"რა აპირებენ, რომ მთავრობაში ბანკი შექმნან" - ლადო პაპავა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "რა აპირებენ, რომ მთავრობაში ბანკი შექმნან" - ლადო პაპავა
ნანახია: 977

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი სესხის პროცენტის განაკვეთი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება

"რა აპირებენ, რომ მთავრობაში ბანკი შექმნან"? - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა კანონპროექტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეწარმეებზე და ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა ხდება შესაძლებელი.
პროექტის თანახმად, ბიუჯეტიდან სესხის გაცემა განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება სესხის გამცემი (ორგანიზაცია, რომელმაც უნდა გასცეს სესხი, გააფორმოს სესხის მიმღებთან შესაბამისი ხელშეკრულება და პასუხისმგებელია მისი დაფარვის და მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგზე), სესხის ოდენობა, მიზნობრიობა, დაფარვის ვადა, პროცენტის განაკვეთი, სესხის გაცემის წყარო (ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები და სხვა), სესხის უზრუნველყოფის სახე და მისი ოდენობა და სხვა. ამ პირობების გამკაცრებას კი პარლამენტი 2010 წლის ბიუჯეტთან ერთად დაამტკიცებს.
ექსპერტთა აზრით ეს პროექტი ისედაც სახელმწიფოზე დამოკიდებული ბიზნესის კიდევ უფრო სახელმწიფოზე მიბმას გამოიწვევს.
"ეკონომიკური თავისუფლების აქტი ეწინააღმდეგება ამ ძირითად საკითხს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხდება ბაზარზე სახელმწიფოს უხეში ჩარევა, რაც თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამიტომ ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში არ უნდა იქნას გატარებული", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია.
თუმცა, 2010 წლის საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა ძირითადად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად განხორციელდება და რომელიმე ბიზნესკომპანიის ხელშეწყობის მიზნით არ გამოიყოფა, შესაბამისად, აღნიშნული ხელს არ შეუშლის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. მთავრობის განცხადებით მსგავსი ფაქტები მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება.
რაც შეეხება ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ისინი უფლებამოსილნი არიან ბიუჯეტიდან სესხი მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გასცენ.
საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა ბიუჯეტიდან სესხის გაცემის მექანიზმი და გათვალისწინებულია ის ძირითადი პრინციპები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდება სესხის გაცემა. ასევე, კანონის დონეზე განისაზღვრა, რომ დაუშვებელია სესხის გაცემა მისი დაბრუნების უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიის წარმოდგენის გარეშე (საბანკო გარანტია, სადაზღვევო პოლისი, ქონების იპოთეკით დატვირთვა).
კოდექსის პროექტში ასევე გაწერილია, ვინ შეიძლება იყოს სესხის მიმღები. კერძოდ, საბიუჯეტო ასიგნებიდან გაცემული სესხის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან ორგანიზაცია, ან "მეწარმეთა შესახებ" კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან ფიზიკური პირი.
"ჩემი აზრით, ბიუჯეტიდან სესხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ სესხის გამცემი ორგანო, როგორც წესი, არის საკრედიტო ორგანო, ხოლო მთავრობა თავისი ბუნებით არის პოლიტიკური ორგანო. სესხის გაცემის უფლება მხოლოდ იმ ორგანოს ექნება, რომელსაც ეს დაევალება. ამ შემთხვევაში მთავრობა იძულებული იქნება შექმნას საკრედიტო ორგანო", _ აცხადებს პაპავა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის ამღებ პირებს, სავარაუდოდ, გარკვეული გარანტიების წარდგენა მოუწევთ. აღმასრულებელი ხელისუფლება მეწარმეებზე და ფიზიკურ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემის უფლებას "საბიუჯეტო კოდექსის" პროექტით იძლევა, რომელშიც ასევე გაწერილია სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. კერძოდ, ერთ-ერთ საშუალებად პროექტში საბანკო გარანტიაა დასახელებული, რომლითაც სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარანტიის გამცემი ბანკი კისრულობს წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა დავალიანების დასაფარად.
ასევე, არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომელიც სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო პოლისს გულისხმობს. კერძოდ, პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტში სასესხო დავალიანების დასაფარი ფულადი თანხა ჩარიცხოს. ამას გარდა, სესხის მიღების სურვილის შემთხვევაში, ალტერნატივად ფიზიკურ ან მეწარმე პირის ქონების სესხის გამცემის სასარგებლოდ დაგირავება ან იპოტეკით დატვირთვაც მოუწევთ.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი სესხის პროცენტის განაკვეთი დადგენილი იქნება შესაბამისი სამართლებრივი აქტის (საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის განკარგულება) საფუძველზე და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია ბიუჯეტის მევალის მიმართ, ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს დაკისრებაც.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემის პრაქტიკის დანერგვა ამ ეტაპზე არ ხდება, ვინაიდან აღნიშნული პრაქტიკა საქართველოში 15 წელზე მეტია გამოიყენება, უბრალოდ ახლა ეს პროექტი გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა.
მაგრამ ექსპერტი ლადო პაპავა ადრე განხორციელებულ პროგრამებს უკანონოს უწოდებს, - "ადრე განახორციელეს "იაფი კრედიტის" პროგრამა, რომელიც უკანონო იყო და ახლა ხდიან მას კანონიერს ამ პროგრამის სახით. მე კი ეს ყველაფერი უბრალოდ ინსტიტუციონალურ შეცდომად მიმაჩნია".

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48