საით მიდის ეკონომიკური მეცნიერება? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საით მიდის ეკონომიკური მეცნიერება?
ნანახია: 1022

ნობელის პრემიის ახალი ლაურეატები ეკონომიკაში
2009 წლის 12 ოქტომბერს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ეკონომიკაში 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოაცხადა. 2009 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში პირველად მიენიჭა ქალს – ელინორ ოსტრომს. უფრო ზუსტად, მან გაიყო მთავარი პრიზი - 10 მილიონი შვედური კრონი (დაახლოებით 1.4 მლნ აშშ დოლარი) ოლივერ უილიამსონთან. აღსანიშნავია, რომ მათ არ განიხილავდნენ ჯილდოს მოპოვების ძირითად პრეტედენტებად.

ელინორ ოსტრომი

76 წლის ოსტრომმა პრემია მიიღო ეკონომიკის მართვის ანალიზისათვის საერთო საკუთრების სფეროში, უილიამსონმა პრემია მიიღო ეკონომიკის მართვის, კერძოდ, კომპანიის საზღვრების ანალიზისათვის. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია თავის არჩევანს ასე ხსნის: მათმა ნაშრომებმა სათავე დაუდეს ეკონომიკის მართვის დინამიურ გამოკვლევებს. ამ მეცნიერთა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ეკონომიკური ანალიზის საშუალებით სრულიად განსხვავებული ორგანიზაციული ფორმების გაგებაა შესაძლებელი. ეკონომიკური ტრანსაქციები ხორციელდება არა მარტო ბაზრებზე, არამედ კომპანიების, გაერთიანებების, ოჯახების და ხელისუფლების ორგანოების შიგნით იმ დროს, როცა ეკონომიკური თეორია განიხილავს ბაზრის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს, იგი ნაკლებ ყურადღებას უთმობს სხვა ინსტიტუციონალურ ფორმებს.
ოსტრომი და უილიამსონი იკვლევენ ეკონომიკურ ურთიერთობათა სოციალურ მხარეს. ინდიანას უნივერსიტეტის (ბლუმინგტონი) პროფესორის ე. ოსტრომის მთავარი ნაშრომია ~თემების მართვა: კოლექტიური მოქმედების ინსტიტუტების ევოლუცია”, რომელიც მან ჯერ კიდევ 1990 წელს გამოაქვეყნა. ამ ნაშრომში მან გამოიკვლია მთელ საზოგადოებას მიკუთვნებული საკუთებისა და ადამიანების ურთიერთქმედების ბუნება. კერძოდ, მან დეტალურად აღწერა როგორ ახერხებენ ადამიანები წარმატებით გამოიყენონ ისეთი საერთო სარგებლობის სიკეთე როგორიცაა ტყე, საძოვარი, ნავთობსაბადო, მართლწესრიგი და ამ დროს არ დააზიანოს ისინი. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი რესურსების განადგურების მაგალითები ადამიანების ზედმეტად აქტიური მოქმედების შედეგად ისტორიაში საკმაოდ იყო. მკვლევარი მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთიანი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებას და ეკოსისტემას შორის ურთიერთობის ბალანსს დაამყარებს. ოსტრომმა არ გაიზიარა ეკონომისტებს შორის გავრცელებული აზრი, რომ საზოგადოებრივი რესურსები ან ცენტრალიზებულად უნდა იმართებოდეს სახელმწიფოს მიერ, ან უნდა გახდეს პრივატიზების ობიექტი. მისი აზრით ადგილობრივ თემთა საზოგადოებებს შეუძლიათ დამოუკიდებლად და საკმაოდ ეფექტურად მართონ ასეთი რესურსები.
