სენსაცია: საქართველოში ეკონომიკური კრიზისი დამთავრდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : სენსაცია: საქართველოში ეკონომიკური კრიზისი დამთავრდა
ნანახია: 1141

ჟანრი - ოპტიმისტური ტრაგედია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, წამყვანი ქართული ბანკების მენეჯერების ამალასთან ერთად, ჟურნალისტებს შეხვდა. განცხადებაც სენსაციური გაკეთდა. ცენტრალური ბანკის პირველმა პირმა საზოგადოებას ამცნო, რომ ეკონომიკური კრიზისი დამთავრდა და დაფიქსირებული ტენდენციები დამაიმედებელი.
გიორგი ქადაგიძე არც გრინსპენია და არც ბერნანკე, მისმა განცხადებამ საფონდო ბირჟებზე რყევები რომ გამოიწვიოს. თუმცა მისი თითოეული განცხადება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისა და ექსპერტებისთვის ნამდვილად საყურადღებოა.
სების პრეზიდენტმა თავისი დასკვნის დასადასტურებლად არგუმენტებიც წარმოადგინა და ბანკების წარმომადგენლებიც დაიმოწმა. მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი მის ოპტიმისტურ ტონალობას, რომ არა წარმოდგენილი მტკიცებულებების უკიდურესად პირობითი ხასიათი.
ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი გაბედულად შემოვიდა დიდ არენაზე. მან თავისი პირველი ინტერვიუ "ბანკები და ფინანსებს" მისცა. ეს იყო მაღალი რანგის ბანკირისა და ფინანსისტის, მაკროეკონომიკის საუცხოოდ მცოდნე კაცის განსჯა რეალურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. ქადაგიძე გონიერი და პრინციპული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. იგი წინ აღუდგა ეროვნული ბანკის დაკნინება-განადგურების ტენდენციას და დაიწყო ბანკთაბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერების კურსის გატარება. ამ მიმართულებით რეალურ შედეგებსაც მიაღწია. იგი დისონანსურად გამოიყურებოდა თავისი რეალისტური განცხადებებით ხელისუფლების ფიარ-სტრატეგიის ფონზე. მოგეხსენებათ, ამ სტრატეგიისთვის დამახასიათებელია სასურველის რეალობად გასაღება, სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვა არასაიმედო მონაცემებით მანიპულირება, იაფფასიანი შოუები. მისი გაბედული განცხადებაც, თავის დროზე, სენსაცია იყო, იმ ფონზე, როცა ხელისუფლების პირველი პირები ამტკიცებდნენ: გარშემო ყველა ქვეყანა დაინგრა, მხოლოდ ჩვენი ეკონომიკა ყვავისო.
მითი უფრო სენსაციური აღმოჩნდა, ამ წინაპირობების გათვალისწინებით, გიორგი ქადაგიძის განცხადება საქართველოში ეკონომიკური კრიზისის დასრულების შესახებ.
მივყვეთ თანმიმდევრობით. მისი განცხადებით, 2010 წელს მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) მინიმუმ 2%-ით გაიზრდება, რაც კლების ტემპის შენელებაზე მიუთითებს (2009 წლის პროგნოზი -4% - 2010 წლის პროგნოზი 2%). მე ვერ გეტყვით, როგორ, რა ლოგიკით შეიძლება საპროგნოზო გათვლების საფუძველზე გაკეთდეს დასკვნა, კრიზისის დასრულებასა და მომავალ ეკონომიკურ აღმავლობაზე. რამდენიმე დეტალზე კიდევ შევჩერდები, მანმადე კი შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ექსპერტები საუბრობდნენ, რომ მოსალოდნელია კრიზისის მეორე ეტაპის დაწყება, რომელიც საქართველოსაც შეეხება როგორც განვითარებად, ტარნსფორმაციული ეკონომიკის ქვეყანას.
სებ-ის პრეზიდენტის აზრით ეკონომიკის გამოცოცხლებაზე მიუთითებს საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობის ზრდა, ასევე საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობის ნიშნულის ორ მილიარდ აშშ დოლარისთვის გადაჭარბება. შევნიშნავ, რომ დეპოზიტების საერთო მოცულობის ზრდა იმის ნიშანია, რომ ბიზნესის საქმე უკან მიდის, ბიზნესმენი ფულს ბიზნესიდან იღებს და ბანკში ინახავს, ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც ხშირად ბანკია ფულის საიმედოდ დაცვის ერთადერთი საშუალება კრიზისის პირობებში. რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, ისინი უცხოური დახმარებების და კრედიტების ხარჯზე იზრდება და არა ეკონომიკის გამართული ფუნქციონირების.

