"ბითიეი ბანკის" მმართველს იჭერენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "ბითიეი ბანკის" მმართველს იჭერენ
ნანახია: 1968

ქართულ საბანკო სისტემაში კიდევ ერთი არაორდინალური ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთი ბანკის გაყიდვა, უფრო ზუსტად, მეპატრონის შეცვლა უცხოური მედიიდან შევიტყვეთ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რაოდენ გაუმჭვირვალე და დახურულია ქართული საბანკო სისტემა და ბიზნეს-სივრცე საერთოდ.
ვიდრე BTA BANK-ის კრიმინალურ და სენსაციურ ამბავს მოგითხრობდეთ, აღვნიშნავთ ჩვენთვის მოულოდნელ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "ბითიეი ბანკი საქართველოს" აქციების 65% Sapphire Group-მა 48 მილიონ დოლარად იყიდა.
ეს სასაცილო ამბავი, რა თქმა უნდა, დაუჯერებელი იქნებოდა, რომ ვინმეს "ბითიეი ბანკ საქართველოდან" დაედასტურებინა ან უარეყო იგი. სულ ახლახანს "სახალხო ბანკი" რუმინელმა დინ პატრისიუმ და ლადო გურგენიძემ, მათ უკან მოაზრებად პირებთან ერთად, სულ რაღაც 15 მილიონ მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს, კერძოდ მისი აქციების 91,2 პროცენტი. ძალიან ძვირი ხომ არ დაუჯდათ ებრაელებს, ამ მომჭირნე და გამჭრიახ ადამიანებს ბიზნესში, ჯერ კიდევ სათანადოდ ფრთებგაუშლელი ყაზახურ-რუსული ბანკის საქართველოს ფილიალი.
ასეთ გარიგებებში რომ დიდი ფული კეთდება, ახალი ამბავი როდია. მაგრამ ეს ისტორია მაინც განსაკუთრებულია. იგი, გარკვეული თვალსაზრისით, უკავშირდება ყაზახურ - რუსული BTA BANK-ის გახმაურებულ სკანდალებს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, "ბითიეი ბანკი საქართველოს" შემსყიდველი Sapphire Group-ის მფლობელია 28 წლის ბიზნესმენი ზოჰარ საფარი, იგივე ზურაბ სეფიაშვილი. ის, იმავე ცნობით, ბანკის დაკრედიტების მოცულობას 600 მლნ. აშშ დოლარით გაზრდის. საიდან უნდა მოიტანოს მან ეს თანხა, არ ზუსტდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზოჰარ საფარი ქართულ სამშენებლო ბიზნესშიც მონაწილეობდა და გვარიანი ზარალი ნახა, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, შაპპჰირე Gროუპ-ის აქტივები 20 მლნ. აშშ დოლარს არ აღემატება და თუ ასეა, საიდან უნდა გადაიხადოს მან 48 მლნ. "ბითიეი ბანკი საქართველოს" აქციებში, გაუგებარია.
"ბითიეი ბანკ საქართველოს" აქციონერები არიან: JSC BTA BANK (49%), ZRL Betelingungs Ag (18%), Interfubding Facilities Limited, შპს "სილქ როუდ საფინანსო ჯგუფი" (24%). საიდან ჩამოყალიბდა საფირის ხელში გადასული 65%-ი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბანკში წილს ინარჩუნებს "სილქ როუდ გრუპი", რომელსაც ყაზახურ საქმიან წრეებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს გიორგი რამიშვილის სახელს უკავშირებენ. ამასობაში BTA BANK-მა, რომლის აქციების 78%-ი უკვე ყაზახეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, დაიწყო ამ ბანკის ყოფილი მფლობელისა და მმართველის, მუხთარ აბლიაზოვის რუსული აქტივების დაპატიმრება მოსკოვში, დაყადაღებულია პოკლონნაიაზე მშენებარე ოკეანარიუმის აქციები, რომელიც ევროპაში ასეთი სახის უდიდეს დაწესებულებად იყო ჩაფიქრებული, ოკეანარიუმი 2003 წლიდან 180 000 კვადრატულ მეტრზე შენდება და მას აბლიაზოვის კუთვნილი საინვესტიციო-სამრეწველო ჯგუფი "ევრაზია" აშენებს. საერთოდ, აბლიაზოვის დეველოპერულ კომპანიებს BTA BANK-ის დაახლოებით 800 მლნ. აშშ დოლარი მართებს.