ელინერ ოსტრომი ეკონომისტთა წრეებში დიდად ცნობილი არაა, რადგან განათლებით და საქმიანობით იგი პოლიტოლოგია. მისი წიგნები დაკავშირებულია კოლექტიური საქმიანობის ფენომენთან, გონოვრულ ბუნებათსარგებლობასთან, მესამე სამყაროს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან, ეკონომიკის არაფორმალური სექტორის მოწყობასთან. 1945 წელს ქალაქ ლოს-ანჟელესის ნაწილს წლით მომარაგების საქმეში პრობლემა შეექმნა, რადგან სასმელი წყლის ხარისხი მკვეთრად დაეცა. მაშინ მოქალაქეთა ჯგუფმა ე.ოსტრომის ხელმძღვანელობით წყლის მომხმარებელთა ასოციაცია შექმნა, რომელმაც იზრუნა წყლის რაციონალურ გამოყენებაზე, ამხილა დამბინძურებლები, შექმნა სათადარიგო რეზევუარები. თავისი სამეცნიერო გზის დასაწყისში მან ირწმუნა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ნებაყოფილობით გაერთიანდნენ ~საზოგადოებრივი” ინტერესების დასაცავად. შემდეგ ინდიანას უნივერსიტეტში იგი მეუღლესთან ერთად იკვლევდა საერთო სარგებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიკეთეს – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. მაშინ ითვლებოდა, რომ რაც მაღალია ცენტრალიზაციის დონე, მით მაღალია ეფექტიანობა. ე.ოსტრომმა დადგინა, რომ მასშტაბის ეკონომიის პრინციპი არ მოქმედებს მართლწესრიგის დაცვის სფეროში: სამი პატარა ზომის პოლიციის განყოფილება უკეთესად ართმევს თავს სამუშაოს, ვიდრე ერთი დიდი. ეს დასკვნა იარაღი აღმოჩნდა გამსხვილების მოწინააღმდეგეთა ხელში. გასული საუკუნის სამოციანი წლებში ფართოდ განიხილებოდა თემთა ტრაგედია: კერძო ინტერესსა და საერთო სიკეთეს შორის ფუნდამენტალური წინააღმდეგობის ძალით თავისუფლად მიწვდომადი შეზღუდული რესურსები განწირულნი არიან განადგურებისათვის. თვალსაჩინო მაგალითი ამისა იყოს თუ რა ემართებოდა საზოგადოებრივ საკუთრებას საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგრამ პრინციპში, როგორც ე.ოსტრომმა გამოარკვია, საზოგადოებრივი რესურსები რატომღაც ყოველთვის არ ნადგურდება. საკმაოდ ხშირად ადამიანები ახერხებენ შეთანხმდნენ მათ საერთო გამოყენებაზე, თუმცა ეს არ არის მარტივი. მან დაადგინა ის პირობები, როცა ამაზე თანხმდებიან ადამიანები. უნივერსალური წესი არ არსებობს, თუმცა დეცენტრალიზაცია უკეთესია ცენტრალიზაციაზე, ხოლო სახელმწიფო საკუთრება საშუალოდ ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე კერძო ან კოლექტიური. ყოველი სიტუაცია უნიკალურია და წარმატება იმაზეა დამოკიდებული ადამიანებს შორის არსებობს თუ არა ნდობა და მზად არიან თუ არა ისინი თანამშრომლობისათვის. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოიფიქრონ და რეალიზაცია გაუკეთონ ყველაზე ჩახლართულ სქემებს, რომლლებიც ცალსახა ~სტერილურ” კლასიფიკაციას არ ექვემდებარებიან, მაგრამ ისინი მუშაობენ.

