2009 წლის პარადოქსები და მთავარი ეკონომიკური მოვლენები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : 2009 წლის პარადოქსები და მთავარი ეკონომიკური მოვლენები
ნანახია: 759

ლადო პაპავა, ეკონომიკის ექსპერტი, - საქართველოს ეკონომიკური კრიზისი, რომლის საფუძვლები არის ის დისბალანსი, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ რესურსსა და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების ტემპებს შორის. იმიტომ, რომ ეს ფინანსური რესურსი მოდიოდა ძირითადად უძრავი ქონების ყიდვაში და არა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაში. ასევე, უკონტროლობა სამშენებლო სექტორში, რომელმაც შექმნა ფინანსური პირამიდები. ჩვენი ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდული უცხოური საკრედიტო რესურსის გამოყენება იმპორტის დასაკრედიტებლად, ანუ ისევ სხვა ქვეყნის ეკონომიკის დასაკრედიტებლად. ეს არის ყველაზე გამორჩეული ეკონომიკური მოვლენები, რამაც შექმნა კრიზისი.
ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით კი, რა თქმა უნდა, არის "ეკონომიკური თავისუფლების აქტი", რომელსაც მოჰყვა კანონი "ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისაა და ღირსების შესახებ", რომელშიც ეკონომიკური ღირსება ძალიან არაქართულად წერია და ძნელია, რომ კაცმა რაიმე გაიგოს, მაგრამ თუ ძალიან მოვინდომებთ, ამოვიკითხავთ, რომ თურმე ეკონომიკური ღირსება ის არის, როცა ადამიანი ვერ იყენებს თავისუფლებასა და შესაძლებლობებს, და მას სახელმწიფო ეხმარება. თურმე ეკონომიკური ღირსება დახმარება ყოფილა! მართალია ჩვენ პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ მათ შორის გამოსარჩევი `ეკონომიკური თავისუფლების აქტი~ შეიძლება მივიჩნიოთ.

ნოდარ ჯავახიშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, - როგორც ასეთი, წლის მთავარი ეკონომიკურ მოვლენა, მე ასეთს ვერ ვიხსენებ.
რაც შეეხება პარადოქსს, ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, დაწყებული ე.წ. "ეკონომიკური თავისუფლების აქტიდან" და "ღირსების აქტამდე", ყველაფერი პარადოქსია. ამათგან არცერთს საერთო არ აქვს არც ქართველი ერის მისწრაფებებთან და არც, საერთოდ, ქვეყნის აღმშენებლობასთან.

ნოდარ ხადერი, ეკონომიკის ექსპერტი, - იმდენად რთული წელი იყო, რომ პარადოქსების მოძებნაც რთულია. მთლიანად საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის ყოფა ერთი დიდი პარადოქსია. მაგრამ რამდენიმეს მაინც გამოვყოფ. მაგალითად, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში მონოპოლიები არ გვაქვს, ანტიმოპოლიური სამსახური არ გვჭირდება და ამ დროს პრეზიდენტი ბრძანებს, რომ წამლის ბაზარი მონოპოლიზებულია. მთავრობა ამბობს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი სრულდება და წელს ორჯერ შევამცირეთ ბიუჯეტში შემოსავლები და ა. შ. ხოლო, რაც შეეხება წლის მთავარ მოვლენას, ისეთი გამორჩეული არაფერი მომხდარა, რაც ქვეყანას ცოტათი მაინც გამოიყვანდა რთული მდგომარეობიდან.

ირაკლი ღვალაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, - ზოგადად რომ ვთქვათ, წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენა სამთავრობო ანტიკრიზისული პაკეტი იყო, რომელმაც იმუშავა. ფინანსური კრიზისი ძალიან ნაკლები დანაკარგებით გავიარეთ და ამაში დიდი როლი სწორე იმ ანტიკრიზისულმა პროგრამებმა ითამაშა, რომელიც მთავრობას ჰქონდა. იყო სხვადასხვა ღონისძიება, რომელმაც რეალურად იმუშავა და გამოჩნდა ეს შედეგი.
ეს პარადოქსი არ არის, მაგრამ რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია და აგვისტოში ომის განმეორების საშიშროება, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევდით, ვიდრე ახლა გვაქვს. მიუხედავად ამისა, რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შევასრულეთ.