ყაზახეთში აბლიაზოვის დევნა 2009 წელს დაიწყო, როცა იქაურმა მთავრობამ BTA BANK-ის ნაციონალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ 2009 წლის მარტში ბანკი რეალურად იდგა გაკოტრების საფრთხის წინაშე, ბანკირზე დაუსწრებლად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აბლიაზოვმა თავი დამნაშავედ არ ცნო და ქვეყანა დატოვა. ის BTA BANK-ის დირექტორთა საბჭოს თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა, მაგრამ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, ის რჩება რუსეთში BTA BANK-ის ფილიალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.
"BTA BANK-ის გაკოტრება არ იგეგმება", - აცხადებს ყაზახეთის ეკონომიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვის მინისტრი ბახიტ სულთანოვი. მისი თქმით, ბანკის ვალების რესტრუქტურიზაცია წარმატებით განხორციელდა და ბანკს საფრთხე აღარ ემუქრება.
ჩვენც რაღა დაგვრჩენია! უნდა ვერწმუნოთ ბატონ სულთანოვს და დავიჯეროთ, უნდა გვჯეროდეს ისიც, რომ "ბითიეი ბანკი საქართველოც" გაუძლებს ამ კრიზისს და ეს ყოველივე მასზე არ აისახება.
"ბითიეი ბანკი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქაჯაიამ ბანკის საკონტროლო პაკეტის გაყიდვის თაობაზე ინფორმაცია უარყო. მან გვაცნობა, რომ რამდენიმე დღის წინ ასეთი განცხადება საჯაროდაც გააკეთა. ჩვენ ამის თაობაზე ცნობას ვერც ინტერნეტ-სივრცეში წავაწყდით სადმე და ვერც ეკონომიკური მედიის ფურცლებზე, ხოლო ბრიფინგზე ერთადერთი ქართული ეკონომიკური ყოველკვირეულის - "ბანკები და ფინანსების" მიწვევა, ჩანს, ნინო ქაჯაიას დაავიწყდა...
თუ ზოჰარ საფირი გულწრფელია და ისრაელის პრესა ტყუის, იმედია "ბითიეი ბანკი საქართველო” ისრაელის მედიას საქმეთა რეალურ ვითარებაზე ამცნობს.
თუ "ბითიეი ბანკი საქართველო” ისევ ძველი აქციონერების ხელშია, მაშინ ღირს, რომ ისევ კულუარულ ინფორმაციებს დავუგდოთ ყური. "ბითიეის” შეძენა, როგორც ამბობენ, "საქართველოს ბანკსაც" სურს და "სახალხო ბანკსაც”. ყველა შემთხვევაში, საბანკო ალიანსი, სავარაუდოა შედგება, მისი კონფიგურაცია ექსპერტების ვარაუდით, ასე გამოიყურება: "სახალხო ბანკი” - "კორსტანდარტ ბანკი” - "ბითიეი ბანკი” - "ბაზის ბანკი” - "საქართველოს ბანკი”. თუ ამ ერთ დიდ ბანკს ერთი მიღმური დაჯგუფების მიერ კონტროლირებადს, "საქართველოს ბანკს” გამოვაკლებთ, მაშინ დაგვჭირდება პასუხი კითხვაზე _ BNY (NOMINEES) LIMITED-ის აქციების მფლობელები ვინ არიან?
ასე რომ, "BTA BANK"-ის საგა გრძელდება, მათ შორის საქართველოშიც.

გიორგი შავიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48