არგუმენტების შეპირისპირებითი დახასიათება


დიტო გელოვანი რომ ვიყო, ბატონ გიორგის იუმორის მოშველიებით გავებაასებოდი, მაგრამ იგი იმდენად სერიოზული იყო ბრიფინგისას, რომ ყველა კითხვის დასმაც ვერ მოვახერხე, მაინც შევნიშნავ მის ერთ არგუმენტთან დაკავშირებით. ქადაგიძემ ბრძანა, რომ ექსპორტის კლება ნაკლებია, ვიდრე იმპორტის კლებაო. ეს კი მან ეკონომიკის გამოცოცხლების ნიშნად მიიჩნია. როგორ? უზარმაზარი ექსპორტი, რა თქმა უნდა, პროცენტულ გამოხატულებაში უფრო ნაკლებად შემცირდება, ვიდრე ჩვენი მცირე ექსპორტი. თუ ორ ადამიანს, ერთს ორ მეტრიანს და ერთსაც მეტრ და სამოცი სანტიმეტრის სიმაღლისას ქარი დაუბერავს, მაღალი და კაფანდარა უფრო მაგრად შეტორტმანდება და წაიქცევა, ვიდრე დაბალი. ციფრობრივი მონაცემების ანალიზით, ამის დასადასტურებლად თავს არ შეგაწყენთ. დიდი იმპორტი შემცირდა მნიშვნელოვნად, ხოლო შედარებით მცირე ექსპორტი შემცირდა შედარებით მცირედ, მაგრამ პრაქტიკულად არ შემცირებულა ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდო.
არ შეიძლება ვიამაყოთ ბანკების ლიკვიდობის დონითაც. როცა არ ხდება სესხების გაცემა, არ იხსნება ახალი საწარმოები, არ იქმნება ახალ სამუშაო ადგილები, ხდება პირიქით, იხურება საწარმოები, ჩერდება ბიზნესები, თბილისი სავსეა ცარიელი კომერციული ფართებით და ფირნიშებით - "ქირავდება", რომელ დამაიმედებელ ტენდენციებზეა საუბარი?
თუ ქართველი ექსპერტების არავის სჯერა ხელისუფლებაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს, ედუარდ გარნერს მოვუსმინოთ. ის "ბ&ფ"- სთან საუბარში ხაზს უსვამს: "პრობლემების საბანკო სექტორში ადრეც იყო, ომმა და საფინანსო კრიზისმა ისინი უფრო გამოააშკარავა". თუ ეს პრობლემები სერიოზული თავსატეხი არ გაუხდა ქვეყანას, ეს ევრობანკის, IFC-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაა. რომელთა ფინანსურმა ინექციებმა თავიდან აგვარიდებინა გართულებები. არც ერთი თვის - სექტემბრის საბანკო სექტორის წმინდა მოგებით თავის მოწონება ღირს. იგი უმნიშვნელოა წინა 8 თვის და მთლიანად 9 თვის ზარალთან შედარებით. ბანკების პრობლემა ჭარბი ლიკვიდობა კი არ არის, სუსტი ზედამხედველობაა.
ვაჭრობის კლების ტემპი იმიტომ შემცირდა, რომ ამის იქეთ კატასტროფა იწყება, კატასტროფისგან კი, ღვთის მადლით, შორსა ვართ. მთავარია, კონკრეტულ კითხვებზე პასუხი. კერძოდ, რატომ დაიხურა "ჯენტლმენის" მაღაზია სავაჭრო ცენტრ GTC-ში, სადაც ძირითადად ელიტარები ვაჭრობდნენ? რომ მიეცა საგადასახადო სამსახურს საშუალება "ელიტ-ელექტრონიქსისათვის" გაეგრძელებინა მუშაობა და გადაევადებინა მისთვის ბიუჯეტის 7 მილიონიანი დავალიანება, შეძლებდა თუ არა ფირმა მუშაობის გაგრძელებას, ბანკების დავალიანებების დაფარვას და 1 200 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას? ესაა მთავარი და არა ცალკეული, ერთმანეთთან კავშირის არმქონე მაჩვენებლებით მანიპულირება. მით უფრო, როცა, ვფიქრობ, გიორგი ქადაგიძეს შეუძლია საფუძვლიანი მაკროეკონომიკური ანალიზის გაკეთება, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორს ორიენტირებად გამოდგება.

