ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს თანამდებობა დატოვებინეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს თანამდებობა დატოვებინეს
ნანახია: 836

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე-პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა თანამდებობა დატოვა. ამაღლობელის განაცხადებით იგი სამუშაოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდში გადადის და საქმიანობას სავალუტო ფონდის სათაო ოფისში, ვაშინგტონში, აღმოსავლეთის ქვეყნების დეპარტამენტში გააგრძელებს. მის მოვალეობაში სხვადასხვა ქვეყნებისთვის კონსულტაციის გაწევა შევა. ამაღლობელი ეროვნული ბანკიდან წამოსვლის მიზეზად სავალუტო ფონდის მიმზიდველ წინადადებას ასახელებს. მისივე თქმით, მას ეროვნულ ბანკში საკმაოდ მძიმე პერიოდში მოუხდა მუშაობა. ამიტომ განტვირთვისთვის ახალ თანამდებობაზე გადასვლა გადაწყვიტა. ამაღლობელი ეროვნული ბანკიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდში ნოემბერში გადავა.
მკითხველს ინფორმაციისთვის დავით ამაღლობელის სებ-ში მოღვაწეობის მოკლე ისტორიას გავაცნობ. დავიწყოთ იქიდან, რომ დავით ამაღლობელი ზურაბ ნოღაიდელის კადრად მოიაზრებოდა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ამაღლობელი რომან გოცირიძეს ვიცე-პრეზიდენტად რობერტ კრისტიანსენის ჩარევით დაანიშნინა. ნოღაიდელის მთავრობიდან წასვლის შემდგომ დავით ამაღლობელი სახელისუფლებო ლაბირინთებში არ დაკარგულა და ბენდუქიძე-გურგენიძის გუნდში გადაბარგდა. რის შემდეგაც ფაქტიურად მათი დაკვეთების უპირობო შემსრულებელი გახდა ეროვნული ბანკთან და საქართველოს საბანკო სისტემასთან მიმართებაში.
საზოგადოებაში მაშინ არსებული ინფორმაციით ლადო გურგენიძე ამაღლობელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას პირდებოდა, მაგრამ ცნობილ მიზეზთა გამო (გურგენიძე პრემირ-მინისტრად დანიშვნიდან მალევე გაანთავისუფლეს) ვერ მოახერხა.
დავით ამაღლობელი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2005-2007 წლებში და 2009 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ბოლომდე იყო. ამაღლობელი 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის 26 თებერვლამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო შემდეგ იგი სებ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჩაანაცვლა.
დავით ამაღლობელის მმართველობის პერიოდში სებ-ში რამდენიმე დადებითი ეფექტის მქონე ღონისძიება გატარდა, მათ შორის:
შეიქმნა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი; შემოვიდა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი, როგორც სასიგნალო ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის მართვისთვის. მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტები: სარეზერვო მოთხოვნები, რეფინანსირების სესხები. ეს ღონისძიებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც სებ-ში მისი მოღვაწეობის პერიოდში დაინგრა.
სწორედ ამაღლობელის დროს მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკის დაშლა, დანგრევა და დასუსტება, რაც საბოლოოდ მისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევით დასრულდა. საინტერესოა, რომ 2008 წლის მარტში, როდესაც საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა და იგი ახლადშექმნილ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გადაეცა. დავით ამაღლობელს ერთხელაც კი არ გაუპროტესტებია ეს აბსურდული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაშინ სებ-ს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ამაღლობელს ნორმალური კომენტარიც კი არ გაუკეთებია და მოსახლეობისთვის არ აუხსნია, თუ რატომ ხორციელდებოდა ზომოთ აღნიშნული რეფორმა და რა შედეგებს მოიტანდა ის.
ასევე ამაღლობელის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე "შავი დღე", 2008 7 ნოემბერი, როდესაც ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ერთბაშად 17 და 20 თეთრით გაუფასურდა. ასევე ამაღლობელს ლომის წილი მიუძღვის ქართული საბანკო სექტორის რეგულირების შესუსტებასა და კონკრეტული ბანკების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებაში. რამაც გამოიწვია კიდეც აღნიშნულ სექტორში კრიზისი.
დავით ამაღლობელის მოღვაწეობის დროს განხორციელებული ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი და კონკრეტული ადამიანების ჯიბეების გასქელებისკენ მიმართული გადაწყვეტილებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთის თქმა კი თამამად შეიძლება: მან ბენდუქიძე-გურგენიძის დავალებები 5-იანზე შეასრულა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე მოიაზრება

დაუდასტურებელი ინფორმაციით დავით ამაღლობელის ოკეანისგაღმა გამგზავრება მასსა და გიორგი ქადაგიძეს შორის არცთუ კეთილმოსურნე ურთიერთობების შედეგია. როგორც ჩანს, ქადაგიძეს არ უნდოდა, რომ ეროვნულ ბანკში ზედამხედველობის მიმართულებით კურატორი ამაღლობელი ყოფილიყო. ის ხომ ერთ დროს მაინც ნოღაიდელის კადრად აღიქმებოდა.
ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონის თანახმად, რომელიც 1 დეკემბრიდან შედის ძალაში, სებ-ს ორი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. კულუარებში სებ-ში გამოთავისუფლებულ ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობებზე ორი კანდიდატურის შესახებ საუბრობენ. ერთ ვიცე-პრეზიდენტად ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი არჩილ მესტვირიშვილი მოიაზრება, ხოლო მეორედ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კახა ბარაბაძე უარყოფს და აღნიშნავს, რომ ჯერ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევაზე მუშაობა არ დაწყებულა.
ნიშანდობლივია ერთი მომენტი, რომ ზურაბ ალავიძე ნიკა გილაურის გუნდის წევრად და გიორგი ქადაგიძესთან დაახლოებულ პირად მოიაზრება. წლების განმავლობაში VTB ბანკში გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. აქედან გამომდინარეობს გიორგი ქადაგიძისთვის და საზოგადოებისთვის დასკვნა, რომ ზურაბ ალავიძე სებ-ში VTB ბანკის ქართული ბიზნესჯგუფის, ნიკა გილაურისა და რუსული კაპიტალით ფუნქციონირებადი ბანკის ინტერესების გამტარებელი იქნება ახალ მაღალ პოსტზე. სავარაუდოა, რომ პარლამენტი მის კანდიდატურას უყოყმანოდ დაამტკიცებს.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამაღლობელის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვიცე-პრეზიდენტის გარდა დავით ამაღლობელი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იყო. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტისა და საბჭოს წევრის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მაგრამ ოდეს ყოფილა, რომ ჩვენს დემოკრატიულსა და უაღრესად კომპეტენტურ საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც მომღერლებითა და ბიზნესმენებით უფროა დაკომპლექტებული, ვიდრე პოლიტიკოსებით, მთავრობის ან პრეზიდენტის მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატურა დაეწუნებინოს? იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც მიიღებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სწორ და წინასწარ გააზრებულ გადაწყვეტილებას, თორემ წინა პარლამენტისა და ზოგიერთი ჩინოვნიკის დახმარებით საქართველოს ეროვნული ბანკში მოვლენილმა დავით ამაღლობელმა რა დღეში ჩააგდო სებ-ი და მთელი საქართველოს ეკონომიკა, ამის დანახვას დიდი ცოდნა და მჭერმეტყველება არ სჭირდება.

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48