რამდენს უხდიან თემურ ქეცბაიას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რამდენს უხდიან თემურ ქეცბაიას
ნანახია: 799

ფეხბურთის ფედერაცია ისევ ჩაკეტილ სტრუქტურად რჩება

აი, გავიდა ორი წელი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მორიგი ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამჯერად, მწვრთნელი ქართველია და იგი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი თემურ ქეცბაიაა. ქეცბაია 90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია და მას გულშემატკივარი ნამდვილად დიდ პატივს სცემს. იგი ბოლო რამდენიმე წელი კვიპროსში ადგილობრივ "ანორთოსისს" წვრთნიდა, რომელთან ერთადაც რამდენჯერმე მოიგო ადგილობრივი ჩემპიონატი და გასულ წელს გუნდი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზეც გაიყვანა, სადაც მცირედით რომ გამართლებოდა, ჯგუფიდანაც გავიდოდა. თემურმა მიმდინარე წლის ზაფხულში კვიპროსიდან საბერძნეთში გადაინაცვლა, სადაც "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს, მაგრამ საბერძნეთიდან სულ რამდენიმე კვირაში გაურკვეველი მიზეზით წამოვიდა. მითქმა-მოთქმა ქეცბაიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ, განსაკუთრებით სწორედ მისი საბერძნეთიდან წამოსვლის შემდეგ, გააქტიურდა. ამ პროცესს ხელი კუპერმა და მის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმაც შეუწყო, რომელმაც ახალი ანტირეკორდი დაამყარა და საკვალიფიკაციო ეტაპი ისე დაასრულა, რომ ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვა და, შესაბამისად, ჯგუფშიც ბოლო ადგილი დაიკავა.
თემურ ქეცბაიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ეროვნულ ნაკრებს 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.

დაწყებაც ასეთი უნდა
[b]

ქეცბაია - ნაკრების მორიგი მსხვერპლი თუ ქართული ფეხბურთის წარმატების ფუძემდებელი

ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარდგენისას საკმაოდ ომახიანი განცხადება გააკეთა და დადო პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებს ნაკრების წარმატებისთვის, - "საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩემი დანიშვნის თაობაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა, ვიდრე გუნდს მწვრთნელი ჰყავდა და ვითარება საბოლოოდ გარკვეული არ იყო, ამ საკითხზე ლაპარაკი არასწორად მიმაჩნდა. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა დავეხმარო ქართულ ფეხბურთს. ნაკრებში ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია. ვფიქრობ, საქართველოს ჰყავს კარგი მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი ფეხბურთი ერთი ნაბიჯით წინ წაწიონ. პირადად მე ამისთვის არაფერს დავიშურებ".
კარგია, რომ ქეცბაია ნაკრებში დიდი მონდომებით მოვიდა, შეცვალოს არსებული მდგომარეობა, მაგრამ, მან ახლავე უნდა იცოდეს, რომ სამუშაო იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები არც ისე მარტივია როგორიც შეიძლება სხვა ქვეყნის ნაკრებში იყოს. ფრთხილად თემურ, ამ ჩვენს ნაკრებს ბევრი შენზე გამოცდილი და სახელიანი მწვრთნელი "მოუნელებია" და თან ისე, რომ გუნდის სამარცხვინო შედეგი მხოლოდ მას დაბრალებია. და არა მგონია, თუ ჩვენმა ნაკრებმა ისევ ტრადიციულად გააგრძელა ასპარეზობა და შინ და გარეთ თავი მოგვჭრა (ფუი ეშმაკს), მავანს შედეგის მხოლოდ შენზე გადაბრალება მოერიდოს, ეს ხომ საქართველოა და აქ ყველაფერი მოსულა, მათ შორის ისიც, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე, მინდორზე მსაჯის გადაწყვეტილებებით განაწყენებული გუბერნატორი გულშემატკივრებთან ერთად შევარდეს და მატჩის მსაჯი და დამკვირვებელი ერთი კარგად მიბეგვოს, თან ისე, რომ ამისთვის მას პასუხს არავინ მოსთხოვს.
საქართველოს ნაკრები ხომ ის გუნდია, რომელსაც შეუძლია იტალიის ნაკრებს 60 წუთი მეტ-ნაკლებად ტოლ-სწორად ეთამაშოს და შემდეგ თამაშში უმოტივაციო ბულგარეთთან 6-2 წააგოს, ან ლუქსემბურგისნაირ მაჩანჩალა გუნდს უგოლოდ დაუზავდეს და ამით თავი შეურაცხყოფილად სულაც არ იგრძნოს. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც გასვლითი თამაშის დღეს ქალაქში საყიდლებზე დადიან და, ალბათ, იმ დროს, როცა თამაშის წინ სტადიონზე საქართველოს ჰიმნი ისმის, იმაზე ფიქრობენ თამაშის შემდეგ რომელ მაღაზიაში წავიდნენ და სად გაერთონ.
ასე რომ, ნაკრებში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელთა გადაჭრასაც დიდი მუშაობა უნდა, თორემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბევრი მოსულა დიდი დაპირებებით, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას და ქართული ფეხბურთის დიდების დაბრუნებას გვპირდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, წინამორბედების მიერ დამყარებული ანტირეკორდების გაუმჯობესების მეტი ვერაფრისთვის მიუღწევიათ და ჩვენი სიმწრით მოგროვილი მილიონები კი სიამოვნებით ჩაუჯიბიათ და წასულან იქ საიდანაც მოსულან.