"საქართველოში მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში"

ანუ, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენთან უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ხორვატიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, სლოვენიასა და მაკედონიაში, ბულგარეთში და პოლონეთშიც, რაღა თქმა უნდა.
ასე, ზუსტად ასე თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, როცა მე ვკითხე, თუ წინსვლა გვაქვს, რატომ მიაღწია "კრედიტინფოს" "შავ სიაში" ჩანაწერების რაოდენობამ 287 ათასს და რატომ იზრდება ყველა გამოკითხვით ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა.
"კრედიტინფოში" იმ პირების შესახებაა ინფორმაცია, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ვეღარ ახერხებენ ბანკთან ურთიერთობას. როგორც წესი, ეკონომიკური კრიზისის დროს ეს სია მატულობს. ეკონომიკური ბუმის დროს კი კლებულობს. ამიტომ, ამაში მე განსაკუთრებულ რამეს ვერ ვხედავ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკურ დეპრესიასთან ბოლო 50 წლის განმავლობაში, რაც კი მსოფლიოში არსებობდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არის რაღაც მაჩვენებლები, რაც ამ კრიზისისთვის დამახასიათებელია. თუმცა კიდევ უნდა აღინიშნოს ის მონაცემები, რაც დღეს საქართველოში არის. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით უკეთესია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში. ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარს, რადგან არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნიდან გასვლა წინა პერიოდთან შედარებით, უფრო მეტ ადამიანს სურს. დღეს ჩვენ კრიზისიდან გამოვდივართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პოლიტიკას თუ გავაგრძელებთ, რა პოლიტიკასაც ვახორციელებდით, მთავრობასთან კორდინაციის მაღალი დონის შემთხვევაში შევძლებთ, რომ დავუბრუნდეთ ძველ შედეგებს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

აუცილებელი განმარტებები და დამატებები ოპტიმისტური პროგნოზის ავტორებისგან სიდუხჭირეში ჩავარდნილ მოქალაქეებს სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით


- რას ნიშნავს ფრაზა: "შემცირებულია ვაჭრობის კლების ტემპები". რა მონაცემებს ეყრდნობით ასეთი დასკვნის გაკეთებისას?

- კვარტალური იმპორტისა და ექსპორტის კლების წლიური ტემპები შემცირებულია, წინა კვარტლებთან შედარებით. ქვევით მოცემულია შესაბამისი ციფრები, ზედა არის იმპორტი და ქვედა ექსპორტი. I, II და III კვარტლები.
-0.31275669
-0.426821893
-0.293401479
---------------------------
-33.40%
-36.57%
-29.76%
- რას ნიშნავს პრეს-რელიზში აღნიშნული: "დამაიმედებელია ტენდენციები უძრავი და მოძრავი ქონების ბაზარზე", რა დამაიმედებელ ტენდენციებს გულისხმობთ კონკრეტულად?
- უძრავი ქონების ფასების ვარდნა შეჩერდა და ბოლო პერიოდში მცირე, მაგრამ ზრდის ტენდენცია აქვს. ასევე ზრდის ტენდენციებია უძრავი ქონებისა და ავტომობილის რეგისტრაციის მონაცემების.
- რას ნიშნავს ფრაზა: "განსაკუთრებით გაუმჯობესდა ექსპორტი"?
- აბსოლიტურ მაჩვენებლებში გამოხატული ექსპორტის ვარდნის ტემპი, მცირედ ნაკლებია, ვიდრე იმპორტის. თუმცა, რაოდენობრივად ექსპორტის შემცირება უფრო ნაკლებია, რადგან ექსპორტის შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილი, მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების შემცირებამ გამოიწვია.
- რამდენად სარწმუნოა ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები, რომლებზე დაყრდნობითაც ბ-ნმა გიორგი ქადაგიძემ ოპტიმისტური დასკვნები გააკეთა?
- სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ინფლაციის, ვაჭრობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ სრულიად სარწმუნოა და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს, - აცხადებს ეროვნული ბანკი.

