საქართველოს ეკონომიკა ომმა გადაარჩინა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოს ეკონომიკა ომმა გადაარჩინა
ნანახია: 1106

საქართველოს ეკონომიკა ომმა გადაარჩინა - ასეთი შეფასებები 2008 წლის 23 ოქტომბრის შემდეგ ეკონომიკის ბევრი ექსპერტისა და ანალიტიკოსის რიტორიკაში იგრძნობოდა. 2008 წლის 23 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის რუსეთთან საომარი კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად 4.5 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადაწყდა. კერძოდ, მსოფლიო ბანკიდან - 530 მილიონი დოლარი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკიდან - 927 მილიონი დოლარი, აზიის განვითარების ბანკიდან - 300 მილიონი დოლარი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან - 350 მილიონი დოლარი, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან - 330 მილიონი დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატებისგან - 1 მილიარდი დოლარი, ევროკომისიისგან - 638 მილიონი დოლარი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან - 174 მილიონი დოლარი, იაპონიისგან - 200 მილიონი დოლარი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ საერთო ჯამში 88 მილიონი დოლარი გამოყო.

ბრიუსელის კონფერენციამდე - კრიზის ანატომია და ეტაპები

პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში ომამდე გაცილებით ადრე დაიწყო, შეიძლება ითქვას, საქართველოში დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა ეკონომიკური კრიზისი. 2005 წლიდან 2008 წლის მაისამდე ჩვენი ეკონომიკის ზრდა განპირობებული იყო საბანკო სისტემის აქტიურობით, თუმცა, კომერციული ბანკების საკრედიტო აქტიურობამ, შემოთავაზებული კრედიტების შინაარსიდან გამომდინარე, ხელი ვერ შეუწყო წარმოების ზრდას და რეალური ეკონომიკის შექმნას, რაც მომავალში უზრუნველყოფდა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბებას. კრედიტებით, ძირითადად, იმპორტი წახალისდა, რამაც ქვეყნიდან ფულის გასვლა თავისთავად განაპირობა. ერთი სიტყვით, 2008 წლის გაზაფხულიდან ქვეყნის ეკონომიკას ფინანსური რესურსის პრობლემა დაუდგა. ვალებში აღმოჩნდა გახვეული, ერთის მხრივ, ეკონომიკაში ჩართული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მეორეს მხრივ კი თავად ბანკები, რომლებიც ფინანსურ რესურსებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან იღებდნენ ვალად. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ეკონომიკამ ვარდნა დაიწყო, ბუნებრივია, საბიუჯეტო შემოსავლებიც შემცირდა.
საერთაშორისო საფინანსო კრიზისი, რომელმაც გაღვივება 2008 წლის დასაწყისიდან დაიწყო, საქართველოზე იმდენად აისახა, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებული იყო საერთაშორისო იმპულსებზე. მსოფლიო ფინანსური კრიზისი, თავისი არსით, ორ მომენტში აისახა. ერთის მხრივ, შემცირდა მოხმარება, დაეცა გაყიდვები და მოხდა ფასების მკვეთრი ვარდნა, ამ ყველაფერმა შეზღუდა ბიზნესის აქტივობა და სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა იგი. მეორეს მხრივ, ეკონომიკაში გაჩნდა უნდობლობის მომენტი და შეიზღუდა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა - დაეცა საინვესტიციო აქტივობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაართულეს საკრედიტო პოლიტიკა. საქართველოს ეკონომიკის განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე განსაკუთრებით მტკივნეულად საინვესტიციო აქტივობის შეზღუდვა და საერთაშორისო ფინანსური რესურსების შეზღუდვა აისახა. ერთი სიტყვით, საერთაშორისო საფინანსო კრიზისმა საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო გაუღრმავა ფინანსური რესურსების პრობლემა.
2008 წლის აგვისტოს მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე ორი კუთხით აისახა. ერთის მხრივ, ის გახდა რეალური პრობლემების ინდიკატორი და მეორეს მხრივ, ომმა კიდევ უფრო გაამწვავა არსებული სიტუაცია. ნაომარ ქვეყანაში, ინვესტიციების შემოსვლა კიდევ უფრო წარმოუდგენელი გახდა და არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან არსებობდა ფინანსური რესურსების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა. ამას დავურთოთ ის ფაქტორიც, რომ ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და პოსტსაომარი სიტუაციის საჭიროებების დაფინანსებას სერიოზული ფინანსური რესურსები ესაჭიროებოდა.

