხო სასესხო პორტფელი ,,კავკასიის განვითარების ბანკს’’ აქვს. ინფორმაცია გავრცელდა კომერციული ბანკების 2012 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით.

2012 წლის პირველი კვარტალში ,,კავკასიის განვითარების ბანკის'' თბილისის ფილიალის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2,476 მლნ. ლარი შეადგინა, უმოქმედო სესხების წილი 69% –ს აღწევს. 2011 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 16,63%–ი იყო, გაცემული სესხები კი 1,562 მლნ. ლარი.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ბიძინა ივანიშვილის რუსული აქტივების 90 პროცენტი გაყიდულია

ბიძინა ივანიშვილის რუსული აქტივების 90 პროცენტი გაყიდულიაბიძინა ივანიშვილმა დეველოპერული ბიზნესი მილიარდ დოლარად გაყიდა

ბიძინა ივანიშვილის რუსული აქტივების 90 პროცენტი გაყიდულია – ამის შესახებ როიტერი მილიარდერის აქტივების მმართველი კომპანიის, „უნიკორის" პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს. შეგახსენებთ, ივანიშვილის დეველოპერული ბიზნესი თითქმის მილიარდ დოლარად გაიყიდა, ხოლო ბანკი „როსიისკი კრედიტი" - 352 მილიონ დოლარად.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბიზნეს ჯგუფმა БИН, ბიძინა ივანიშვილის დეველოპერული აქტივების შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. გარიგება, რომლის ღირებულებაც 982,5 მილიონი დოლარია, 2012 წლის 15 აგვისტომდე დასრულდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ორიენტირები

 საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების  ორიენტირები”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი”

”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი” - ასე ჰქვია "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სტატიათა კრებული გამოვიდა. კრებული, ავტორთა აზრით, საინტერესო ან სასარგებლო აღმოჩნდება ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას მიჩვეული ქართული საზოგადოებისთვის. კრებულში ორი ძირითადი თემაა განხილული - სახელმწიფო უსაფრთხოება და ადამიანის უფლებათა დაცვა.
”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევში” გამოქვეყნებული სტატიები მკითხველს აღწერილობითი და შემეცნებითი ხასიათის ექსპერტულ ხედვებს სთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა გლობალური პოლიტიკური რისკები, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოგრაფიული უსაფრთხოება, ეკონომიკურ, ფინანსურ და საბანკო სისტემათა უსაფრთხოება და სხვა. კრებულის 15-ვე ავტორი დემოკრატიის პირდაპირი თუ ირიბი საფრთხეების თემას სპეციფიკურად უდგება, თუმცა არის კრებულის გამაერთიანებელი ორიგინალური ხაზიც.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები

საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები"საქართველო, ერთ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობის აბსოლუტური ზრდის მიუხედავად, ბოლო 5 წლის მანძილზე პერმანენტულად უკან იწევს მსოფლიო თანამეგობრობასთან მიმართებაში"


"საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა" 9 მაისს კონფერენცია გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო "საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები” პრეზენტაცია. კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს ეკონომისტებმა, თემურ მურღულია, დავით ნარმანია და იოსებ არჩვაძე.
კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და განვითარების პრობლემები, ფისკალური პოლიტიკა და საჯარო ფინანსების მართვის პრობლემები, ასევე სტატისტიკური აღრიცხვიანობის სუსტი მხარეები.
დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რიგ საკითხებში დაგროვილი ეკონომიკური პრობლემები არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის გზებია წარმოდგენილი.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ინფლაციასთან ბრძოლის შედეგები

ინფლაციასთან ბრძოლის შედეგებიინფლაციის სანაცვლოდ უფრო ნეგატიური პროცესი - დეფლაცია მივიღეთ

დეფლაციური პროცესის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე
2012 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,03 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით და მისმა წვლილმა აპრილის ინფლაციაში -0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე (8,0 პროცენტი). ფასების 7,3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე. ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მაჩვენებელში 0,24 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 2,9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საწვავ-საპოხი მასალების ქვეჯგუფზე.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ უფროს სტატისტიკოსთან, ეკონომიკის ექსპერტთან ნოდარ კაპანაძესთან