ექსპერტის კომენტარი

ამდაგვარ ოპტიმისტურ განწყობას, ბუნებრივია, ვერ გაიზიარებს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის 2/3, 900 ათასი დახმარების მიმღები, ანუ შიმშილის ზღვარზე მცხოვრები და 600 ათასი ასეთი დახმარების მიმღებთა სიაში მოხვედრის მსურველი. ამ დასკვნებს ეკონომიკის არცერთი ცნობილი ექსპერტი არ იზიარებს. ხომ არ აჯობებდა მთავრობას და ხელისუფლებას პიარ-აქციებზე ხელი აეღო და სიმართლე ეთქვა საზოგადოებისთვის. სასიამოვნო არაკებით მოქალაქეთა "დაბოლების" ეფექტი ფაქტობრივად ნულის ტოლია.
ამის გაკეთება ყველაზე უკეთ, ვფიქრობ, თავად გიორგი ქადაგიძეს შეუძლია. მომავალში, რასაკვირველია.
წარმოდგენილი ვერსიის კომენტირება კი ჩვენი აზრით, ყველაზე კომპეტენტურ, საქმეში ჩახედულ და ობიექტურ ექსპერტს ვთხოვეთ, "საქართველოს ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტს ზურაბ გვასალიას.

"სესხები "კრედიტინფოს" "შავ სიაში" მოხვედრილ პირებზე ახლაც გაიცემა"

"ბუნებრივია, ყველა ის მოსაზრება და ანალიზი, რაც გიორგი ქადაგიძემ წარმოადგინა, ცნობილი იყო. უბრალოდ, ახლა პრეზენტაციის სახე მიეცა. ის ციფრები, მონაცემები და მოსაზრებები, რაც მან გააჟღერა, მათ აბსოლუტურად ვეთანხმები. შეიძლება ნელი ტემპით, მაგრამ ეკონომიკა იზრდება. ქვეყნიდან გასვლა და ა.შ ეს ზედაპირული მონაცემებია. ამხელა კრიზისის შემდეგ საბანკო სექტორი, რატომაც გადარჩა, ქადაგიძემ თქვა. ჩვენი ბანკები ინტეგრირებული ევროპაში არა არის და ამიტომაც გადარჩა. რეალური სექტორის დაფინანსებისთვის ზოგიერთი ბანკის ლიკვიდობა 80%-ია. ეს ფული ეკონომიკაში უნდა წავიდეს. პოლიტიკური, ასევე ბიზნეს-რისკებიც, მომატებული რომ იყო, ეს ჯერ კიდევ ასე რჩება. ამის ნელა-ნელა დაძლევა რომ მოხდება, ბუნებრივია. თქვენ მალე ნახავთ, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საინვესტიციო დეპარტამენტი რომელი პროექტების დაფინანსებას დაიწყებს და რას გამოაქვეყნებს. ნახავთ რამხელა მასშტაბის და მოცულობისაა, როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციების და აქედან გამომდინარე, ნახავთ ეკონომიკა ვარდება თუ იზრდება. რა თქმა უნდა, ნელი ტემპებით და არა 2007 წლის მონაცემებით, მაგრამ მაინც.
რაც შეეხება "კრედიტინფოს" სიას, თქვენ ამ საკითხვის სხვა მხრიდან უყურებთ. "კრედიტინფოდან" აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერში 280 ათასიდან უკვე 122 ათასი გასტუმრებულია. ეს 280 ათასი სხვადასხვა ადამიანი ან ფირმა არა არის. აქ ერთი მესამედი დაახლოებით ერთი და იგივე შეიძლება იყოს. მაგალითად, ერთი ადამიანისგან შეიძლება იყოს ერთი საკრედიტო ბარათი, მეორეც სამომხმარებლო სესხი და ა.შ. აღებული. ერთ კაცზე სამი სხვადასხვა სესხია აღებული. ის ისტორია კი ცალ-ცალკე იდება. თუმცა ეს ადამიანები 7 წლის განმავლობაში ეკონომიკიდან გარიყულები არ იქნებიან. "კრედიტინფოში" ბევრი ადამიანი ისეთია, ვინც თავდებში ჩაუდგა მსესხებელს. ეს მიზეზები გათვალისწინებული იქნება, რადგან ბანკი დაინტერესებულია, რომ სესხი გასცეს. "კრედიტინფო" ბანკების შიდა მომსახურებისთვისაა შექმნილი. ბანკები შეისწავლიან ობიექტურ მიზეზს ამა თუ იმ ადამიანის შესახებ, თუ რა მიზეზითაა მოხვედრილი "შავ სიაში" და სესხს შესაბამისად გასცემენ. სესხები `შავ სიაში~ მოხვედრილ პირებზე ახლაც გაიცემა. იყო პერიოდი, როცა მიკრო დაფინანსებები აგრესიულად ტარდებოდა და ეს დღესაც არის", - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48