ოლივერ უილიამსონი

77 წლის პროფესორმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ბერკლი) ოლივერ უილიამსონმა ნობელის პრემიის თავისი ნახევარი წილი მიიღო კომპანიის, როგორც მართვის ინსტიტუტის შეფასებისათვის. 1970 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი: `კორპორატიული კონტროლი და საქმიანი ქცევა: მეწარმეობრივი არჩევანის ეფექტების ორგანიზაციული ფორმის გამოკვლევა~, ხოლო 1985 წელს დაწერა წიგნი ~კაპიტალიზმის ეკონომიკური ინსტიტუტები”. უილიამსონი თავის ნაშრომებში ამტკიცებს, რომ ფირმები სხვა ფუნქციებთან ერთად არიან კონფლიქტების მომგვარებელი სტრუქტურები. გარდა ამისა, მან აღნიშნა ეკონომიკური სუბიექტის განსხვავევული ქცევა ერთჯერადი გარიგებისას და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას. ტრანსაქციური დანახარჯების სიდიდე ამ შემთხვევებში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
უილიამსონს კარგად იცნობენ ეკონომისტები. მისი დამკვიდრებულია ტერმინი `ნეოინსტიტუციონალიზმი~. მისი გვარი პოტენციალური ლაურეატების სიაში არაერთხელ ფიგურირებდა. მით უმეტეს, რომ ახალი ინსტიტუციონალური სკოლის ორმა სხვა წარმომადგენელმა რონალდ კოუზმა და დუგლას ჰორტმა უკვე მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკაში. უილიამსონი არის ტრანსაქციური დანახარჯების თეორიის ერთ-ერთი ავტორი. თავის ნაშრომებში იგი არ იყენებს ფორმალურ მოდელებს და ეკონომეტრიკულ მეთოდებს. იგი ამტკიცებს: ფირმები იმის გამო იქმნებიან, რომ ბაზარზე არსებობს ტრანსაქციური დანახარჯები, ე.ი. დანახარჯები, რომლებიც გარდაუვლად წარმოიშვებიან გარიგების დადების პროცესში, მაგრამ ამ დროს ისინი არიან გარიგების მიმართ გარე დანახარჯები. თუ ეს დანახარჯები შეფასდება როგორც მაღალი, მაშინ უკეთესია (და ნაკლებად სარისკო) ფირმის ჩამოყალიბება, ვიდრე გარიგების გაფორმება ბაზარზე. იმისათვის, რომ დაიდოს კლასიკური ერთჯერადი გარიგება, ფირმა არ არის საჭირო, საკმარისია ბაზრის არსებობა. თუ ლაპარაკია გრძელვადიან კონტრაქტზე, რომლისთვისაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს პარტნიორის პიროვნებას, მაშინ ბაზარი არ არის საკმარისი, საჭიროა არაფორმალური ურთიერთობა. ხოლო თუ პარტნიორიც კრიტიკულია და მაღალსპეციფიურ აქტივებში მნიშვნელოვანი გრძელვადიანი დაბანდება მოითხოვება, მაშინ შეიქმნება განსაკუთრებული რეგულაციის სტრუქტურა – ფირმა.
უილიამსონის აზრით, ფირმები იმისთვის არსებობენ, რომ გრძელვადიანი საკონტრაქტო ურთიერთობის შენარჩუნება საბაზრო უპირატესობის წყაროა. ცხადია ასეთი ურთიერთობა ოპორტუნისტულია: გრძელვადიანი კონტრაქტების დადება ნიშნავს მრავალ სხვა კონტრაქტებზე უარის თქმას და სურვილის შემთხვევაში პარტნიორის მანიპულირების საშუალებას იძლევა (თუნდაც იმიტომ, რომ ქარხნის ერთი საამქრო მეორეს სასამართლოში ვერ უჩივლებს). ამას გარდა, ნებისმიერი კონტრაქტი არასრულია, რადგან ხელშემკვრელი მხარეებს მომავლის განჭვრეტა არ შეუძლიათ, მით უმეტეს წინასწარგანზრახულად არასწორად განჭვრეტა. მეორეს მხრივ, ასეთი კონტრაქტი, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს ხარგრძლივად აკავშირებს, თავისთავად არის ფასეულობა. იგი კონტრაქტის ხელშემკვრელი მხარეებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის (სინერგია) და ასტიმულირებს მათ დააბანდონ `ურთიერთობაში~ და დამაკავშირებელ აქტივებში. უილიამსონი გვთავაზობს ეკონომიკური მოვლენა მართვის ეკონომიკური თეორიის კუთხით განვიხილოთ, ე. ი. საკონტრაქტო პრიზმის და ტრანსაქციური დანახარჯების საშუალებით და არა მხოლოდ სუფთა და სტერილური სახით, როგორც ამას ნეოკლასიკური თეორია აკეთებს.

