დაძლეულია თუ არა კრიზისი საფინანსო სექტორში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : დაძლეულია თუ არა კრიზისი საფინანსო სექტორში
ნანახია: 1131

რა მდგომარეობაა მიკოროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე


ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარებისა და მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორი განვითარების გზაზეა. გლობალურმა მოვლენებმა და შარშანდელმა ომმა საქართველოს საბანკო სისტემაში სესხების გაცემის შეფერხება გამოიწვია. გართულდა ფულადი სახსრების მოძიება იმ პირთათვის, რომელთაც სურდათ რაიმე საქმის, ბიზნესის წამოწყება. ამან განაპირობა საზოგადოების დაინტერესება და მისწრაფება ისეთი საფინანსო ინსტიტუტებისაკენ, როგორიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია. მიუხედავად მსო-ების მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და ბოლო დროს ბანკების დაკრედიტების გააქტიურებისა, მსო-ების მომსახურებაზე მოთხოვნა მაინც მაღალი რჩება. "ბანკები და ფინანსნები" შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე, რამდენად შეეხოთ მათ ეკონომიკური კრიზისი და რა პირობებში უწევთ დღეისათვის მუშაობა.
2009 წელს საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 10-ით გაიზარდა, .2006 წლიდან დღემდე კი ჩვენს ქვეყანაში სულ 36 მსოა რეგისტრირებული. წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა მათი აქტივები. 2008 წელთან შედარებით მსო-ების აქტივები 23 795 203 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 160 847 164 ლარს შეადგენს.
დღეისათვის ამ სექტორში ბაზრის ლიდერს ,,ფინკა საქართველო" წარმოადენს. ,,ფინკა საქართველო" 11 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტი ფილიალი გააჩნია. ხოლო ქვეყნის გარეთ მსოფლიოს 21 ქვეყანაში 1 მილიონ ადამიანს უწევს ფინანსურ მხარდაჭერას. აგრეთვე, ,,ფინკა საქართველო" ოპერირებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში აზერბაიჯანსა და რუსეთში.
,,ფინკა საქართველო~ სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე ბიზნესის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, დაბალ შემოსავლიან მეწარმეებს ფინანსური მომსახურებით უზრუნველყოფს.
,,ფინკა~-ს პროდუქტებს წარმოადგენს: ჯგუფური სესხი, ჯგუფური სასოფლო-სამეურნეო სესხი, ინდივიდუალური მიკრო და ინდივიდუალური ექსპრეს სესხები. სესხების ოდენობა 20 000 დოლარამდეა. საპროცენტო განაკვეთი კლებად ბალანსზე საშუალოდ 27%-ია. პროცენტის დათვლა ხდება მიმდინარე ბალანსიდან და არა სესხის საწყისი ოდენობიდან.
"ეკონომიკურმა კრიზისმა ზოგადად ქვეყნის ფინანსურ სექტორზე მოახდინა გავლენა და ,,ფინკა საქართველოც” არ დარჩენილა ამ პროცესს მიღმა. თუმცა ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, ფინანსური არასტაბილურობის ფონზე, ,,ფინკა საქართველოს" არ შეუჩერებია სესხების გაცემა. ბოლო 5 თვის განმავლობაში ჩვენი კომპანიის აქტიურ კლიენტთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. ოქტომბრის თვის მონაცემებით აქტიურ კლიენტთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება საკრედიტო პორტფელს, აღნიშნულ პერიოდში იგი 15 მილიონი დოლარიდან 16 მილიონ დოლარამდე გაიზარდა", - განაცხადა ,,ფინკა საქართველოს~ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა და დირექტორმა ვუსალ ვერდიევმა.