ბრიუსელის კონფერენცია რეალური პრობლემებისა და აღიარებული პრიორიტეტების ფონზე

ამ ფონზე, საქართველოსთვის მსგავსი მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფა მართლაც შეიძლება აღგვექვა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა. მაგრამ ერთია, როდესაც ფული გაქვს და მეორე საკითხია, როგორ შეგიძლია ამ ფულის გამოყენება. ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ საქართველოს მთავრობის წინაშე დადგა ორი საკითხი: პირველი - რამდენად ეფექტიანად განკარგავდა ფინანსურ რესურსებს და მეორე - რამდენად უზრუნველყოფდა ამ თანხის კანონის დაცვით ხარჯვას.
ბრიუსელის კონფერენციიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორივე მომართულებით არის სერიოზული კითხვის ნიშნები. ფულის ხარჯვის კანონიერება, რა თქმა უნდა, სერიოზული და პრობლემური საკითხია, მაგრამ საბოლოო შედეგი, რამდენად ეფექტიანი გამოდგა დონორთა დახმარება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს უფრო ძირეული საკითხია.
ამ რესურსის განკარგვისას საქართველოს მთავრობის წინაშე ორი ამოცანა იდგა. პირველი, უშუალოდ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და მეორე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის რეაბილიტაცია. აღნიშნული მიდგომები გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაშიც ჩანს.
დონორთა ერთი ნაწილის მიერ გამოყოფილი რესურსებით პირდაპირ დაფინანსდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები, ამ სახსრების განკარგვას დონორები, ხშირ შემთხვევაში, თავად აკონტროლებდნენ. ამ ტიპის დახმარებები, ძირითადად, ევროპულმა სახელმწიფოებმაც გამოყვეს, საბოლოო ჯამში, ამ მიმართულებით, 350 მილიონი დოლარის რესურსი გამოიყო.
ბრიუსელის კონფერენციაზე ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის გამოიყო. სექტორების მიხედვით, დახმარებები ასე გადანაწილდა: საბანკო სისტემისთვის 853 მილიონი დოლარი; გზების გაყვანა-რეაბილიტაციისა და რკინიგზის რეკონსტრუქციისთვის 682 მილიონი დოლარი; ბიუჯეტი და მაკრო-საფინანსო დახმარებისთვის 586 მილიონი დოლარი; ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის 381 მილიონი დოლარი; კერძო და საფინანსო სექტორისთვის 252 მილიონი დოლარი; ურბანული და მუნიციპალური პროექტებისთვის 211 მილიონი დოლარი; გადაუდებელი საჭიროებებისთვის 100 მილიონი დოლარი. დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ხარჯვის პრიორიტეტებზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს. ერთი სიტყვით, ქართული კრიზის დასაძლევად საქართველოს მთავრობას 4 მილიარდზე მეტი დოლარის რესურსი გადაეცა.
მსოფლიო კრიზისების ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი პერიოდის გადალახვა მხოლოდ ეროვნული პროდუქციის და წარმოების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. ეს თეზა კიდევ უფრო მისაღები ხდება მას შემდეგ, როდესაც გავიაზრებთ ქართული კრიზისის გამომწვევ ძირითად მიზეზებს. კრიზისი კი გაცილებით ღრმა იყო და მას გაცილებით გააზრებული მიდგომები სჭირდებოდა, ვიდრე სწორხაზოვანი პროექტების განხორციელება. ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ, საქართველოს მთავრობას ჰქონდა შანსი შეეცვალა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები და რეალური, წარმოების ზრდაზე ორიენტირებული პროექტები განეხორციელებინა. მსგავსი რეკომენდაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგანაც მოდიოდა.
საქართველოს მთავრობას, დღეს ამ რესურსის განკარგვასთან დაკავშირებით, აქვს არგუმენტი, რომ ხარჯვის პრიორიტეტები თვითონ დონორებმა განსაზღვრეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დონორებმა ის პრიორიტეტები დააფინანსეს, რომლებიც ქართულმა მხარემ დააყენა.