ვაჟა კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი, - წლის ყველაზე მთავარი ეკონომიკური მოვლენა არის მთავრობის ყველაზე დიდი ტყუილი ეკონომიკური წარმატების შესახებ.
წლის პარადოქსები იყო ძალიან ბევრი. პირველი პარადოქსია ის, რომ ჩვენ საბანკო სისტემა გვქონდა გამოჯანსაღებული და ამ დროს ბანკები კრედიტებს ვერ გასცემდნენ. თუ დააკვირდებით, ბანკები რეკლამებს დეპოზიტის მოსაძიებლად აღარ აკეთებენ, ახლა ბანკების მთავარი მიზანი ეკონომიკაში კრედიტების განთავსებაა, მაგრამ ეკონომიკა არ ითხოვს ამას. პროფესიულ დონეზე რომ ვთქვათ, როდესაც ეკონომიკური კრიზისის პირველი სიმპტომები შეიმჩნა, ბანკებს ძალიან გაუჭირდათ და ეგონათ, რაც შეიძლება მეტი ფულის მოზიდვა სიტუაციიდან გამოსავალი იქნებოდა. შემდეგ, როდესაც ეს თანხები მოიზიდეს მიხვდნენ, რომ ამ სახით თანხების ეკონომიკაში განთავსება არ ხდებოდა, ახლა ადგნენ და ეს შეცვალეს. ადრე თუ ბინებს დეპოზიტების მოსაზიდად ათამაშებდნენ, ახლა იმას უყურებენ ვინმემ კრედიტი აიღოს. პარადოქსების ქვეყანა ვართ საერთოდ და ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ პარადოქსების ქვეყანა ვართ. წლის დასაწყისიდან ბოლომდე სიტუაცია რადიკალურად იცვლება ხოლმე.

ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი, - ალბათ, წლის მთავარი მოვლენა გლობალური ეკონომიკური კრიზისია. ხოლო, წლის პარადოქსი ეკონომიკური თავისუფლების აქტის კანონის მიღება იყო, რომლის ანალოგი მთელ მსოფლიოში არ არსებობს.

დავით ნარმანია, ეკონომიკის ექსპერტი, - წლის მთავრი უარყოფითი ეკონომიკური მოვლენა იყო, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არსებული ტენდენციის დარღვევა და ქვეყანაში მზარდი ეკონომიკური ვარდნა, რასაც საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება და სხვა თანამდევი მოვლენები მოჰყვა. ასევე, საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვნად შემცირება. რაც შეეხება დადებითს, გამოკვეთილად დადებითი მოვლენა არ მახსენდება. და ქვეყანასა და ეკონომიკურ გუნდს უნდა ვუსურვოთ ამ პრობლემების გადალახვა.
პარადოქსი ის იყო, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება იძახდა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ინვესტიციებიც შემოდისო, ორჯერ შეამცირა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი.