ამ ეტაპზე მთავარია შედეგი, ლამაზი ფეხბურთი მერე იყოს

რაც შეეხება ქეცბაიას ფილოსოფიას, მისთვის ამოსავალი წერტილი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგია, - "ლამაზი ფეხბურთი ყველას ავიწყდება და ისტორიაში შედეგი რჩება. ამიტომ, მთავარი შედეგია, რადგან ასეთ დროს ფეხბურთელის ოსტატობაც იზრდება. როგორც იტყვიან _ მთავარი ტაბლოა".
ქართველი გულშემატკივარი ის გულშემატკივარია, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი გუნდის წარმატებას ზეიმობდა და ის წარმატებასთან ერთად თავისი გუნდისგან ლამაზი ფეხბურთის თამაშითაც იყო განებივრებული. სამწუხაროდ, ახლა აღარც ლამაზი ფეხბურთია და აღარც შედეგი. გამომდინარე იქიდან, რომ არ გვყავს ისეთი კლასის ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ შედეგთან ერთად ლამაზი ფეხბურთიც ითამაშონ, ამიტომ ქართველი გულშემატკივრისთვის მისაღები უნდა იყოს ქეცბაიას პოზიცია, რომ ამ ეტაპზე გუნდი შედეგზე იყოს ორიენტირებული, მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გუნდს თითქმის 15 თვეა არ მოუგია.
"ნაკრების შემადგენლობა ყოველ თამაშზე არ უნდა იცვლებოდეს. უნდა ჩამოყალიბდეს 15 ფეხბურთელისგან შემდგარი ბირთვი, რომელსაც კიდევ 5 მოთამაშე დაემატება, რომელთა შორის პერსპექტიული ახალგაზრდებიც იქნებიან", _ განაცხადა ქეცბაიამ.

ფედერაცია ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურებას ტრადიციულად არ ამხელს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, ბოლოს და ბოლოს ფედერაციას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. ახალი პრეზიდენტი დანიშვნისას დაგვპირდა, რომ მისი მოსვლით ფედერაციაში ბევრი რამ შეიცვლებოდა. მიუხედავად ამისა, ცვლილება არ შეეხო ფედერაციის საქმიანობის გამჭვირვალობას. ისევე როგორც წინა მწვრთნელების შემთხვევაში, ამჯერადაც ნაკრების ახალი დამრიგებლის ანაზღაურება საიდუმლოდ დატოვეს. საინტერესოა, ნუთუ ქართველ გულშემატკივარს არ აქვს უფლება იცოდეს რამდენს უხდიან მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს. არ აქვს მნიშვნელობა ამ თანხას ფედერაცია იხდის თუ სახელმწიფო, იგი ხომ ქართველი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდანაა შეგროვილი. სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ისევ ჩაკეტილ სტრუქტურად რჩება, საიდანაც ინფორმაციის გამოტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. როგორც ჩანს, მომავალი 2 წლის განმავლობაში ქართველ გულშემატკივრებსა და პრესას ისევ თავის მტვრევა მოუწევს იმის გასაგებად თუ რამდენს უხდიან ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