ინტერვიუ უფროს სტატისტიკოსთან, ეკონომიკის ექსპერტთან ნოდარ კაპანაძესთან"სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმებულთა უდიდესი ნაწილია თავმოყრილი, ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო ან საერთოდ უარყოფითია"

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან ლია ელიავასთან

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან ლია ელიავასთან"კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ფუნქციონირება საფინანსო სექტორს უფრო არამდგრადს გახდის"

"2011 წელს საბანკო სექტორის სამ ასეულზე მეტი მილიონის მოგება მხოლოდ ეროვნული ბანკის "დამსახურებაა"

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : მონოპოლიზებული საფინანსო სისტემა

მონოპოლიზებული საფინანსო სისტემაბანკები ეკონომიკის დაკრედიტების ნაცვლად, მასში ინვესტიციებს დებენ

მთელი საბანკო და სადაზღვევო სფერო 2-3 ბიზნესჯგუფს შორის არის გადანაწილებული


"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონი, 47-ე მუხლი:
"საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით, ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, სისტემური რისკის კონტროლს, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, პოტენციური რისკების შემცირებას".

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : LEGAL 500-მა საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტი დაასახელა

LEGAL 500-მა საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტი დაასახელაLEGAL 500-მა საქართველოში საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტად ეფრემ ურუმაშვილი დაასახელა

ავტორიტეტულმა სარეიტინგო გამოცემამ LEGAL 500-მა საქართველოში საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტად ეფრემ ურუმაშვილი დაასახელა. ეფრემ ურუმაშვილი იურიდიული კომპანია ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების ერთ ერთი დამფუძნებელია. ,,კომპანიას გააჩნია უდიდესი გამოცდილება საბანკო და საგადასახადო სამართალში, კომპანია ემსახურება საქართველოს ბანკს, ბანკს რესპუბლიკას. კომპანიის პარტნიორი ეფრემ ურუმაშვილი კი არის საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში’ ნათქვამია LEGAL 500-ის შეფასებაში.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა"

"ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა"ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს” ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები სრულიად გამჭვირვალეა. მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს მთელი კომპლექტის მშენებლობა რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდება

სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდებამიმდინარე წლის ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდება და 8 მილიარდ 216 მილიონი ხდება.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს დღეს წარუდგინა.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების საფასურიდან მისაღებმა სახსრებმა და ევროკავშირის მიერ დამატებით გამოყოფილმა გრანტებმა განაპირობა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : წყალდიდობის შედეგად სადაზღვევო კომპანიების ხარჯები იზრდება

წყალდიდობის შედეგად სადაზღვევო კომპანიების ხარჯები იზრდებაწყალდიდობის შედეგად "ალდაგის" ხარჯები 10%-ით გაიზრდება.

"არდი": სტიქიის შედეგად მაისში ხარჯები 100 ათასი ლარით გაგვეზრდება

"ჯიპიაი" ხარჯების მატებას არ ელის

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : 2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% გახდება

2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% გახდება2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% გახდება. "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის შემდგომ პერიოდში 18%-ით განისაზღვრება თუ პირის დასაბეგრი შემოსავლის 2% დაზოგვის სქემის შესაბამისად მმართველ კომპანიაში ირიცხება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ხელისუფლებამ პარლამენტის ახალი შენობის ღირებულება დაასახელა

ხელისუფლებამ პარლამენტის ახალი შენობის ღირებულება დაასახელაქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : BSTDB-მა ქართულ ბანკებს 84,5 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყო

BSTDB-მა ქართულ ბანკებს 84,5 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყოშავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა (BSTDB), ქართულ ბანკებს 84,5 მლნ ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყო

BSTDB-ის ვიცე-პრეზიდენტის მუსტაფა ბორანის განცხადებით, პროექტი 2 მიმართულებას მოიცავს - ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და სხვა სექტორების დაფინანსებას.