2009 ნობელიანტებს გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდათ
[b]

უნდა აღინიშნოს, რომ ულიამსონის და ოსტრომის გამარჯვება რამდენადმე სენსაცია გახდა. ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა. ექსპერტები უპირატესობას ანიჭებდნენ ამერიკელ რობერტ ბაროს, რომელიც იკვლევს ეკონომიკურ ზრდას და ადამიანურ კაპიტალს და ავსტრიელ ერნსტ ფერს, რომელიც იკვლევს ეკონომიკურ ფსიქოლოგიას. ფერი იკვლევს ე.წ. ~ყოფა-ქცევით ეკონომიკას”, თუ რა განსაზღვრავს ადამიანის ირაციონალურ საქციელს, რა ფსიქოლოგიურ ძალებს მიჰყავს ადამიანები თანამშრომლობისაკენ, რა აიძულებს ადამიანებს კარგად მოეპყრან ერთმანეთს.
შვედი ჟურნალიტები უკვე რამდენიმე წელია იყენებენ იონჩეპინგის (შვედეთი) ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პროფესორის ჰუბერტ ფრომლეტის მონაცემებს, რომელიც კანდიდატების სიას ადგენს წინა წლების ლაურეატების სტატისტიკის საფუძველზე. ამ 40 კაციან სიაში პირველ ადგილზე იყო რობერტ ბარო. ბუკმეკერები კი პრეტედენტთა შორის პირველ ადგილს აძლევდნენ იუჯინ ფამას. მისი შანსი შეფასებული იყო 2:1 კოეფიციენტით, ხოლო ორივე ლაურეატის შანსი კენჭისყრამდე შეფასებული იყო როგორც 50:1. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ფამას გამარჯვების ალბათობა იმიტომ იყო ასე მაღალი, რომ იგი ძალიან ახლოს იყო ჯილდოს მიღებასთან შარშან, მაგრამ მაშინ პრემია მიიღო გლობალიზაციის მკვლევარმა პოლ კრუგმანმა. ფამას ამჟამინდელ წარუმატებლობას თავისი ახსნა აქვს. იგი იკვლევდა ფინანსური ბაზრების ქცევას და გამოთქვა იდეა, რომ ბაზარი ყოველთვის გვიჩვენებს ადექვატურ სურათს ინვესტორისათვის ამა თუ იმ კომპანიაში დაბანდების პერსპექტიულობის თვალსაზრისით. თუმცა დღეს, გლობალური ფინანსური კრიზისის გამო რყევების უპრეცედენტო მასშტაბის შემდეგ, ფამას მოსაზრება სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
ჩვენ დავასახელეთ გამარჯვებულთა გარდა მხოლოდ სამი კანდიდატის ვინაობა. სხვა ნომინანტების ვინაობის და კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ 50 წლის შემდეგ. ასეთია შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიაში დადგენილი წესები.
ამის საპირისპიროდ, უილიამსონის და ოსტრომის სპეციალიზაცია 2009 წელს აღმოჩნდა ბევრად უფრო აქტუალური. კერძოდ, ოსტრომის ნაშრომი სწორედ იმიტომ უნდა იყოს საინტერესო, რომ იგი იკვლევს საზოგადოებრივი საკუთრების პრობლემას. განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ბევრი სექტორის მასიური ნაციონალიზიის გათვალისწინებით მთელი საზოგადოების საკუთრების მართვისადმი ინტერესი გაიზრდება. როგორც პრემიის მიმნიჭებელი შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ოსტრომის და უილიამსონის ნაშრომებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სამეცნიერო კვლევების პერიფერიიდან ცენტრში გადატანას.
გასული წლის პრემიის ლაურეატმა პოლ კრუგმანმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და თავის საიტზე აღნიშნა ეკონომიკური ინსტიტუტების შესწავლის მნიშვნელობა. მისი აზრით, ნეოკლასიკური სკოლის მიხედვით ეკონომიკური სუბიექტები მიღებულია როგორც მოცემულობა და მხოლოდ მათ შორის ურთიერთქმედება შეისწავლება. ასე მაგალითად, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ასეთ გამოკვლევებში არავითარი განსაკუთრებული როლი არ მიეკუთვნებათ.