ხელები შორს ქეცბაიასა და ეროვნული ნაკრებისგან

როდესაც ქეცბაიას ნაკრების მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს, არსებობდა ეჭვი, რომ იგი საქართველოში დაბრუნებას არ მოისურვებდა, მითუმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მას ბევრად უფრო აწყობილი ქვეყნებიდან ჰქონდა შეთავაზება. თუმცა, თემურში პატრიოტიზმმა და სპორტულმა აზარტმა იძალა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას დათანხმდა, ოღონდ ერთი პირობით _ მის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს.
ვისაც კარგად ახსოვს საქართველოს ნაკრების წინა მწვრთნელები, მათ შორის ჟირესი, დარსაძე, ტოპმიოლერი და კუპერი, ალბათ, ისიც კარგად ეცოდინება, რომ ამ მწვრთნელებზე, განსაკუთრებით კი დარსაძეზე, ხდებოდა გარკვეული გავლენის მოხდენა ფედერაციის ხელმძღვანელობიდან, ნაკრების ფეხბურთელთა სიის შედგენისას. სწორედ ამ გამოცდილების თავიდან ასაცილებლად ქეცბაიამ წინასწარ მიიღო გარანტიები, რომ მის საქმიანობაში არავინ ჩაერევა და მას დამოუკიდებლად შეეძლება გადაწყვიტოს, ვინ უნდა გამოიძახოს და ვინ არა. მიუხედავად ამისა, ქეცბაიას წინამორბედებზე ზეგავლენის მომხდენ პირთა ნაწილი ფედერაციაში რჩება. იმედია, ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა ამ პირობას შეასრულებს და მწვრთნელს არ მოუწევს მავანთა პირადი ინტერესების ნაკრების შემადგენლობის შერჩევისას გათვალისწინება.

ნაკრებში გამოძახება ფეხბურთელისთვის ზეიმი უნდა იყოს

ეროვნული გუნდის ახალი დამრიგებლის განცხადებით: "ნაკრების ფეხბურთელისთვის ნაკრებში გამოძახება ზეიმი უნდა იყოს. ყველა ქართველის ვალია, გამოძახების შემთხვევაში, ნაკრებში ჩამოვიდეს. სხვადასხვა კლუბში თამაშისას ყოველთვის გული მწყდებოდა, როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი თანაგუნდელებისთვის ნაკრებში გამოძახება ზეიმი იყო. ვფიქრობ, ჩვენთანაც იგივე უნდა ხდებოდეს. მე რომ ყურმილს ავიღებ და ფეხბურთელს დავურეკავ, ვიდრე დავკიდებ, ის უკვე აქ უნდა იყოს. კარგად მესმის, რომ მოთამაშეებს გარკვეულ პრობლემებს კლუბშიც უქმნიან ნაკრებში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რადგან მსგავსი რამ თავადაც მომსვლია. ვთვლი, რომ ნაკრების ნებისმიერი ამხანაგური მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კლუბში გასამართი ჩემპიონატის შეხვედრა".
აგაშენა ღმერთმა!

ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ქართველ გულშემატკივარს და ამდენი ხანია ყოველი უღიმღამოდ ჩატარებული თამაშის შემდეგ (ასეთი კი, სამწუხაროდ, ბევრია) უჯიგრო ფეხბურთელების ერთი გულიანად გინების სურვილს აჩენს.
წარმატებას ვუსურვებთ თემურ ქეცბაიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას და იმედია, მისი ხელმძღვანელობით მაინც მიაღწევენ ჩვენი ფეხბურთელები ასე მონატრებულ წარმატებას.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48