ბორანის ინფორმაციით, ვაჭრობის სფეროს დაკრედიტების პროექტში ჩართულია „ბაზისბანკი" (4 მლნ აშშ დოლარი), „ქეი-ეს-ბი" (5 მლნ აშშ დოლარი), „ვითიბი ბანკი ჯორჯია" (3 მლნ აშშ დოლარი), ბანკი „ქართუ" (5 მლნ აშშ დოლარი).

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : კიდევ ერთი ქართული კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე

კიდევ ერთი ქართული კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზესს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის" 250 მილიონი დოლარის ნომინალის 5-წლიანი ობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 9 მაისს განთავსდა

Fitch Ratings-მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ობლიგაციებს „BB-(exp)" რეიტინგი მიანიჭა

Euroweek.com–ის ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთი სადებიუტო ფასიან ქაღალდებზე 9 მაისს საღამოს 7,125%-მდე შემცირდა, ხოლო თავდაპირველად 7.50–7.75%–ს შეადგენდა. უპრეცედენტოდ დაბალი განაკვეთის მიღწევა განაპირობა იმან, რომ მოთხოვნამ ფასიან ქაღალდებზე 4–ჯერ გადაჭარბა თავდაპირველად გაკეთებულ განაცხადს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : EMEA Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

EMEA Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელაგავლენიანმა ჟურნალმა EMEA Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

"თიბისის" ინფორმაციით, გამარჯვებულის შერჩევის დროს, ჟურნალმა გაითვალისწინა ბანკის წარმატებები საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და ბანკის წამყვანი პოზიციები სამომხმარებლო და მცირე ბიზნესის დეპოზიტებში.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : არაოფიციალურად ყველა სადაზღვევო კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს

არაოფიციალურად ყველა სადაზღვევო კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს100 საავადმყოფოს პროექტმა სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი გაკოტრების პირას მიიყვანა. ეროვნული ბანკი კი, რომელიც მზღვეველთა ზედამხედველობასაც ეწევა, ამ ყველაფერს უშფოთველად უყურებს. თუკი სადაზღვევო ბაზარი ამგვარად შეთხელდა, ქვეყანაში სულ 3-4 კომპანია დარჩება და მონოპოლიის საფრთხეც გაჩნდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ქადაგიძეს პროკურატურაში დაბრუნებას ურჩევს

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ქადაგიძეს პროკურატურაში დაბრუნებას ურჩევს“ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ხელის შეშლაზე „ქართუ ბანკის“ მხრიდან, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტში საუბრობს, წარმოადგენს „ეროვნული ბანკის“ მოთხოვნას, რომელიც მთელ მსოფლიოში უპრეცენდენტოა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საფინანსო სექტორის გამკაცრებული კონტროლი

საფინანსო სექტორის გამკაცრებული კონტროლი ხელისუფლება სესხების გამცემი ორგანიზაციების გაკონტროლებას იწყებს

ხელისუფლება სესხების გამცემი ორგანიზაციების გაკონტროლებას იწყებს. ცვლილება “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შედის. ექსპერტების აზრით, კანონში ცვლილების უმთავრესი მიზანი საფინანსო სექტორში კონტროლის გამკაცრებაა.

მალე ბაზარზე გაჩნდება საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, რომელსაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. კვალიფიციური საკრედიტო - ინსტიტუტი იქნება იურიდიული პირი, რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება ხუთ მილიონ ლარს. ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოში პარალელური საბანკო სისტემა იქმნება

საქართველოში პარალელური საბანკო სისტემა იქმნებახელისუფლება პარალელურ საბანკო სისტემას ქმნის. შეიქმნება საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებსაც ფიზიკური პირებისგან თანხის (ანაბრების) მოზიდვის უფლება ექნებათ. ამ ინიციატივაში სპეციალისტები მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავენ. კერძოდ, ბიზნესსტრუქტურა, რომელიც ზემაღალი საპროცენტო განაკვეთების სანაცვლოდ მოსახლეობისგან ანაბრებს აკრეფს, შესაძლოა, საფინანსო ბაზრიდან აორთქლდეს და მეანაბრეები მოტყუებული და გაძარცვული დატოვოს. მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ანაბრების დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

  სრულად ნახვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48