ეს ჯილდო ფორმალურად არ არის ოფიციალური, რადგან ალფრედ ნობელს თავის ანდერძში 1895 წელს ეკონომისტების შესახებ არ დაუწერია. ეკონომიკაში პრემია დააწესა შვედეთის სახელმწიფო ბანკმა 1968 წელს, როცა დაარსების 300 წლის იუბილე იზეიმა. მას შემდეგ ბანკი ყოველწლიურად გადაურიცხავს ლაურეატს 10 მლნ შვედურ კრონს. როგორც წესი ლაურეატები მას თავიანთი ქვეყნის ვალუტაში იღებენ. ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დოლარის კურსი შვედური კრონის მიმართ შეიცვალა, ამჟამინდელი ლაურეატები მიიღებენ 1.4 მლნ აშშ დოლარს, რაც შარშანდელ საპრიზო თანხასთან შედარებით 150 ათასი დოლარით მეტია. პირველი გამარჯვებული ეკონომისტები 1969 წელს იყვნენ ნორვეგიელი რაგნარ ფრიში და ჰოლანდიელი იან ტიმბერგენი ეკონომიკური პროცესების ანალიზში დინამიური მოდელების შექმნისა და გამოყენებისათვის. ნობელის პრემია ეკონომიკაში მინიჭებული აქვთ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში ემიგრირებულ მეცნიერებს: 1971 წელს საიმონ კუზნეცს ეკონომიკური ზრდის არსის ემპირიული დასაბუთებისათვის და 1973 წელს ვასილ ლეონტიევს ‘დანახარჯები/გამოშვება” დარგთაშორისი ბალანსის სისტემის შექმნისათვის. 1975 წელს პრემია მიენიჭა ამერიკელ ტიალინგ კუპმანსს და საბჭოელ ლეონიდ კანტოროვიჩს ნედლეული რესურსების ოპტიმალური გამოყენების თეორიის დასაბუთებისათვის.
ლაურეატის არჩევის პროცესი ასეთია: ნობელის კომიტეტი დაახლოებით 3 000 დადგენილი ნიმუშის ფორმას შესავსებად უგზავნის მსოფლიოში ცნობილ მეცნიერ-ეკონომისტებს. კომიტეტი მიღებული შედეგებიდან შეარჩევს იმ კანდიდატებს, რომლებიც თუნდაც რამდენჯერმე არის მითითებული (250-300 მეცნიერი). შემდეგ შერჩეული მეცნიერების ნაშრომებს შესაფასებლად გადასცემს ექსპერტებს, რომელთა დასკვნების საფუძველზე შერჩევის რამდენიმე ეტაპიანი სტადიის შემდეგ შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემისს წევრები ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით ირჩევენ ლაურეატებს. მათი დაჯილდოვება ხდება 10 დეკემბერს – ნობელის გარდაცვალების დღეს. ნობელიანტი ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს საჯარო ლექცია.
ნობელის პრემია ენიჭება მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ცოცხალ მეცნიერს. ამის გამო პრემიის მიღება ვერ მოასწრეს დიდმა ეკონომისტებმა: ჯ. რობინსონმა, ნ. კოლდარმა, ა. ლერნერმა, დ. პატინკინმა. კონკურსის არსებობის 40 წლიან ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ მეცნიერს პრემია მიენიჭა 2007 წელს ლეონიდ გუვრიჩს 90 წლის ასაკში, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდას 1972 წელს კენეთ ეროუს 51 წლის ასაკში. წლევამდელმა კონკურსმა ტრადიცია არ დაარღვია: როგორც წესი უმეტესად ამერიკელები იმარჯვებენ. 1969 წლიდან მოყოლებული 64 გამარჯვებულს შორის 42 არის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან - 8, ნორვეგიიდან - 3, შვედეთიდან – 2, კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენელმა თითოჯერ მიიღო პრემია.


მერაბ ჯულაყიძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი


2008 წლის პრემია მოიპოვა პრინსტონის უნივერსიტეტის(აშშ) მკვლევარმა პოლ კრუგმანმა ვაჭრობის და ეკონომიკური აქტიურობის გეოგრაფიული განაწილების სტრუქტურის ანალიზისათვის.
2007 წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში მოიპოვეს ლეონიდ გურვიჩმა, ერიკ მასკინმა და როჯერ მაიერსონმა სავაჭრო მოდელების და ეკონომიკური აქტივობის ადგილმდებარეობის ანალიზისათვის.
2006 წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში მიენიჭა ედმუნდ ფელპს მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში დროთაშორისი ურთიერთობათა ანალიზისათვის.
2005 წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში მიენიჭათ რობერტ აუმანს და თომას შელინგს თამაშთა თეორიის საშუალებით კონფლიქტის უკეთესი გაგებასა და თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის.




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48