როგორ აკონტროლებს "სოროსის ფონდი" 4.5 მლ-რდიანი დახმარების ხარჯვას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : როგორ აკონტროლებს "სოროსის ფონდი" 4.5 მლ-რდიანი დახმარების ხარჯვას
ნანახია: 1090

რამდენად ეფექტურად უწევს მონიტორინგს "სოროსის ფონდი" საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილ 4,5 მლრდ. დოლარს

ბრიუსელის დოდორთა კონფერენციის შემდეგ, სადაც საქართველოსთვის, კრედიტებისა და გრანტების სახით, 4.5 მლნ. დოლარის გამოყოფა გადაწყდა, ცოტა ხანში ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველო" დააფუძნა კოალიცია - "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება". კოალიციის მიზანია თვალყურის დევნება თუ რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება თანხები.
კოალიციაში რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომელთაც მოამზადეს ანგარიში. ამასთან დაკავშირებით `ბანკები და ფინანსებმა~ ფონდის ხელმძღვანელს რამდენიმე შეკითხვით მიმართა. გთავაზობთ ამ კითხვებს და `სოროსის~ ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის ანა ტოკლიკიშვილის პასუხებს.
- რას ნიშნავს "ფონდმა დააფუძნა" კოალიცია?
- ვინაიდან ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის 4,55 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე უპრეცენდენტოა, მეტად მნიშვნელოვანია ამ თანხების გამჭვირვალე და ეფექტიანი ხარჯვა. აქედან გამომდინარე ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველო” გადაწყვიტა დაკავშირებოდა ამ სფეროში (ანტიკორუფციული მონიტორინგი) გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შეეთავაზებინა მათთვის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ჩამოყალიბება.
- რა კრიტერიუმებითა და პროცედურებით იქნა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები შერჩეული?
- არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში "გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს” ერთიანდება შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია. ესენი არიან "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, "კივიტას გეორგიკა", "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია~, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო". Yყველა ამ არასამთავრობო ორგანიზაციას გააჩნია სამოქალაქო მონიტორინგის სფეროში გამოცდილება, სწორედ ამ კრიტერიუმით მოხდა მათი კოალიციაში გაერთიანება.
- გთხოვთ მიგვითითოთ ვებ-გვერდი, სადაც ეს 11 დასკვნაა განთავსებული
- კოალიციის ვებგვერდია www.transparentaid.ge an http://osgf.ge/?l=1&i=391. .
- თუ ფონდს აინტერესებდა მთლიანი ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხი, რატომ ჩაიშალა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ გამოცხადებული კონკურსი ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელშიც, დიდი ალბათობით ივარაუდება, რომ `კოალიციის 7 წევრიდან~ ზოგიერთი მონაწილეობდა. ჩაშლის მიზეზი იყო, რომ კონკურსის მონაწილეები ვერ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს. რომელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ? თუ "კოალიციაში" აკმაყოფილებენ კონკურსში ვერა?
- ფონდის კონკურსი "ბიუჯეტის მონიტორინგი” არ ჩაშლილა. თქვენ შესაძლოა გულისხმობთ კონკურსს ~დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგი”-ს შესახებ, რომელის ფარგლებში შემოსული განაცხადები არ აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს და პროექტები არ დაფინანსდა. მოცემული პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ უკვე არსებული პროექტის ფარგლებში.
აღნიშნული დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორებმა 2008 წლის 22 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე აღუთქვეს. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარება უნდა მიიღოს. დახმარების პრიორიტეტული სფეროებია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკულ პროექტები, დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების აშენება. მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების კუთხითაც.
ამ თემაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ფონდის შემაჯამებელი გამოსვლით დაიწყო. კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორმა ირინა ლაშხმა მონიტორინგის დადებით და უარყოფით შედეგებზე ისაუბრა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და ასოციაციამ ”მწვანე ალტერნატივა” გააკეთეს მოხსენებები თემაზე: დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მონიტორინგის 1 წლის შედეგები, დონორთა მიერ გაწეული დახმარების ზეგავლენა წლების შემდგომ საქართველოს მოსახლეობაზე, გამოყოფილი კრედიტების გრძელვადიანი სარგებლის და მთავრობის მიერ დახმარების განკარგვის გამჭვირვალობის ანალიზი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი გვინდაძემ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის დაპირებულ მხარდაჭერაზე და დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და სამომავლო პროგნოზები წარმოადგინა.
ჩვენ ოპერატიული პასუხებისთვის "სოროსის" ფონდი მადლობას იმსახურებს, თუმცა საზოგადოებას ამ მიმართულებით კიდევ ბევრი კითხვა აქვს და ჩვენ ვეცდებით მათზე ფონდიდან ერთად ვიპოვოთ პასუხები. კერძოდ, ასევე საინტერესოა, სამოქალაქო მონიტორინგის გამოცდილება "კვიტას გეორგიკას" და "მწვანე ალტერნატივას" რამდენად დაეხმარება ფინანსური მონიტორინგის განხორციელებაში, ან მხოლოდ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აწარმოებს ხშირად ბიუჯეტის მონიტორინგის და გამჭირვალობის ანალიზს, როცა ახალგაზრდა ეკონომისტები და ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციები უქმად არიან ან სხვა საკითხებზე მუშაობენ.
თუმცა ისიც უნდ ააღინიშნოს, რომ სოროსის ფონდი ერთადერთია ჯერ-ჯერობით ვინც ბედავს ოპოზიციურად მონათლული მედია-საშუალებების დაფინანსებას (ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟი" "კავკასიაზე" და "პროფესია-ჟურნალისტი" "მაესტროზე").
თუმცა ფონდის კონკურსი "ბიუჯეტის მონიტორინგი" არ ჩაშლილა, რატომ გავრცელდა ინფორმაცია და რატომ აღინიშნა, რომ მონაწილეთა მონაცემები არ აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს. რატომ არ განემარტათ კონკურსის მონაწილეებს რას ნიშნავდა ცნება - "არ აკმაყოფილებდა". ხომ არ ფიქრობენ ფონდში, რომ კონკურსების თავად ორგანიზებას აკლია გამჭირვალეობა.
თუ კონკურსი არ ჩაშლილა, რატომ არ გამოცხადდა შედეგები და ერთ მშვენიერ დღეს რატომ აღმოჩნდა "რომელიღაც" კონკურსში გამარჯვებული ბატონების – ნარმანია, ხადური, მურღულია და სხვების ჯგუფი, რომლებიც უდაოდ კომპეტენტური კადრები არიან, მაგრამ ამასთან მათი უმეტესობა ნინო ბურჯანაძის პარტიის ეკონომიკური გუნდს წარმოადგენს.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48