ირაკლი ლექვინაძე, საინფორმაციო სააგენტო GBC-ის კომერციული დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი, - მიმდინარე 2009 წელი საკმაოდ მძიმე წელი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. ის შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ, პირველი - წლის პირველი ნახევარი, მთავარი მოვლენა იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელმაც შეიძლება ითქვას ყველაფერი გააჩერა და ეკონომიკა გადავიდა მოლოდინის რეჟიმში.
წლის მეორე ნახევარი - გამოირჩეოდა რამდენიმე მოვლენით,
1. გამკაცრებული წნეხი ბიზნესზე - "ელიტელექტრონიქსის", "ყაზბეგის", "ჯეოსელის", და ა.შ გახმაურებული საქმეები. ასევე ფარმაცევტული კომპანიების დასახელება მონოპოლისტებად. გადასახადებზე თავის არიდება და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება რა თქმა უნდა, დასჯადი ქმედებაა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს შერჩეულ დროს და შერჩეულ კომპანიებზე, საყოველთაო უნდა იყოს.
2. ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი შემცირება, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა საქართველოს მსგავსი მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის, გამოიხატება უმუშევრობის ზრდაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის შემცირებაში და მცირე ბიზნესების პოზიციების შესუსტებაში.
3. "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" - რომელშიც დეკლარირებულია ბიზნესის ლიბერალურად წარმოების პრინციპები, თუმცა ამის პარალელურად საქართველოში ბიზნესის წარმოება და წნეხი ბიზნესზე კვლავ ურთულეს პრობლემად რჩება. ასევე აქტში მოცემულია მსოფლიოში უპრეცედენტო გადასახადების გაზრდის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის საკითხი.
წლის პარადოქსად მიმაჩნია არაერთგვაროვანი, არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ეკონომიკური პოლიტიკა. ერთის მხრივ, დეკლარირება ბიზნესის ლიბერალიზაციის და მეორეს მხრივ, მასზე წნეხის გამკაცრება, ერთის მხრივ, დეკლარირება გადასახადების შემცირების და ამის პარალელურად რამდენიმე გადასახადის გაზრდა. ერთის მხრივ, დეკლარირება ევროპული ეკონომიკური ფასეულობების და მეორეს მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის სინგაპურიზაცია, ერთის მხრივ, ხელშეწყობა ქვეყანაში მონოპოლიური ბიზნესსტრუქტურების ჩამოყალიბების და მეორეს მხრივ, მათთან ბრძოლა.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი, - საქართველო სწორედაც რომ პარადოქსების ქვეყანაა და, აქედან გამომდინარე, არც ჩვენი ეკონომიკაა მოკლებული პარადოქსებს. მეტსაც გეტყვით - რომელიმე კონკრეტული ეკონომიკური პარადოქსის ცალკე გამოყოფა მიჭირს კიდეც, რადგან მთელი ქართული ეკონომიკა ერთი დიდი პარადოქსია. თუმცა, 2009 წლის `განსაკუთრებულ~ პარადოქსთა კატეგორიაში მაინც "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" მივანიჭებდი პრიორიტეტს. თავად ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური ლიბერალური ღირებულებები არათუ კარგი, საუცხოო და მისასალმებელია. მაგრამ პარადოქსია, როცა გადასახადების გაზრდაზე მორატორიუმი ცხადდება და ორიოდ კვირაში იზრდება აქციზის გადასახადის განაკვეთები; პარადოქსია, როცა ბონში ვაცხადებთ, რომ საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ევროპასთან დაახლოება, ხოლო თბილისში საქართველო-ლიტვის ბიზნეს-ფორუმზე "ირკვევა", რომ თურმე საქართველო ცდილობს იაროს სინგაპურის გზით; პარადოქსია, როცა მთავრობის ეკონომიკური გუნდი მთელი წელი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მონოპოლიები არ არსებობს, ანტიმონოპოლიური რეგულირება ქვეყანას არ სჭირდება და ერთ დღეს აღმოჩნდება, რომ ფარმაციის ბაზარზე უპრეცედენტოდ დიდ მონოპოლისტურ და კარტელურ "გარიგებას" აქვს ადგილი; პარადოქსია, როცა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის პირობებში კონტროლის პალატა ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, რბილად რომ ვთქვათ, თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აღმოაჩენს. განა პარადოქსები არ არის ეს? და ასეთი მაგალითები უსასრულოდ შეიძლება მოვიყვანოთ. კიდევ რამდენი მაგალითია საჭირო იმის დასტურად, რომ ქართველები უდაოდ ნიჭიერი და განსაკუთრებული ხალხი ვართ?!
რაც შეეხება წლის ეკონომიკურ მოვლენას. მიუხედავად ზემოთთქმულისა და ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ამ ნომინაციაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მაინც "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" დავასახელებდი. პარადოქსებისგან განსხვავებით, "მოვლენებით" ჩვენი საზოგადოება განებივრებულები სამწუხაროდ არ არის.