ეკონომიკური ეფექტიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაგება

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრიუსელის კონფერენციის წლისთავზე გამოყოფილი თანხის ეფექტურობა ორი კუთხით უნდა განვიხილოთ. ერთის მხრივ, საქართველომ მიიღო ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფინანსური რესურსი, რომლის მიღების სხვა შანსი მაშინ არ არსებობდა. მეორე კუთხით კი უნდა ითქვას, რომ ამ რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენება და ეკონომიკის სრული რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. თუ მოხდებოდა არა ერთჯერადი პროექტების დაფინანსება, არამედ ადგილობრივ წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დონორების მიერ გამოყოფილი თანხით დაფინანსდა რამდენიმე სერიოზული სექტორი. უპირველეს ყოვლისა საბანკო სისტემა, რომელსაც იმ დროს აშკარად გამოხატული კრიზისი ედგა. 2009 წლის დასაწყისში მთლიანად ქართულ საბანკო სისტემას დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარიანი ვალი ჰქონდა დასაფარი. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ რესურსის მობილიზება შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ კონფერენციის გადაწყვეტილების ფარგლებში ქართული ბანკებისთვის გამოყოფილმა 853 მილიონი დოლარის სესხმა, შეიძლება ითქვას, რამდენიმე დიდი ბანკი გაკოტრებას გადაარჩინა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პროგრამაში არ ყოფილა გათვალისწინებული საკრედიტო აქტივობის გაზრდა ან სხვა რაიმე ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ადგილობრივი წარმოების შექმნა-განვითარებას განაპირობებდა.
გზების გაყვანა-რეაბილიტაციისა და რკინიგზის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი 682 მილიონი დოლარით ძირითადად გზების დეპარტამენტის და საქართველოს რკინიგზის მიერ ინიცირებული პროექტები დაფინანსდა. კრიზისის პირობებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მიღებული ფორმაა, რადგან ის იწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა, ის მხოლოდ კრიზისული სიტუაციისას არის ეფექტიანი, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ეს პროექტები დასრულდება, ეს სამუშაო ადგილები აღარ დარჩება.
ბიუჯეტი და მაკრო-საფინანსო სექტორი დახმარებისთვის გამოყოფილი 586 მილიონი დოლარით ძირითადად 2009 წლის ბიუჯეტის დეფიციტი დაფინანსდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2009 წლის ბიუჯეტში დეფიციტი არ დაფიქსირებულა, თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვებით თამაშია. ბატონი ბაინდურაშვილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ 2009 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ხარჯები და შემოსავლები, საბოლოო ჯამში, თანაბარი აღმოჩნდა. თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში, სადაც საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული გადასახადები იყო გათვალისწინებული, ნახევარ მილიარდამდე ლარის დეფიციტი დაფიქსირდა. ის ფაქტი, რომ საშემოსავლო გადასახადებიდან დაგეგმილი დეფიციტი შეივსო, სწორედ დონორთა გადაწყვეტილების შედეგია.
მსგავსი მიდგომებით იხარჯება, თითქმის ყველა მიმართულებით გამოყოფილი რესურსები. რაც, საბოლოო ჯამში, იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ დონორთა მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდი დოლარით, მთლიანად დაკმაყოფილდა ეკონომიკაში ფინანსური რესურსების პრობლემა, რასაც, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ზოგადად, ეკონომიკის გადარჩენის კუთხით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ რესურსებით ვერ მოხდა ეკონომიკის სრული რეაბილიტაცია, რაც ამ დახმარების ამოწურვის შემდეგ ომისწინა პრობლემების არსებობას გამორიცხავდა.

ექსპერტები ბრიუსელის კონფერენციის და ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტების შესახებ

საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი რესურსის განკარგვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ მთავრობას ამ ფულით ბიზნესის განვითარებაზე უნდა ეზრუნა. "საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების დახმარება, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში საქართველომ მიიღო ორ ძირითად პრიორიტეტს ითვალისწინებდა. ესაა, ლტოლვილთა დახმარების კომპონენტი და ეკონომიკის სტიმულირებისა და ბიზნესის განვითარების კომპონენტი. სწორედ ეს უკანასკნელი იმსახურებს კრიტიკასა და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ნაწილში საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი თანხები არაეფექტურად იქნა გამოყენებული. ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის სტიმულირების ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება საერთოდ არ არის დამოკიდებული სამთავრობო ე.წ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და გზების დაგებაზე, რითაც ასე იწონებს თავს ხელისუფლება. ეს ერთჯერადი, მოკლევადიან ეკონომიკურ ეფექტზე გათვლილი აქციაა და ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პრაქტიკულად არ ახდენს. ეკონომიკის და ბიზნესგარემოს განვითარება ბიზნესინიციატივების სტიმულირებაზეა დამოკიდებული, ანუ ბიზნესს პირობები უნდა შეექმნას, რომ ამუშავდეს. ჩვენ კი პირიქით, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში საბანკო სფეროსთვის მიცემული საკრედიტო რესურსი იმის მაგივრად, რომ ბანკებს ბიზნესპროექტებში გაეშვათ, ხელისუფლების ძალისხმევითა და მონდომებით საბანკო სტრუქტურებს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებში ჩავადებინეთ. ანუ, ის ფულიც კი, რომელიც ბიზნესის გამოცოცხლებისთვის იყო გამიზნული, ხელისუფლებამ საბანკო არხებიდან გაურკვეველი ფინანსური და ეკონომიკური ეფექტის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის "ამოიღო". გარდა ამისა, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი თანხების მეშვეობით, პრაქტიკულად, არცერთი ბიზნესაქტივობის პროექტის სტიმულირება და წახალისება არ განხორციელებულა და მისი ძირითადი გამოყენება მხოლოდ სოციალური ან სახელმწიფო პროექტების დაფინანსების მიმართულებით განხორციელდა და ხორციელდება.
ასე, ბიზნესგარემო და ეკონომიკა არ ვითარდება. ჩვენ ვუშვებთ მთავარ შეცდომას, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ცალსახად უნდა გაიაზროს, რომ მთავრობა ბიზნესსაქმიანობას არ უნდა გეგმავდეს და ახორციელებდეს, არ უნდა ერეოდეს ბიზნესპროექტებში. ეს ბიზნესის და ეკონომიკის პრიორიტეტია. უხეში ჩარევა კი ამ მხრივ მკვეთრად ნეგატიურ შედეგებთან მიგვიყვანს", - აცხადებს ლევან კალანდაძე.
დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელობას აფიქსირებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, რომელიც თვლის, რომ ბრიუსელის კონფერენციის მთავარი ეკონომიკური ეფექტი იმ დროს კოლაფსის არიდება გახლავთ. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს თანხები ამ მიზნით არ ყოფილა გამოყოფილი. "ეს დახმარება საქართველოს ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან არამარტო ომმა, არამედ მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და ზოგიერთმა სხვა ფაქტორებმა ქვეყნის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს. ეს დახმარება ზუსტად იმ დროს რომ არ ყოფილიყო, ჩვენს ეკონომიკას ძალიან დიდი ვარდნა ექნებოდა, დღეს არსებულ სიტუაციასთან შედარებით, გაცილებით რთული. ეს თანხა არ იყო გამოყოფილი იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარებულიყო. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ქვეყნების დახმარებით თავიდან ავიცილეთ ეკონომიკური კოლაფსი, რომლის საფრთხე ომისშემდგომ საქართველოში რეალურად იდგა. ამ თანხებმა ჩვენ სერიოზულ უბედურებას აგვაშორა", - ასე ფიქრობს ნოდარ ხადური.
ომმა საქართველოს ეკონომიკა გადაარჩინა, - ამ შინაარსის ხატოვანი განცხადება ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორგხელიძემ ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა. ის ამ კონფერენციაზე გამოყოფილი თანხების მნიშვნელობას თავიდანვე აღიარებდა. ის თვლის, რომ საქართველოში ეკონომიკის რეალური რეაბილიტაციისთვის ისეთი ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო, როგორც ეს აშშ-სა და ევროპაში მოხდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ კონტექსტში დონორთა მიერ გამოყოფილ ფინანსურ რესურსების გამოყენება შესაძლებელი იყო. "ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ამ თანხების სწორად განაწილებას, არ ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამ თანხების ძირითადი ნაწილის მიმართვა სწორი იყო, უკეთესი იქნებოდა თანხების ნაწილი კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას მოხმარებოდა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ცოტა რამ გაკეთდა და ამის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეკონომიკა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ზრდა სტაბილურად შესაძლებელი იყოს.
როცა კრიზისული მდგომარეობაა, მთავარია ეკონომიკის არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და არა მისი ზრდა. ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებით ხდება ეკონომიკის არსებული მდგომარეობისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება, გასაგებია, მაგრამ კერძო სექტორის აქტიურობის შენარჩუნებისთვის, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა. საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც გატარდა აშშ-ში და ევროპაში, ამ ყველაფრის გამო ჩვენმა კერძო სექტორმა ძალიან ბევრი დაკარგა და ჯერ კიდევ ძალიან სუსტად გრძნობს თავს", - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48