"შავ სიაში" მოხვედრილებს შანსი ეძლევათ, თუმცა ბანკები სესხებს არ გასცემენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "შავ სიაში" მოხვედრილებს შანსი ეძლევათ, თუმცა ბანკები სესხებს არ გასცემენ
ნანახია: 2154

გაუმართლებელი ლიბერალური საბანკო პოლიტიკა და ასიათასობით ნეგატიური მსესხებელი

რამდენად გამართლებული იყო ლიბერალური საბანკო პოლიტიკა? ამ კითხვაზე პასუხი იმ შედეგებმა გაგვცა, რომელიც "საკრედიტო ბუმმა" მოგვიტანა. სესხის აღების პირობები ძალიან გამარტივებული იყო. მინიმალური ხელფასის საფუძველზეც შეიძლებოდა გესარგებლა სხვადასხვა საბანკო პროდუქტით. ხშირად კრედიტის მისაღებად საკმარისი იყო მხოლოდ სახელფასო ცნობის წარდგენა. ხშირ შემთხვევაში ბანკი არც კი ამოწმებდა, ნამდვილად იღებდა თუ არა ადამიანი დასახელებულ ხელფასს. საბოლოოდ კი საბანკო სექტორი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე მოხდა, ხოლო ომმა კიდევ უფრო დააჩქარა ნეგატიური პროცესი.
ეკონომიკურმა კრიზისმა, ომმა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია ის, რომ შემცირდა ბიზნესის განვითარების ტემპები, იმპორტი, ექსპორტი და საერთოდ ბიზნესაქტივობა, ამის შედეგად კი ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ძირითადად ხომ სწორედ ისინი იყვნენ დასაქმებულნი, ვისაც სხვადასხვა ბანკში კრედიტი ჰქონდათ აღებული, სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ კი გადახდისუუნარონი გახდნენ. ზოგს სამსახური არ დაუკარგავს, მაგრამ კრიზისის გამო, შემოსავალი შეუმცირდა.
სწორედ ეს ადამიანები მოხვდნენ "კრედიტ-ინფოს" "შავ სიაში". "კრედიტ-ინფო საქართველო"-ს მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში ნეგატიური სესხების რაოდენობა 285 ათასს აჭარბებს - სწორედ ამდენი ვადაგადაცილებული სესხი და გადაუხდელი ვალია აღრიცხული კომერციულ ბანკებში. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კი თითქმის ყოველ კვირა იზრდება.
"კრედიტ-ინფოს" სიაში მოხვედრა კომერციული ბანკებისგან სესხის მიღებაში ხელისშემშლელი ფაქტორია, სიაში მოხვედრილი მომხმარებლები ბანკების მომსახურებით მინიმუმ 6 წლით ვეღარ სარგებლობენ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით ხდებოდა მათი "შავ სიაში" მოხვედრა. ეს ადამიანები კი 6 წლით ვარდებიან ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან.
თუმცა უახლოეს მომავალში შესაძლოა ბანკებისა და პრობლემური მსესხებლების ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყოს.
"კრედიტ-ინფოს" უფროსმა ალექსანდრე გომიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავს მოწოდებას ისინი ბანკების მიმართ მათი ორგანიზაციის შექმნის დღიდან აკეთებენ. მისი თქმით, ბანკები "კრედიტ-ინფოს" მონაცემებს არასწორად აღიქვამენ და ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელიც "კრედიტ-ინფოს" ბაზაში მოხვდებოდა, სესხს აღარ გასცემდნენ.
მსოფლიოში "კრედიტ-ინფოს" მონაცემები ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალებაა სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მთელ მსოფლიოში გარდა ნეგატიური ინფორმაციისა, საკრედიტო ბიუროები ქმნიან პოზიტიურ ჩანაწერებსაც ანუ არსებობს როგორც "შავი", ასევე "თეთრი" სიაც, რაც ბანკებს უადვილებს მომხმარებლის შესწავლას და მათ კლიენტის საკრედიტო ისტორიის გაცნობაში ეხმარება.
მიეცემა თუ არა ახალი შანსი ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც ბანკებში აცხადებენ, კლიენტებმა, რომლებიც ნეგატიურ ნუსხაში არიან, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები უნდა წარუდგინონ ბანკს, რათა კრედიტის მიღება შეძლონ. რაც შეეხება პოზიტიურ ჩანაწერებს, მათი თქმით, ამ ჩანაწერებში ყოფნა ნიშნავს, რომ კლიენტი კეთილსინდისიერი გადამხდელია, თუმცა ეს არ არის მათთვის იმის დასტური, რომ კონკრეტული სესხის დროს მსესხებელი კარგი გადამხდელი იქნება. ამიტომ ბანკები მიიჩნევენ, რომ გადამოწმება ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
ამასთანავე, წამყვანი ბანკების უმრავლესობა რისკების შემცირებაზე განცხადებებს აკეთებს და საპროცენტო განაკვეთებსაც დაბლა წევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველთვიურად მცირდება მათ მიერ გაცემული სესხების ოდენობა, ამიტომ საეჭვოა, რომ "კრედიტ-ინფოს" ახალი ინიციატივა პრობლემურ მსესხებლებს დაეხმაროს და მათ სესხის აღების რეალური შანსი მიეცეთ.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48