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი, - 2009 წლის პარადოქსი ეგრეთწოდებული "ეკონომიკური თავისუფლების" აქტი გახლავთ, როდესაც აბსოლუტურად არათავისუფალ არაცივილიზებულ ნომენკლატურული ბიზნესის, ნომენკლატურული კაპიტალიზმის ქვეყანაში ცხადდება სასწაულებრივი ეკონომიკური თავისუფლების აქტი. ვფიქრობ, პირველი ორი სიტყვას "თავისუფლებას" და "ეკონომიკას" არავითარი კავშირი არა აქვს ამ დოკუმენტთან. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ჩვეული მორიგი პიარ-აქცია. მასში არსებული ზოგიერთი მუხლი არის ღია კარის მტვრევა და ასევე არის მუხლები, რომლებიც ქართულ ეკონომიკურ რეფორმებს გარკვეულ მოქნილებას აკარგვინებს, რაც ამა თუ იმ ეტაპზე შეიძლება საჭირო გახდეს. მაგალითად ცნობილია, რომ გვაქვს ბიუჯეტის დეფიციტი 10% და აცხადებენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტი არ შეიძლება იყოსო. როცა ფაქტი გაქვს ამის საწინააღმდეგო, გაუგებარია, რატომ იზღუდავენ თავს მაშინ, როცა ხარ მუდმივ ფორსმაჟორში და არ იცი ხვალ რა იქნება ამ ქვეყანაში. იგივე პარადოქსია ის, რომ ვალები არ შეიძლება ბიუჯეტის 60% მეტი იყოს, ესეც გაუგებარი მუხლია, რადგან თუ 60%-ზე მეტია, ქვეყანამ ქუდი უნდა დაიხუროს და სახელმწიფოებრიობაზე უარი თქვას? რაც ჩვენ გვემუქრება კიდეც.
რაც შეეხება გადასახადების ზრდის საკითხის რეფერენდუმზე გამოტანას, არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. პირველ რიგში, როდესაც ადამიანს ეკითხებიან, გინდა თუ არა გადასახადის გაზრდა და არჩევანი შენ უნდა გააკეთოო, ეს ადამიანის ცივილიზებულ ლოგიკაში არ ჯდება. არ მეგულება ადამიანი, ვინც თანახმა იქნება გადასახადის გაზრდაზე. ეს ისევ სოციალურ რიტორიკაზე დავაა. დავუშვათ რეფერენდუმზე გამოვიდა საკითხი, კანონის ბოლო რედაქტირებულ ვარიანტში ნათქვამია, რომ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება 4 წლის მერე შევა ძალაში, რაც სრული აბსურდია. იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში მზადდება და 4 წლის მერე მის მიღებას ან ექნება აზრი ან არა.
საკუთრივ კონკრეტული გადასახადის გაზრდა, არ ნიშნავს საგადასახადო ტვირთის გაზრდას. ხშირად ხდება, რომ ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში, საჭირო ხდება გადასახადების გადაჯგუფება, რადგან სტიმული მიეცეს ეკონომიკურ განვითარებას. მოვიყვან 2 მაგალითს: პირველი, რაც ხელისუფლებამ რამდენიმე ხნის უკან გააკეთა. გააუქმა სოციალური გადასახადი და სამაგიეროდ საშემოსავლო გადასახადი 25%-ამდე გაზარდა. ჯამურად გადასახადი შემცირდა, დიდი მაჩვენებლით არა, მაგრამ გარკვეულ წილად შემცირდა. გამარტივდა გადასახადების გადახდა, მაგრამ ფორმალურად ამ ახალი კანონის ფარგლებში რომ შევხედოთ, ეს ქმედება შეუძლებელი გახდებოდა. იმიტომ, რომ ერთი კი გაუქმდა, მაგრამ საშემოსავლო, ხომ გაიზარდა. ასეთი ტიპის გადაჯგუფების საშუალება ამ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ქვეყანას უბრალოდ აღარ ექნება. პარადოქსია, რომ სახელმწიფო თავს იზღუდავს ასეთი ტიპის რეფორმის სამომავლოდ გატარებისგან.
მოვიყვან მეორე მაგალითს, რაც ჩემი აზრით ამ ქვეყანას ახლო მომავალში სჭირდება. ესაა გარკვეულ პერიოდში მოგების გადასახადის გაუქმება და დივიდენდის გადასახადის გაზრდა. მოგების გადასახადი დღეს 15%-ის ფარგლებშია, დივიდენდის კი 5%. მოგების გადასახადის გაუქმება და დივიდენდის გადასახადის გაზრდა, მაგალითად 10 ან 15%-მდე, ამით ფაქტიურად ბიზნესს ვუბიძგებთ, რომ მან დივიდენდის სახით მუთაქებში კი არ წაიღოს ფული, არამედ რეინვესტირება გააკეთოს. ანუ ამ თანხით გააფართოვოს თავის წარმოება და შიდა ინვესტირება განახორციელოს. ეს არის სწორი რეფორმა და ვფიქრობ, ქვეყნისთვის სწორი და მასტიმულირებელი ელემენტი იქნებოდა. როგორც კი ეს აქტი იქნება მიღებული, ამის შესაძლებლობას უკვე კარგავს ქვეყანა. იმ მარტივი მიზეზით, რომ რეალურად საგადასახადო ტვირთი მცირდება და სტიმული ეძლევა ეკონომიკას. მაგრამ ფორმალურად გამოვა, რომ დივიდენდის გადასახადის გაზრდა არის დაუშვებელი და 4 წლიან რეფერენდუმს მოითხოვს. ფაქტიუარად ხელისუფლება თვითონ იზღუდავს თავს იმისათვის, რომ იყოს მოქნილი რეფორმების პროცესში. თითქოს ამას არქმევს თავისუფლების აქტს. სინამდვილეში კი ეს გახლავთ არა თავისუფლების აქტი, არამედ აბსოლუტურად გაურკვეველი წარმონაქმნი, რომლის დანიშნულებაა უცხოელებს უთხრან, რომ ისინი რაღაცას აკეთებენ. აქ არ არის სახელმწიფო აზროვნების ელემენტები, არამედ ეს წმინდა წყლის პიარ-აქციაა. პიარს კი ვერავის ვერ აჭმევ.

მოამზადა ლელა გოგოლაძემ


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48