წარმატებით ართმევს საქმიანობას თავს ამა წლის 1 სექტემბერს დაფუძნებული მსო ,,ბიკრედიტი~, რომლის მთლიანი საკრედიტო დაბანდება მიმდინარე ეტაპისთვის 1 300 000 შეადგენს და ფიზიკურ პირების მიკროდაკრედიტებას (50 000 ლარამდე) ანხორციელებს. ორგანიზაცია მომხმარებელს ორი სახის პროდუქტს სთავაზობს: სამომხმარებლო სესხი და ავტოლომბარდი; სამომხმარებლო სესხზე პროცენტი თვეში 4%-ს (კლებადი) შეადგენს, ხოლო ავტოლომბარდზე 5%-ს.
,,ბიკრედიტი~-ს დირექტორის გოჩა არსიაშვილის თქმით, ქვეყანაში კრიზისის მიუხედავად, ორგანიზაცია სტაბილურად განაგრძობს ზრდას. კრზისის არსებობაზე მიუთითებს მსო ,,აგროკრედიტი"-ს დირექტორი ლაშა ხონელიძეც.
,,ამ პირობებში წარმატების მიღწევა საკრედიტო ბაზარზე საკმაოდ ძნელია, მაგრამ ,,აგროკრედიტის მაღალპროფესიული გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გეგმავს საქმიანობის ეტაპობრივ გაფართოებას, გარე დაფინანსების მოზიდვის გზით", - აღნიშნა ლაშა ხონელიძემ.
,,აგროკრედიტ"-ი 2-3 თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და კომპანიის ერთადერთ პროდუქტს სესხები წარმოადგენს, თუმცა მომავალში იგეგმება (2-3 წელში) სხვა ტიპის მომსახურების შეთავაზებაც, მათ შორის: ფულადი გზავნილები; კომუნალური გადასახადები და სავალუტო ოპერაციები. დღესდღეობით კი მსო ,,აგროკრედიტ~-ი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილ სესხებს ბიზნესის შემდეგ სექტორებში: სოფლის მეურნეობა, წარმოება, ვაჭრობა და მომსახურება. საპროცენტო განაკვეთი სესხის ტიპზე, ვადიანობაზე, ბიზნესის რისკიანობაზეა დამოკიდებული და იგი 28-დან 48-მდე კლებადი პროცენტის მეთოდით მერყეობს. რაც შეეხება უზრუნველყოფას, 10000 ლარამდე სესხი თავდებობის საფუძველზე უგირავნოდ გაიცემა.
რეგიონებში არსებული სიტუაციის გასარკვევად ქ. ქუთაისში არსებულ მსო ,,ამიგო+"-ს დავუკავშირდით, რომელიც 2008 წლის ბოლოდან აქტიურად მოღვაწეობს. ,,ამიგო+" მომხმარებელს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს: მიკროსესხები ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის, სამომხმარებლო და ლომბარდული სესხები, გაცვლითი ოპერაციები და გზავნილები. საპროცენტო განაკვეთი სესხებზე დიფერენცირებადია და თვეში 3-დან 4%-მდე მერყეობს, რომელიც არსებული კლებადი გრაფიკის გათვალისწინებით წლიურად 20-30%-ს შეადგენს.
"კლიენტთა მოთხოვნილების შემცირება სესხებზე საბანკო სისტემაში სასესხო საქმიანობის გააქტიურებას არ გამოუწვევია. 2009 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2,2-ჯერ გაიზარდა და 626 000 ლარი შეადგინა~, - განაცხადა ,,ამიგო+"-ს დირექტორმა თემურ ნიკოლაძემ.
მოცემული კომპანიების საქმიანობის და ზოგადად, მიკროსაფინანსოებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი ამ სექტორს ძლიერად არ შეხებია. მიუხედავად ბანკების ბოლოდროინდელი საკრედიტო საქმიანობის გააქტიურებისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროდუქტზე მოთხოვნა მაინც მაღალი რჩება. შესაბამისად, დღეისათვის ამ სფეროში სტაბილური მდგომარეობაა, რაზეც მსო-ების ხელმძღვანელების ოპტიმისტურად განწყობაც მეტყველებს. ის, თუ რა აძლევთ მათ ოპტიმიზმის მიზეზს, მათივე განცხადებით, ორი სიტყვით შეიძლება ითქვას: ,,მათ აქვთ თავიანთი ნიშა და სამიზნე აუდიტორია, რის ასათვისებლადაც აქტიურად მუშაობენ. ისინი მუშაობენ ბაზრის იმ სეგმენტზე, რომლითაც კომერციული ბანკები ტრადიციულად არ ინტერესდებიან, ამ ბაზრის მაღალრისკიანობის გამო. შესაბამისად, მოთხოვნა მიკროსესხებზე დღეისათვისაცMსაკმაოდ მაღალია".

ლევან ცენტერაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48